stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება

სენაკის მერი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. სხვა ამბები
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე.

5 მარტი 2026
სრულად
ვახტანგ გადელია: ევროპულ გზაზე ღირსებით სვლისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა

ვახტანგ გადელია: ევროპულ გზაზე ღირსებით სვლისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა

გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღებას სენაკოს მერი ვახტანგ გადელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და ახალ კანონს აფასებს:

,,დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სუვერენული საქართველოსთვის, ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის” შესახებ კანონი მიიღო.

დღეს – ,,ღვთაებრივი საუნჯის” – ენის, მამულის, სარწმუნოებისთვის, ჭეშმარიტად ევროპულ გზაზე ღირსებით სვლისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა.

რა თქმა უნდა, არა – რუსულ კანონს!
კი – გამჭვირვალობას და ევროპულ მომავალს! ღირსებით ევროპისკენ” – წერს გადელია.

14 მაისი 2024
სრულად
სენაკში ჟიული შარტავას ცხოვრების უკანასკნელი დღეებისთვის მიძღვნილი სპექტაკლით რუსთავის თეატრი წარდგა

სენაკში ჟიული შარტავას ცხოვრების უკანასკნელი დღეებისთვის მიძღვნილი სპექტაკლით რუსთავის თეატრი წარდგა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატული თეატრის დასი, სენაკელი მაყურებლის წინაშე, ნინო სადღობელაშვილის პიესის – ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგა.

სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ისტორიების საფუძველზეა აგებული.

სპექტაკლს აფხაზეთის ა/რ მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული გმირის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

7 მარტი 2024
სრულად
სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.

სტარლინკის ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

სტარლინკი ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა.

როგორ მუშაობს სტარლინკი იხილეთ ბმულზე.

1 ნოემბერი 2023
სრულად
ვინ მიიღებს გაორმაგებულ სტიპენდიას? – ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის

ვინ მიიღებს გაორმაგებულ სტიპენდიას? – ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის

ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი მინდა გამოვყოთ ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას. ეს არის განსხვავება. საუკეთესო 1000 სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ეს ადამიანები ბრუნდებიან, არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულება გვაქვს ადგილზე წარჩინებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონდე სტუდენტების დახმარება, მათი დაფასება და ერთგვარი წახალისება სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან გახდება თითოეულ სტუდენტზე 300 ლარი და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

11 სექტემბერი 2023
სრულად
იუნესკო სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებით გამოდის

იუნესკო სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებით გამოდის

სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს, რათა სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს და ბავშვები კიბერბულინგისგან იყვნენ დაცულები. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი იუწყება და ამბობს, რომ ამ მოთხოვნით იუნესკო გამოდის.

როგორც იუნესკოში აცხადებენ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოსწავლის მოსწრებას აუარესებს და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.

ანგარიშის თანხმად, სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებამ უნდა აჩვენოს, რომ ციფრული ტექნოლოგიები მთლიანობაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.

იუნესკოს გენერალური დირექტორის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლება ონლაინ სწავლებამ არ უნდა ჩაანაცვლოს.

27 ივლისი 2023
სრულად
აღმოაჩინე სამეგრელო, აღმოაჩინე სვანეთი – სამხარეო ადმინისტრაციის ახალი პროექტი

აღმოაჩინე სამეგრელო, აღმოაჩინე სვანეთი – სამხარეო ადმინისტრაციის ახალი პროექტი

#აღმოაჩინესამეგრელო, #აღმოაჩინესვანეთი ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც სამეგრელოსა და სვანეთის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას გულისხმობს. მომხმარებელს ტურისტული ობიექტის მაღალხარისხიანი ფოტო და ტექსტობრივი მასალით საშუალება ეძლევა მიიღოს ინფორმაცია და იმოგზაუროს საოცარ ადგილებში, რომელიც ნამდვილად იქნება ახალი თავგადასავლებით სავსე.

ამჯერად სამხარეო ადმინისტრაცია ინწრას ჩანჩქერის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს.

