stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ოკუპირებულ გალში ნაძვის ხე აანთეს

ოკუპირებულ გალში ნაძვის ხე აანთეს

27 დეკემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

116

ამბები სამეგრელოდან

1283

ამბები სვანეთიდან

76

არჩევნები

355

ახალი ამბები

4001

დღის ამბები

2109

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ვიდეო ამბები

59

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კულინარია

8

კულტურა

304

მთელი კვირა

1

მსოფლიო

123

პოლიტიკა

885

რეკლამა

696

საზოგადოება

142

სამართალი

155

სპორტი

211

სხვა ამბები

84

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი ამბები

7

წარმატების ისტორია

8

დღის ამბები

ევროპაში ფრინველის გრიპის გამო 100 ათასობით ფრინველი დახოცეს

უშგული-ლასდილის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა - თოვის გამო კიდევ რა შეზღუდვები დაწესდა სვანეთის გზებზე

სუსმა ჩხოროწყუს სოფელ ახუთის გზის მშენებელი კომპანიის „ნიუ პასაჟის“ დირექტორი დააკავა

ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი 7 კორპუსის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება

ზუგდიდში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი ოპერირებას 2026 წელს დაიწყებს

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანდღის ამბებისამართალი

სუსმა ჩხოროწყუს სოფელ ახუთის გზის მშენებელი კომპანიის „ნიუ პასაჟის“ დირექტორი დააკავა

27.12.2025 / 27 დეკემბერი 2025
სუსმა ჩხოროწყუს სოფელ ახუთის გზის მშენებელი კომპანიის „ნიუ პასაჟის“ დირექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფც ულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი. მათ შორისაა ჩხოროწყუს სოფელ ახუთის გზის მშენებელი კომპანიის „ნიუ პასაჟის“ დირექტორი:

„სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ჯი ეი აუდიტესკორტის“ ორი თანამშრომელი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254 990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების მიზნით. კიდევ ერთხელ მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ვინც კი განიზრახავს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები პირადი კორუფციული გეგმებით დააზიანოს - ჩვენ გვაქვს შესაბამისი ნებაც და საშუალებაც, რომ ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას და ყველაფერი გავაკეთოთ მისი მაქსიმალური პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოიტანონ სათანადო დასკვნები როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი 7 კორპუსის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება

შემდეგი პოსტი

ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მერი სოფელ ახუთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი სოფელ ახუთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა