stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

24 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდში გაზი გაითიშება

ზუგდიდის მერია | შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

პრემეირ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 131 ვაკანსია ცხადდება

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1676

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4336

დღის ამბები

2669

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

924

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ახალი ამბები

ახალი ამბები

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 14 წლი გავიდა I მეომართა კავშირის წევრებმა გმირთა მემორიალთან ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 14 წლი გავიდა I მეომართა კავშირის წევრებმა გმირთა მემორიალთან ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის მეომართა კავშირმა და მოტო გაერთიანებამ „Black Bells“ გმირთა მემორიალთან მსვლელობა გამართეს.

მსვლელობის მონაწილეებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის მძიმე დღეები, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.

14 აგვისტო 2026
სრულად
„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

ააიპ „ზუგდიდდასუფთავება“-ის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკაბონ:

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან.

ნარჩენების ღია წესით დაწვა აზიანებს გარემოს, აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

არსებობს ნარჩენების მართვის ალტერნატიული და ეკოლოგიურად უსაფრთხო გზა — კომპოსტირება. ხმელი ფოთლებისა და ბაღის ნარჩენების მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მარტივ მოწყობილობაში მოთავსების შედეგად, დროთა განმავლობაში მიიღება ნეშომპალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ბუნებრივ სასუქად.

„ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ ასევე განმარტავს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - მათ შორის ფოთლების, ბაღისა და პარკის ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების - ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, დაიცვან გარემოსდაცვითი მოთხოვნები და იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე” - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 აგვისტო 2026
სრულად
დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები
მოეწყო.

,,თითოეულ ახალგაზრდას ვულოცავ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდელებს!

ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო.

მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა ჩვენი ქვეყნის, ზუგდიდის და ზუგდიდელების კეთილდღეობას მოახმაროს. სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის
ახალი შესაძლებლობების შექმნას და უკეთეს მომავლს უზრუნველყოფს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული ყველა რეფორმა მომავალი თაობისთის უკეთესი პირობების შექმნას ემსაურება. ჩვენ კი, ჩვენი მმართველი გუნდის ინიციატივიდან და ზუგდიდელი ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემატურად ვახორციელებთ
სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებს, რადგან ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ყოველი დღე თქვენია და თქვენით იწყება. მე კი ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი განვითარების და განათლების გზაზე. ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი ზუგდიდისთვის!"-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან მიმართვისას.

სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სპორტკომპლექსის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.

13 აგვისტო 2026
სრულად
წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა.

​დღეს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გუგე ცანავას სახელობის პარკში საჯარო ლექცია გაიმართა.

​ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტმა და რეჟისორმა გოდერძი შარაშიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „წარსულის გაკვეთილები — წალენჯიხა ადამიანების ისტორიებით“.

შეხვედრამ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, სიღრმისეულად გაეაზრებინა მხარის ისტორია და ადგილობრივი პიროვნებების მნიშვნელოვანი როლი.

​შეკრებილ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მიულოცა.

ღონისძიების მიმდინარეობისას პატივი მიაგეს „მომავლის ბიჭის“, ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას.

​საჯარო ლექციას ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყებისა და სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს,მაცხოვრის ნიში თაიგულებით შეიმკო.

13 აგვისტო 2026
სრულად
ხობში ცოტნეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხობში ცოტნეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხობში ცოტნეობის დღესასწაულისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხობის მონასტერში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

ახალგაზრდებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.

საზეიმო საღამო ანსამბლ „შვიდკაცას“ და დიჯეის კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ცოტნეობის და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

13 აგვისტო 2026
სრულად
ფოთის მერი: „ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“

ფოთის მერი: „ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე კი პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და მათი ხსოვნის პატივსაცემად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.

დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

ოთარ კიკალეიშვილი

ლევან ტურავა

გოჩა კაცაძე

ზვიად ბარბაქაძე

შალვა გაბუნია

ზვიად ჩიჩუა

ზვიად დათუაშვილი

თემურ ფიჩხაია

ზურაბ ნანავა

გიორგი ღვინჯილია

გელა ჯიქია

თეიმურაზ ჭიტაძე

გვჯერა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ.

ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას" -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ

8 აგვისტო 2026
სრულად
ხობის მერმა დავით ბუკიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხობის მერმა დავით ბუკიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიმ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ქალაქ ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას ცხრა ხობელი ვაჟკაცის - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

8 აგვისტო 2026
სრულად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოები ქალაქ წალენჯიხაში თემურ ფიფიას, ეგნატე ფიფიას და ნაპო ხობელიას ქუჩებზე, ქალაქ ჯვარში კი აკაკი ჭანტურიას ქუჩაზე მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილეებთან, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

​აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას შეფერხებებს უქმნიდა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის სრული განახლება და სანიაღვრე არხების მოწყობა.

​ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.

​სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, რაც ოთხივე ქუჩის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უსაფრთხო, კომფორტული და გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

3 აგვისტო 2026
სრულად
ჩხოროწყუში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის  საქველმოქმედო სამედიცინო აქცია  ჩატარდა

ჩხოროწყუში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ჩხოროწყუს მერიის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა , ჩხოროწყუს კლინიკაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, 1და 2 აგვისტოს საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა ჯგუფის წევრებმა , რომელთა შორის იყვნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი,ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი),ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გაუწიეს სამედიცინო მომსახურება. ჩატარდა ასევე ლაბორატორიული კვლევები.

აქციის მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია მოადგილეებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, გენერალ-მაიორ კობა კობალაძესთან, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

3 აგვისტო 2026
სრულად
    მარტვილში აბედათის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია იგეგმება

მარტვილში აბედათის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები ძეგლის ავთენტურობისა და ისტორიული იერსახის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი ნაჭყებიასა და აბედათის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარ მღვდელმონაზონ სტეფანე არზიანთან ერთად, აბედათის ციხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრაზე რეაბილიტაციის პროექტის მომზადების ტექნიკური საკითხები განიხილეს.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე განხორციელდება ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთების - სამხრეთ-დასავლეთის გალავნის, ჩრდილო-დასავლეთის კოშკისა და მათ მიმდებარე არქიტექტურული ნაშთების კონსერვაცია-რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ქვის წყობის გამაგრებას, გამონგრეული მონაკვეთების აღდგენას, ბზარების ინექტირებას, საკონსერვაციო ფენის მოწყობას, ისტორიული მარნის კონსერვაციას, ქვევრების დაცვას, ცალკეული არქიტექტურული ელემენტების რესტავრაციასა და ძეგლის სრულ გაწმენდას მცენარეული საფარისგან.

აბედათის ციხე IV-VI საუკუნეებში აიგო, როდესაც ის ეგრისის სამეფოს დედაქალაქის თავდაცვითი სისტემის ნაწილი გახდა, თუმცა მის შიდა ციხეში ცხოვრების კვალი ძვ. წ. IV ს-დან დასტურდება. სამშენებლო ფენები და არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ციხე XVIII ს-დე ინარჩუნებდა თავის ფუნქციას. ციხე შედგება ორი გალავნის, მათში ჩართული კოშკების, მარნის, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებისა და ეზოში აგებული XI საუკუნის კარის ეკლესიისგან.

31 ივლისი 2026
სრულად
სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანაკლიისახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანაკლიისახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ანაკლიის ბანაკში ახალგაზრდებს სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცოტნე შუშანია შეხვდა, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, არჩევნების ორგანიზების ძირითადი პრინციპებისა და ქვეყანაში დანერგილი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა.

ცოტნე შუშანიამ ასევე ისაუბრა ამომრჩევლის უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე, არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დეზინფორმაცია იყო. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ახლავს, ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიას, რომელიც საზოგადოების სანდო და დროულ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელშიც სიღრმისეულადაა განხილული აქტუალური საარჩევნო საკითხები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.


31 ივლისი 2026
სრულად
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდულიბანაკის მონაწილეებთან

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდულიბანაკის მონაწილეებთან

ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2026 წლის საზაფხულობანაკების ფარგლებში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებიაქტიურად გრძელდება. მორიგი შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკისმონაწილეებთან გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესალომე როდონაიამ ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში ამომრჩევლისროლისა და უფლებების, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისმნიშვნელობისა და საარჩევნო საკითხებზე სანდო ინფორმაციის ფლობისაუცილებლობის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა მიიღესინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საარჩევნო ადმინისტრაციისინსტიტუციური მოწყობა და როგორ ხდება არჩევნების ორგანიზება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული საარჩევნოტექნოლოგიების უპირატესობების, მათი დანერგვის პროცესისა და ამმიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილი გამოცდილებისშესახებ.

სალომე როდონაიამ ახალგაზრდებს გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერგანხორციელებული ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლისფარგლებში 2024 წლის არჩევნებამდე 600 000-ზე მეტმა ამომრჩეველმაპრაქტიკაში თავად გამოცადა საარჩევნო ტექნოლოგიები.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღესინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით საარჩევნოადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეთავაზებული სერვისებისშესახებ.

სალომე როდონაიამ ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი„არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველსაქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ და სანდოინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიცახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხებიმიიღეს.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტიახალგაზრდა დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნოადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციოშეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გამართავენ.

28 ივლისი 2026
სრულად
ლევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე

ლევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.

„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

27 ივლისი 2026
სრულად
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვივნენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან.

მინისტრმა, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის 720 სკოლის მოსწავლე და 1 920 სტუდენტი იქნება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.

საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.

წელს განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შერჩეული ლიდერები საზაფხულო ბანაკებში საქმდებიან. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერია დასაქმებული.

23 ივლისი 2026
სრულად
ტრამპი კობახიძეს I მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

ტრამპი კობახიძეს I მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის სამადლობელო წერილი გაუგზავნა. წერილის ტექსტს საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დოკუმენტის გადაცემა დონალდ ტრამპის ოფისმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს სთხოვა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს.

სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

17 ივლისი 2026
სრულად
ვლაქერნობა ზუგდიდში 2026

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026

დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ წმინდა დიდმოწამე მარინეს, წმინდა მოწამე კვირიკეს, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა შიო III-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრნენ.

დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს კუთხეებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ესწრებიან.

15 ივლისი 2026
სრულად
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს, მათი მონაცემებით:

„უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება“ -აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

13 ივლისი 2026
სრულად
ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

მალთაყვის სანაპიროზე პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა.ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები.

შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაციის ორგანიზებით.

ფოთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავსი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და გააგრძელებს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც სპორტის განვითარებასა და ქალაქის პოპულარიზაციას ემსახურება.

12 ივლისი 2026
სრულად
ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს.

15 ივლისიდან ენგურჰესის ტურისტულ ზონას ოფიციალურად ახალი ატრაქცია- ზიპლაინი შეემატება, რომელიც შემეცნებით ტურებს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ექსტრემალურს გახდის.

​ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, შემეცნებითი ტურის ფარგლებში დღეს,წალენჯიხის,ჩხოროწყუს,ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები იღებდნენ მონაწილეობას.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კაშხლის სანახაობები და გაეცნენ ობიექტის საინჟინრო ისტორიას.

ტურის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ზიპლაინს,რომელიც ვიზიტორებმა პირადად გამოსცადეს და ენგურის ხეობის ხედები სხვა რაკურსიდან შეაფასეს.

​სათავგადასავლო ატრაქციონი თავისი პარამეტრებით გამორჩეულია: მისი სიმაღლე 320 მეტრს შეადგენს, ხოლო საერთო სიგრძე 600 მეტრია.

პროექტი მიზნად ისახავს ენგურის ხეობის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვასა და რეგიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.

​„ენგური-ატრაქცია“ სტუმრებს უკვე ელოდება და მზად არის უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ექსტრემის მოყვარულებს უმასპინძლოს.

12 ივლისი 2026
სრულად
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის შუალედური შედეგები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის შუალედური შედეგები განიხილეს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

პროექტის შემსრულებელი არქიტექტურული ბიუროს "ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალის"  წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და მომდევნო ეტაპისთვის მომზადებული ხედვა წარუდგინეს.

მესამე ეტაპზე გადასვლამდე მხარეებმა უკვე შესრულებული სამუშაოები, ძირითადი კონცეფციები და დაგეგმილი მიმართულებები განიხილეს. გენერალური გეგმის მიხედვით, განმუხურის სანაპირო ზოლი მრავალფუნქციურ, ოთხივე სეზონზე აქტიურ რეკრეაციულ სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. პროექტი ითვალისწინებს როგორც მშვიდი დასვენებისთვის განკუთვნილი მწვანე ზონების, ისე აქტიური დასვენებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დაგეგმილია დამატებითი გამწვანება, ჩოგბურთისა და პადელის მოედნები, ახალი ნავმისადგომის მოწყობა, ადმინისტრაციული შენობა,, ორანჟერეა, ამფითეატრი და სხვადასხვა კომერციული სივრცე.

განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამფითეატრის განვითარების კონცეფციას. არსებული კონსტრუქციის ნაწილზე შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე გაცემულია რეკონსტრუქციის რეკომენდაცია, რის შემდეგაც მომზადდება ამფითეატრის განვითარების ახალი არქიტექტურული გადაწყვეტა. პროექტი ასევე მოიცავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, ხის არქიტექტურული ელემენტების ინტეგრირებასა და ტერიტორიის დამატებით გამწვანებას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სანაპირო ზოლის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის სანაპიროს დაცვისა და მისი პერიოდული აღდგენის (კვების) ღონისძიებებზე, ასევე სპორტული კლასტერის კონცეფციაზე, რათა ტერიტორია ერთდროულად ემსახურებოდეს როგორც ყოველდღიურ სპორტულ აქტივობებს, ისე სხვადასხვა მასშტაბის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

9 ივლისი 2026
სრულად

დღის ამბები

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

23 აგვისტო

პოლიტიკა

პრემეირ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 131 ვაკანსია ცხადდება

პრემეირ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 131 ვაკანსია ცხადდება

20 აგვისტო