„ინწრას ჩანჩქერი მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინება მდინარე ინწრას კანიონში, ველური ბუნება კი  მისტიკურ გარემოს ქმნის.

იმოგზაურე ინწრას ხეობაში, სადაც ბუნება ხელუხლებელია, აქ დაგხვდებათ მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, მღვიმე და სიმწვანეში ჩაფლული კანიონი #აღმოაჩინე_სამეგრელო“ – წერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გვერდზე.

18 ივლისი 2023
სრულად
ხობში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

ხობში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა. ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამი დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

28 ივნისი 2023
სრულად
მარიკა თოდუა „სამზარეულოს ომებზე“: მონტაჟებში უნიჭირესები არიან და ნახეთ ის, რაც მათ აწყობდათ

მარიკა თოდუა „სამზარეულოს ომებზე“: მონტაჟებში უნიჭირესები არიან და ნახეთ ის, რაც მათ აწყობდათ

„სამზარეულოს ომების“ ფინალში სამეგრელოს გუნდის ლიკა როგავას და მარიკა თოდუას დამარცხებამ უარყოფითი კომენტარები მოყვა. ლიკას და მარიკას წაგებას მოქალაქეთა ნაწილი ჟიურის მიკერძოებულობით ხსნის და ამბობს, რომ რეალურად გამარჯვება ამ გუნდს უნდა მოეპოვებინა, რადგან პროექტის განმავლობაში ისინი ყველასგან გამორჩეულები იყვნენ.

ფინალურ გადაცემას თავად პროექტის მონაწილე მარიკა თოდუა სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„დასრულდა სამზარეულოს ომები, ემოციებით, ნერვიულობით, დიდი სიყვარულით სავსე დღეები. ყოველ წამს ვგრძნობდით ჩვენი გულშემატკივრების გვერდში დგომას და სიყვარულს. არ იყო მარტივი გზა, მაგრამ ეს გზა თქვენთან ერთად ღირსეულად გავიარეთ.

ადამიანი ადამიანისთვის არის მზე. ჩვენ კი დიდი უპირატესობით გავხდით ხალხის რჩეულები. ამაზე დიდი ბედნიერება და დაფასება კი მართლა არაფერია. მადლობა თქვენ ამ დიდი სიყვარულისთვის.

მიხარია, რომ გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, მადლობა კარგი და ცუდი გამოცდილებებისთვის.

მადლობა ირაკლი ასათიანს ❤️

გამარჯვებულებს ვულოცავ ❤️

პ.ს. ბევრ რამეზე კომენტარის გაკეთებას დღეს არ ვაპირებ, უბრალოდ, დღევანდელ ერთ ეპიზოდზე მინდა იცოდეთ, ფინალში მთავარი კერძის მომზადებისას, ღუმელი იყო ტექნიკურად გაუმართავი და მთელი რიგი პრობლემებისა ამან განაპირობა. დიახ, ის ყბადაღებული სალსა იმიტომ ვერ დავასრულეთ , რადგან ხორცი ტექნიკური გაუმართაობის გამო ღუმელში ვერ გამოცხვა და დამატებითი დრო მოითხოვა ქურაზე მუშაობამ. რა თქმა უნდა მონტაჟებში უნიჭირესები არიან და თქვენ ნახეთ ის, რაც მათ აწყობდათ.

ვა უჩათ გური, შოუა, უბრალოდ შოუ 😉

სამარგალო გვალო შხვა რე ❤️ “ – წერს მარიკა თოდუა.

შეგახსენებთ, რომ „სამზარეულოს ომები“ ტელეკომპანია ფორმულაზე ბოლო ათი კვირაა გადის, ამ ხნის განმავლობაში ეთერში 10 გადაცემა გავიდა სადაც უპირატესობით სამეგრელოს გუნდი გამოირჩეოდა.

21 ივნისი 2023
სრულად
შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე ბანაობა

შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე ბანაობა

უკრაინაში კახოვკის კაშლის აფეთქების შემდეგ, შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ უცხოური და ადგილობრივი მე­დია სულ უფრო ხში­რად წერს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესაში აკრძალულია ზღვაში ჩასვლა. კითხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რია საქართველოშიც – შავ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა უსაფრ­თხოა თუ არა – ამ თე­მა­ზე ექი­მი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

„შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა?

