stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

24 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდში გაზი გაითიშება

ზუგდიდის მერია | შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1679

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4336

დღის ამბები

2670

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

926

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ამბები სამეგრელოდან

ამბები სამეგრელოდან

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც  სახელმწიფო რწმუნებულებთან  სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს. 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. დაისახა სამომავლო გეგმები პრიორიტეტების განსაზღვრასთან, საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

26 აგვისტო 2026
სრულად
წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ გუბა საჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან ერთად გაეცნო. ინფომაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში დაიგო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნური საფარი. მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები. სამუშაოების ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებული, დელეგატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოებსაც გაეცნენ. ახალი ხიდის მშენებლობასთან ერთად, მოსახლეობის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დროებითი სათადარიგო ხიდიც რეაბილიტირდება. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

ხიდის მშენებლობის სამუშაოებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაციას გაეცნენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 კილომეტრია და ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმითს უკავშირდება.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა სანიაღვრე არხები.

25 აგვისტო 2026
სრულად
სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამი ქალის ცხედარი იპოვეს. Სამივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილი დები საპენსიო ასაკში იყვნენ.

გარდაცვლილების ცᲮედრები მეზობლემა ნახეს. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. Რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი საკვებით ინტოქსიკაცია გახდა.

ოჯახის ახლობლებთან ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა ნახეს.

გარდაცვლილი დების ცხედრებს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

23 აგვისტო 2026
სრულად
24 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდში გაზი გაითიშება

24 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდში გაზი გაითიშება

სოკარ გაზი ზუგდიდში აბონენტებს გაზმომარაგების გათიშვის შესახებ აფრთხილებს:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 აგვისტოს, დილის 06:00 საათიდან დაგეგმილია გაზის შეწყვეტა.

გაზის მიწოდების აღდგენა 26 აგვისტოს 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 27 აგვისტოს 20:00 საათამდე.

გთხოვთ, გაზის დანადგარების და ონკანები იქონიოთ ჩაკეტილ მდგომარეობაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

21 აგვისტო 2026
სრულად
ზუგდიდის მერია | შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

ზუგდიდის მერია | შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

ზუგდიდის მერიის შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი მობილური ჯგუფი მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს არაერთი მიმართულებით ეხმარება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, პროგრამის მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენი გუნდისთვის სოციალური პოლიტიკა ნიშნავს, პირველ რიგში, ადამიანების საჭიროებებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერა, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. ეს პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება.

პროგრამა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წელიწადში 50 000 ლარით ფინანსდება, მისი კიდევ უფრო გაძლიერება ავსტრიის განვითარების სააგენტოს, Action Against Hunger-ის, ზუგდიდის LAG-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შევიძინეთ ახალი მობილური მანქანა და შესაბამისი ინვენტარით აღვჭურვეთ. რაც საშუალებას გვაძლევს, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა გავაორმაგოთ - ისინი სერვისს თვეში რამდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით იღებენ"-აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელმაც ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი 2017 წელს დანერგა.

აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლას ადგილზე ვიზიტით, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და საკარმიდამო ნაკვეთის მოწესრიგებას, ექიმის კონსულტაციას და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას, ბენეფიციარის პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას და სალონურ მომსახურებას, ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, საინფორმაციო უზრუნველყოფა/კონსულტაციას სოციალურ, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

2019 წელს „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში 5 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა და სპეციალური ჯილდო მიიღო.

მობილურმა ჯგუფმა 4000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

20 აგვისტო 2026
სრულად
ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განმუხურის საზღვაო ზოლთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის და საკურორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ამჟამად კი განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები. გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სრული განახლება. პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.

ამასთან ერთად მოხდება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.

წინა ხელისუფლების დროს ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჩქარებულად, სამშენებლო ვადების დარღვევით, უხარისხოდ ხდებოდა - ყველას გვახსოვს გახსნის იმიტაციის გამო უხარისხოდ აგებული საფეხმავლო ხიდი, რომელმაც რამდენიმე დღეში დაშლა დაიწყო და მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ინტენსიური, ნაწილობრივი და დეტალური რეკონსტრუქციის ჩატარება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლია-განმუხურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, საქმის პროფესიონალების ჩართულობით, შესაბამისი პროექტირებით მოხდეს და არა ისე როგორც ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

18 აგვისტო 2026
სრულად
„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

ააიპ „ზუგდიდდასუფთავება“-ის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკაბონ:

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან.

ნარჩენების ღია წესით დაწვა აზიანებს გარემოს, აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

არსებობს ნარჩენების მართვის ალტერნატიული და ეკოლოგიურად უსაფრთხო გზა — კომპოსტირება. ხმელი ფოთლებისა და ბაღის ნარჩენების მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მარტივ მოწყობილობაში მოთავსების შედეგად, დროთა განმავლობაში მიიღება ნეშომპალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ბუნებრივ სასუქად.

„ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ ასევე განმარტავს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - მათ შორის ფოთლების, ბაღისა და პარკის ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების - ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, დაიცვან გარემოსდაცვითი მოთხოვნები და იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე” - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 აგვისტო 2026
სრულად
დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები
მოეწყო.

,,თითოეულ ახალგაზრდას ვულოცავ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდელებს!

ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო.

მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა ჩვენი ქვეყნის, ზუგდიდის და ზუგდიდელების კეთილდღეობას მოახმაროს. სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის
ახალი შესაძლებლობების შექმნას და უკეთეს მომავლს უზრუნველყოფს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული ყველა რეფორმა მომავალი თაობისთის უკეთესი პირობების შექმნას ემსაურება. ჩვენ კი, ჩვენი მმართველი გუნდის ინიციატივიდან და ზუგდიდელი ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემატურად ვახორციელებთ
სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებს, რადგან ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ყოველი დღე თქვენია და თქვენით იწყება. მე კი ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი განვითარების და განათლების გზაზე. ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი ზუგდიდისთვის!"-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან მიმართვისას.

სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სპორტკომპლექსის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.

13 აგვისტო 2026
სრულად
წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა.

​დღეს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გუგე ცანავას სახელობის პარკში საჯარო ლექცია გაიმართა.

​ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტმა და რეჟისორმა გოდერძი შარაშიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „წარსულის გაკვეთილები — წალენჯიხა ადამიანების ისტორიებით“.

შეხვედრამ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, სიღრმისეულად გაეაზრებინა მხარის ისტორია და ადგილობრივი პიროვნებების მნიშვნელოვანი როლი.

​შეკრებილ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მიულოცა.

ღონისძიების მიმდინარეობისას პატივი მიაგეს „მომავლის ბიჭის“, ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას.

​საჯარო ლექციას ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყებისა და სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს,მაცხოვრის ნიში თაიგულებით შეიმკო.

13 აგვისტო 2026
სრულად
ხობში ცოტნეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხობში ცოტნეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხობში ცოტნეობის დღესასწაულისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხობის მონასტერში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

ახალგაზრდებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.

საზეიმო საღამო ანსამბლ „შვიდკაცას“ და დიჯეის კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ცოტნეობის და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

13 აგვისტო 2026
სრულად
დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა

დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელიც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილის გადასარჩენად შევიდა თავად კი წყალმა გაიტაცა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ირაკლი მაქაცარიას მადლობა გადაუხადა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქციელით გმირები ხდებიან - ასეთია ირაკლი მაქაცარია, რომელმაც სქურის ხეობაში დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ადიდებულ მდინარეს სასწაულებრივად გადაურჩა. ირაკლის სამძებრო სამუშაოების პერიოდში ყველა შეგვძრა ისტორიამ, რომელსაც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, თუ როგორ შევიდა წყალმოვარდნის დროს მდინარეში ადამიანი, დედა-შვილის გადასარჩენად, თავად კი წყალმა გაიტაცა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის!

ირაკლი მაქაცარია გახდა თავგანწირვის და სიმამაცის სიმბოლო. მადლობა მას ამ გმირობისთვის! ჩემთვის პატივი იყო დღეს ირაკლისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მემასპინძლა და გმირული საქციელისთვის მადლობა გადამეხადა“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

12 აგვისტო 2026
სრულად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს.

როგორც სეს-ში აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.

სეს-ში განმარტავენ, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.



12 აგვისტო 2026
სრულად
ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით ზუგდიდის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. ზუგდიდელი ახალგაზრდები ბორჯომის სკაუტურ ბანაკში იმყოფებოდნენ, ასევე ახლაგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ორგანიზებულ ტექნოლოგიურ ბანაკში მიიღონ მონაწილეობა.

დავით კოდუას განცხადებით, ახალგაზრდული მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

,,ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი მიმართულებაა! მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მომავალი თაობის ხელშეწყობა არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორც ცენტრში ასევე ადგილობრივ დონეზე, რასაც არაერთი პროექტითა და პროგრამით ვამტკიცებთ, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 3000 სტუდენტზეა გათვლილი" -აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

წელს ანაკლიის ბანაკი 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს. ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ლიდერული, სპორტული და კულტურული უნარების განვითარებას. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს.

11 აგვისტო 2026
სრულად
მაშვეელბმა დედა-შვილის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი ცოცხალი იპოვეს

მაშვეელბმა დედა-შვილის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი ცოცხალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კურორტ სქურში მაშველებმა მდინარეში გაუჩინარებული მამამკაცი ციცხალი იპოვეს.

44 წლის ირაკლი მაქაცარია ადიდებულ მდინარე წისქვილარაში დედა-შვილის გადასარჩენად ჩავიდა. ორივე მათგანის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა შეძლო თავად კი მდინარემ გაიტაცა.

როგორც ადგილზე ყვებიან, ირაკლი მაქაცარიამ მდინარიდან გამოსვლა მოახერხა თუმცა გზა აებნა და მაშველებმა ის მდინარის მეორე მხარეს რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია.

10 აგვისტო 2026
სრულად
ხობში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის 8,3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის 8,3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ჯამში, 8.3 კმ-იანი (კმ284-კმ286 და კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. ონფორმაციას საავტომობილო გზები დეპარტამენტი ავრცელებს. სამუშაოები 2 მონაკვეთად მიმდინარეობდა.

გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 4.7 მილიონი ლარი შეადგინა.

8 აგვისტო 2026
სრულად
ფოთის მერი: „ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“

ფოთის მერი: „ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე კი პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და მათი ხსოვნის პატივსაცემად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.

დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

ოთარ კიკალეიშვილი

ლევან ტურავა

გოჩა კაცაძე

ზვიად ბარბაქაძე

შალვა გაბუნია

ზვიად ჩიჩუა

ზვიად დათუაშვილი

თემურ ფიჩხაია

ზურაბ ნანავა

გიორგი ღვინჯილია

გელა ჯიქია

თეიმურაზ ჭიტაძე

გვჯერა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ.

ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას" -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ

8 აგვისტო 2026
სრულად
ხობის მერმა დავით ბუკიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხობის მერმა დავით ბუკიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიმ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ქალაქ ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას ცხრა ხობელი ვაჟკაცის - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

8 აგვისტო 2026
სრულად
დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია

დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, ომში დაღუპული კაპრალის ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

,,2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. სამშობლოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ზუგდიდიდან ოთხი კაპრალი ემსხვერპლა - ბადრი ბერანძე, დავით ჯიქია, სერგეი გოროზია და კობა სერგია.

ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მათი ხსოვნის პატივისცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა როგორც ერთმანეთის, ისე მომავალი თაობების წინაშე”-აღნიშნა მერმა.

8 აგვისტო 2026
სრულად
ფოთის მერიამ ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო

ფოთის მერიამ ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო.

პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია:

ახალშობილის დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული იყოს ქალაქი ფოთი;

ახალშობილის მშობლები განცხადების წარდგენამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. რეგისტრაციის წყვეტის შემთხვევაში, ისინი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოთხოვნა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად მითითებულია ქალაქი ფოთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს:
(0493) 22 06 38.

პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://tinyurl.com/yfhycp6e

6 აგვისტო 2026
სრულად
ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩაზე და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედანები გაიხსნა

ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩაზე და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედანები გაიხსნა

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩასა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედნები გაიხსნა.

ორი ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 360 000 ლარამდე დაიხარჯა.

ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მოედნები სპორტული შეჯიბრებით გაიხსნა. მონაწილე გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

ახალი სტადიონი აშენდა ბარამიას ქუჩაზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჯის, თაბუკაშვილისა და ინგირის სტადიონებს. ამ ეტაპზე არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულსა და გორის ქუჩაზე. უახლოეს პერიოდში კი მესხიას ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილატაცია დაიწყება.

6 აგვისტო 2026
სრულად

დღის ამბები

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

25 აგვისტო

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

26 აგვისტო