ოჯახით დაწყებული ფოლოვერებით დამთავრებული, ჩემთან ხშირად დასმულ შეკითხვებში ეს დგას პირველ ადგილზე ბოლო ხანებში.

ამ შეკითხვის მიზეზი:

სოცქსელებში იწერება, რომ  ზღვაზე წასვლა და წყალში ბანაობა არ შეიძლება, უკრაინაში მომხდარი ეკოციდის გამო-ო.

მე რაც მოვიძიე:

ვერანაირი ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება ვერ ვნახე, დაავადების კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროსი;

ვერანაირი სანდო წყარო რომელიც ადასტურებს საფრთხეს საქართველოში და რეკომენდაციას იძლევა ზღვაზე არწასვლაზე, ვერ ვნახე;

შავი ზღვის დინებები რაც ვნახე, ჩვენამდე ჩემი გაგებით რთულად უნდა მოაღწიოს, თუ მოაღწია საერთოდ.

მანამდე რუმინეთმა და ბულგარეთმა და მამენტ თურქეთმა უნდა გააუქმოს სეზონი ეგრე გამოდის;

უკრაინა კი არა, 2021 წელს ნოვოროსიისკში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა და არც გაგვიგია ისე ჩაიარა მაგ ამბავმა.

აქედან დასკვნა:

იმის თქმა, რომ საქართველოში წელს ზღვაზე წასვლა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება ზღვაში ბანაობა, უბრალოდ პანიკაა და არ შეესაბამება სიმართლეს.

თუმცა ვინაიდან მე არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი და უბრალოდ ჩემით გავაკეთე მოკლე “რისერჩი”, შესაძლოა რამე ვერ გავარკვიე სწორად და მეც მაინტერესებს რა ხდება (თუ ხდება რამე საერთოდ).ამიტომ  კომენტარები ღიაა და თუ სხვა რამე იცით, თხოვნა მექნება დამილინკეთ და დავააფდეითებ სტატუსს.‼️ოღონდ თუ რამეს დალინკავთ, კონკრეტულად საქართველოზე დალინკეთ,  სანდო, ოფიციალური წყაროს რეკომენდაცია და არა ვინმეს სუბიექტური მსჯელობა ან ზოგადად შავი ზღვის პრობლემის მიმოხილვა. უკრაინაში რო ეკოციდია და შავ ზღვაზე რო პრობლემაა გასაგებია. დიდია უბრალოდ შავი ზღვა ძალიან და ტერმინებში ნუ ავიჭრებით.მადლობა წინასწარ.” წერს ექიმი არჩილ მარშანია.

19 ივნისი 2023
სრულად
ვინ არის კაცი ვინც სამეგრელოში გიგანტური თევზი დაიჭირა?

ვინ არის კაცი ვინც სამეგრელოში გიგანტური თევზი დაიჭირა?

ვინ არის კაცი ვინც სამეგრელოში, კონკრეტულად კი მდინარე ტეხურზე გიგანტური თევზი დაიჭირა? – ეს კითხვა მეორე დღეა სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ისმევა. მამუკა ყურაშვილიმა გუშინ, 17 აპრილს, მდინარე ტეხურზე 70 კილოგრამიანი ლოქო დაიჭირა და ფოტო სოციალურ ქსელში დადო რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მამუკა ყურაშვილი, საქართველოს კარატის ფედერაციის პრეზიდენტია, ის ამავდროულად ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია.

18 აპრილი 2023
სრულად
ჩინეთში 500 წლის წინ დამარხული ქალის მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც კანი და თმა შენარჩუნებული აქვს

ჩინეთში 500 წლის წინ დამარხული ქალის მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც კანი და თმა შენარჩუნებული აქვს

აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯიანგსუს პროვინციაში, მშენებლებმა აღმოაჩინეს უძველესი სამარხი, სადაც არქეოლოგებმა ქალის მუმია აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ქალის ცხედარი  სულ მცირე 500 წლისაა.

მუმიფიცირებული ცხედარი  კარგად გაჟღენთილი იყო ცვილით, რომელსაც შუა საუკუნეების ჩინეთში იყენებდნენ ცვილის დასამარხად, ასევე აღმოაჩინეს ტანსაცმელი და თეთრეული. 500 წლის წინანდელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შესანიშნავად იყო შენახული. მუმიას ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა კანი, თმა, წარბები და წამწამები.

26 იანვარი 2023
სრულად
2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რა იქნება წლის ტენდენცია და მთავარი გამოწვევა?

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რა იქნება წლის ტენდენცია და მთავარი გამოწვევა?

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, 2023 წელს უნდა იყოთ პრაგმატული, ენერგიული და მებრძოლი: ნუ გეშინიათ, იუპიტერი თქვენს გვერდით იქნება, რათა იღბლითა და ოპტიმიზმით აგავსოთ. თუ ყურადღებით დაგეგმავთ ნებისმიერ საქმეს, მაშინ წელს წარმატების ძალიან კარგი შანსი გექნებათ. თუმცა თქვენი მთავარი გამოწვევა იქნება მოქმედებამდე ფიქრი. დიახ, ესაა უნარი, რომელიც თქვენი ძლიერი მხარე არ არის. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, 2023 წელს, ყოველდღიურად შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ წელს, ყველა გადაწყვეტილება, რაციონალურად უნდა მიიღოთ.

კურო

ძვირფასო კუროებო, თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ სამყაროს აღქმის გზა, მოირგოთ ახალი სათვალე და დაინახოთ სიმართლე, რომელზეც უარს ამბობდით. მეტად სავარაუდოა, რომ წელს, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაჩნდა. გამოიყენეთ ისინი მაქსიმალურად და დაივიწყეთ თქვენი სიჯიუტე. დიახ, თქვენი მთავარი გამოწვევა ჯიუტი ხასიათის დათმობაა. თანაც, მუდამ გახსოვდეთ, რომ იუპიტერი ბევრ საჩუქარს და ეკონომიკურ წარმატებას გპირდებათ! 

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ რთული ენერგიებიდან გამოდიხართ. ნელა, თუმცა გარანტირებულად. თქვენი გამოწვევა იქნება არ დაიკარგოთ ჩაკეტილ წრეში და დაუკმაყოფილებელ სურვილებში. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება, კიდევ უფრო გაძლიერებთ. თანაც, წელს სიყვარული გაიძულებს აღმოაჩინო საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილი.

კირჩხიბი

ძვირფასო კირჩხიბებო, ეს წელი ძალიან ხელსაყრელი ეტაპით დაიწყება. წლის პირველივე თვეებშივე, ბევრი პროფესიული და პირადი წარმატება გელოდებათ. ზამთრის სეზონზე საბოლოოდ გათავისუფლდით წინა წლების ნეგატივისგან და გაზაფხულის მოსვლისთანავე, სულიერ აყვავებას იგრძნობთ.  თქვენი გამოწვევა ყველაზე მარტივია – დაიჯერეთ, რომ ამ ბედნიერებას იმსახურებთ. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, მაისი-ივნისამდე, სიყვარულის ქალღმერთი გეგმავს, რომ რომანტიკის ქარ-ცეცხლში გაგატაროთ.

ლომი

ძვირფასო ლომებო, 2023 წელს, პასუხების ნაცვლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს შეკითხვებს. ეს არ იქნება ადვილი წელი, მაგრამ იუპიტერი მოგიტანთ ენერგიას და მონდომებას, რათა ნებისმიერ პრობლემას შეეჭიდოთ. თქვენი გამოწვევაა, რომ წელს მკაცრად აკონტროლოთ ხარჯები და ფული არ გაფლანგოთ. აპრილის თვეში, თქვენს ენერგიაში არსებული წინააღმდეგობა შერბილდება, თანაც, დიდი შანსია, რომ აპრილის თვეში, ახალ რომანტიკულ ინტერესს შეხვდებით.

ქალწული

ძვირფასო ქალწულებო, 2023 წელი მოგცემთ ბევრ შესაძლებლობას, რათა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და საბოლოოდ გაბედოთ. წელს თქვენ არავინ მოგცემთ გზამკვლევს, თუმცა თუ ჩვეულ სიმკაცრესა და სიბეჯითეს დაივიწყებთ, შეძლებთ, რომ ეს წელი, თქვენი ცხოვრების საუკეთესო წელი გახადოთ. დიახ, თქვენი გამოწვევა სწორედ ესაა. განსაკუთრებით კი გაზაფხულის თვეებში, თქვენ გექნებათ სურვილი, რომ გაბედოთ წარმოუდგენელი. ჩვენი რეკომენდაციაა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და წესების გარეშე თამაში დაიწყოთ.

სასწორი

ძვირფასო სასწორებო, ეს სამყაროს აღმოჩენის წელია – ვარსკვლავები გიხმობენ, რათა გახსნათ საკუთარი თავი სხვებისთვის და სამყაროსთვის. თქვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს სოციალური აქტივობები, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ საკუთარი თავი. თქვენი გამოწვევაც სწორედ ესაა, თუ ეცდებით, რომ ყველას მოეწონოთ, შესაძლოა, საკუთარი თავი დაკარგოთ.

მორიელი

ძვირფასო მორიელებო, თქვენზე უკეთ არავის ესმის, რომ ნამდვილი ტრანსფორმაცია არის ნელი, მაგრამ შეუქცევადი. 2023 წელს სამსახურში, პერსპექტივები იმდენად კარგია, რომ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ სამუშაოს ან ქალაქის შეცვლა. 2023 წელს თქვენი გამოწვევა იქნება არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. გამოიყენეთ თქვენი სტრატეგიული ინტუიცია გადაწყვეტილებების მისაღებად და წარმოიდგინეთ რა იმალება გორაკის მეორე მხარეს.

მშვილდოსანი

ძვირფასო მშვილდოსნებო, ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას, რადგან წელს  ბევრი რამ დაგჭირდებათ ადაპტაციისთვის, განსაკუთრებით სამსახურში. წლის მეორე ნახევარში ურთიერთობებიც, ისევე, როგორც თქვენი ცხოვრება, მთლიანად გარდაიქმნება. წლის მთავარი გამოწვევაა გახსოვდეთ, რომ ვინც ადაპტირდება, ის გადარჩება. გაითვალისწინეთ, რომ აპრილის თვიდან მნიშვნელოვნად დაიკლებს თქვენი ენერგია, თუმცა ზაფხულში, სასიყვარული ფრონტზე გაჩაღებული ცეცხლოვანი რომანის პარალელურად, თქვენი სასიცოცხლო ენერგია ზედა ზღვარს მიაღწევს.

თხისრქა

ძვირფასო თხის რქებო, დროა გაასაჯაროოთ თქვენი იდეები და პროექტები: 2023 წელს სამყარო მოგიწოდებთ, რომ კომფორტის დახურული ზონიდან გამოხვიდეთ. უჩვეულოა, მაგრამ წელს სიჯიუტე და მონდომება იქნება ის სიტყვები, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თქვენი გამოწვევაა იყოთ მზად სიახლეებისთვის დადაინახოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც სამყარო ლანგარზე დადებულს მოგართმევთ.

მერწყული

ძვირფასო მერწყულებო, წელს ცა გიბიძგებთ, რომ ფანტაზიის უნარი გამოაღვიძოთ. არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იდეების ნაკლებობა გაქვთ, თუმცა წელს ყველაზე გიჟურ იდეებსაც რეალობად გადააქცევთ. წლის მთავარი გამოწვევა შემდეგია: არ ჩაეფლოთ საკუთარი თავის სიღრმეში იმდენად, რომ ვერ შენიშნოთ გარშემო მყოფები. მთელი წლის განმავლობაში, გამძაფრებული იდეები ფონზე, ამის რისკი, საკმაოდ მაღალი იქნება.

თევზები

ძვირფასო თევზებო, თქვენ არ ხართ ადამიანი, რომელსაც ეშინია ქაოსის, განუსაზღვრელობის და უცნობი მიწის. უფრო მეტიც, 2023 წელს, თქვენ იქნებით ოსტატი, რომელმაც დანამდვილებით იცის, რომ ნებისმიერი დიდი საქმე, სწორედ ქაოსიდან იბადება. თქვენი გამოწვევაა, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ენერგიას, რადგან ამ წელს ხშირად მოგიწევთ გაჩერება და დაკარგული ძალების აღდგენა.  მთელი წლის განმავლობაში მოუსმინეთ თქვენს სხეულს, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა გჭირდებათ.  

24 იანვარი 2023
სრულად
შებოლილი მეგრული სულგუნი ყველის საუკეთესო ასეულში, 87-ე ადგილზე მოხვდა

შებოლილი მეგრული სულგუნი ყველის საუკეთესო ასეულში, 87-ე ადგილზე მოხვდა

გლობალურმა სამოგზაურო კატალოგის, Taste Atlas-ის ყველის საუკეთესო ასეულში, შებოლილი მეგრული სულგუნი 87-ე ადგილზე მოხვდა

23 იანვარი 2023
სრულად
ირაკლი შონია: იმედს ვიტოვებთ, რომ ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს ოთხი რაიონის დეპუტატი და ხალხის ნების გამომხატველი გახდება საქართველოს პარლამენტში!

ირაკლი შონია: იმედს ვიტოვებთ, რომ ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს ოთხი რაიონის დეპუტატი და ხალხის ნების გამომხატველი გახდება საქართველოს პარლამენტში!

  • საქართველოში სამეგრელოს კუთხემ უამრავი ქარტეხილი გამოიარა 90-იანი წლების შემდგომ,საომარი მოქმედებები,სოციალური გაჭირვება და უამრავი უსამართლობა…სამეგრელოში ენგურის ხიდთან იგრძნობა მთელი სიმძაფრე ოკუპაციის და რთულია ამ ვითარებაში რეგიონი არ იყოს იზოლაციაში….

ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორობის პერიოდში ყველანაირად შეეცადა ამ სირთულეების დაძლევას,რათა სამეგრელოში მეტი უცხოელი,მეტი ტურისტი ჩასულიყო,ემასპინძლა უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის…მინდა რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები ავღნიშნო: ფოთში ამერიკელი კონგრასმენების ადამ კოზინგერის და ალექსანდერ მუნიმის ვიზიტი.რომელთაც დაათვალიერეს ფოთის ახალი საპორტო ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი.

აშშ-ს მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (opic) 50 მილიონი დოლარის ინვესტიციით დააფინანსა პროექტი,რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება 60 000 ტონაზე მეტი გადამტანი გემების მიღება…მნიშვნელოვანი იყო უკრაინის,ხერსონის გუბერნატორის იური გუსევის ვიზიტი სამეგრელოში,რომელსაც ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერებინა ზუგდიდის დადიანების სასახლე,ბოტანიკური ბაღი,მხატვარ-კერამიკოსის რობერტ აბსანძის სახელოსნო,ფოთის პორტი.

შეხვედრაზე საუბარი იყო ტურიზმის და ბიზნესის განვითარებაზე სამეგრელოს რეგიონში…ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დესისლავა ივანოვას ვიზიტი,”ბულგარეთის განვითარების ფონდის” მხარდაჭერით მესტიაში მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა ცენტრის ადაპტირებული ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე ფოთის საზღვაო პროფესიული სასწავლებლის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს ბულგარეთში,ქალაქ ვარნაში არსებული უძველესი სასწავლებელი…სამეგრელოს სტუმრობდა ევრკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ჰოკან რიპი.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია.იაპონელი ექსპერტები დაინტერესდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.ზუგდიდში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში,რომელიც გაეცნო აფხაზეთის და მოსაზღვრე სოფლებში არსებულ სიტუაციას, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პროექტებს,რომლის მიხედვით სარგებლობენ აფხაზეთში მყოფი მაცხოვრებლებიც.ელჩმა ინტერესი გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე…

სამეგრელოში იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი ტერი დეგნანი.მოინახულა ენგურის ჰიდრო-ელექტრო სადგური,მესტია,უშგული,დააგემოვნებინეს მეგრული სამზარეულო…ალექსანდრე მოწერელია მასპინძლობდა საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს,რომელიც სტუმრობდა მარტვილის საკათედრო ტაძარს და სალხინოში დადიანების საზაფხულო რეზიდენციას.ვიზიტი ეხებოდა ურთიერთ თანამშრომლობას ეკონომიკის,სოფლის მეურნეობის,განათლების და კულტურის სფეროებში…ელჩმა აღნიშნა:

,,მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ, ეს არის სტუმართმოყვარე სამეგრელოში ჩემი ვიზიტის ბოლო დღე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, მრავალი მიზეზის გამო. განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა – ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება, ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხები და ამ სფეროებში თანამშრომლობა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ძლიერი ისტორიის საფუძველზე, ჩვენ ავაშენებთ ძალიან ძლიერ მომავალს. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცანით სხვადასხვა ადგილებს, მადლობას გამოვხატავ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ გაწეული მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ელჩმა დიეგო კოლასმა.

საქართველო და მათ შორის სამეგრელოს რეგიონი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია…ამჯერად ალექსანდრე მოწერელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან და იმედს ვიტოვებთ სამეგრელოს ოთხი რაიონის აბაშის,მარტვილის,ჩხოროწყუს,წალენჯიხის დეპუტატი და ხალხის ნების გამომხატველი გახდება საქართველოს პარლამენტში!

20 სექტემბერი 2020
სრულად
ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელია თანამდებობიდან გადადგა და სულ მალე საარჩევნო მარათონს გახსნილად გამოაცხადებს

ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელია თანამდებობიდან გადადგა და სულ მალე საარჩევნო მარათონს გახსნილად გამოაცხადებს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია თანამდებობიდან გადადგა და სულ მალე საარჩევნო მარათონს გახსნილად გამოაცხადებს მარტვილის,აბაშის ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატობისთვის! მინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთო მისი გუბერნატორობის დროს რა გაკეთდა,რომელი პროექტები განხორციელდა და გაკეთდება მომავალში…მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ფოთში, ბათუმის საზღვაო ფილიალის შექმნა,რომელშიც ათასზე მეტ სტუდენტი მიიღებს საზღვაო სფეროში განათლებას და სპეციალობას.

ფოთში ასევე მიმდინარეობს ისტორიული შენობის რეაბილიტაცია,რომელიც ადრე უშიშროების სამსახურს ეკავა და ახლა განახლებულ შენობაში განთავსდება მხატვართა სკოლა!  ამჟამად ალექსანდრე მოწერელია აღდგენას ცდილობს მალთაყვის (სამუშაოები დაწყებულია)… მანამდე მოხდა ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია…ზუგდიდში მისი გუბერნატორობის დროს დასრულდა ნიკო დადიანის სასახლის სრული რეაბილიტაცია და მთლიანად აღდგენილ იქნა ისტორიული ბოტანიკური ბაღი…ინტენსიურად მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრში თეატრის ახალი შენობის მშენებლობა…სენაკში დასასრულს უახლოვდება დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია,ასევე მიმდინარეობს ნოქალაქევის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციაც…

განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი,ალექსანდრე მოწერელიამ გააწევრიანა მსოფლიო საზღვაო რეგიონების პერიფერიულ კავშირში სრულუფლებიან წევრად…მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის საქმიანობაში,კარდა-კარის პრინციპით დადიოდა ყველა რაიონში და ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტავდა როგორ აღმოეფხვრათ ფაროსანა,ორი ათასამდე შესაწამლი აპარატი გადაეცათ ფერმერებს,თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გაწევრიანდა 25 000 ადამიანი,წელს რეგიონი ელოდება 55 000 ტონა საუკეთესო ხარისხის თხილს! სახელმწიფო პროგრამებით “აწარმოე საქართველოში” მრავალ კერძო მეწარმეს მოუმართა ხელი,ხუთი მსხვილი საწარმო დაფინანსდა, “დანერგე მომავლის” პროგრამით 1711 ბენეფიციარმა ისარგებლა აგროდაზღვევით.

შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდა 492 პროექტი.მესტიაში,ფოთსა და აბაშაში გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოები.რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ასზე მეტ სკოლის შენობას. საბოლოო ჯამში სამი ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო და რეაბილიტირებული იქნა 362 კმ გზა, აშენდა 12 ახალი ხიდი და 9 ხიდი რეაბილიტირებული იქნა,ცალკე აღნიშვნის ღირსია წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები,სამელიორაციო სამუშაოები ზუგდიდში,ფოთში,ანაკლიაში,ჯვარში, აბაშასა და მესტიაში.

სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 38 პროექტი.აშენდა გადაუდებელი დახმარების რვა ცენტრი.გაიხსნა რუხის საავადმყოფო,სადაც პანდემიის პირობებში სასურსათო დახმარება გაეწია ოც ათასზე მეტ ოჯახს.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები 14 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსეს. ზუგდიდში სოციალურად დაუცველ 26 ოჯახს ახალი სახლი აუშენდა.ასევე ახალი სახლები აუშენდათ 360 დევნილ ოჯახს. ზუგდიდში გაიხსნა რეგიონალური სახანძრო-სამაშველო სამსახურის სრულიად ახალი შენობა.

აბაშასა და ხობში აშენდა საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრები. გაზიფიცირება მიმდინარეობს წალენჯიხის და ჩხოროწყუს 70 სოფელში…ელექტროენერგია სრულად მიეწოდა სვანეთში ჰაშკილსა და ხალდეს.რეაბილიტაცია უტარდება მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკებსა და მაჩუბებს…განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირათათვის 15 ადაპტირებული ახალი ავტობუსები ზუგდიდსა და ფოთში. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და ეზოების კეთილმოწყობა,გარე განათება.

ფოთსა და რუხში შენდება საფეხბურთო აკადემიის ბაზები.ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი კოლხეთის ეროვნულ პარკში და ჭურიაში.ასევე ტობავარჩხილის ტბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა.მოხდა კურორტ ლებარდეს განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება.ზუგდიდში მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული ცენტრის საპროექტო სამუშაოები…

დასრულდა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის რესტავრაცია…
ეს ყველაფერი სრული ჩამონათვალი არ არის რაც ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში და რისი თვითმხილველიც მე თვითონ არა ერთ გზის ვყოფილვარ…

ცალკე თემაა ალექსანდრეს მიერ პირადი ხარჯებით გაწეული დახმარებები და მისი ქველმოქმედება,რომელზე საუბარს თავად თავს არიდებს,მაგრამ მოსახლეობისთვის ყველაფერი შესამჩნევია…დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავ პროექტებს განახორციელებს ალექსანდრე მოწერელია უკვე დეპუტატობის პერიოდში,ამიტომაც არჩევნებშიც გამარჯვებას ვუსურვებ! 

  • ირაკლი შონია – ჟურნალისტი
1 აგვისტო 2020
სრულად
ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა, რომლის ბრენდითაც მსოფლიო ვარსკვლავები იმოსებიან

ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა, რომლის ბრენდითაც მსოფლიო ვარსკვლავები იმოსებიან

  • ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა. მის მიერ შექმნილი ტანისამოსით უკვე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები და მომღერლები იმოსებიან. როგორც ერთ-ერთი უცხოური გამოცემა წერს, ნინოს უკვე აქვს ბრენდი სახელწოდებით “ნინა ზარქუა”. ცნობილი დიზაინერი, ასევე ცნობილი ფექხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა.

გამოცემა წერს, რომ ნინა ზარქუას მიერ შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბით რედენიმე დღის წინ პოპ ვარსკვლავი კეთი პერი წარსდგა საღამოზე სახელწოდებით Dear Class of 2020.

ნინა ზარქუას დიზაინით შექმნილი კაბა პოპ მომღერლის ლედი გაგა-ს გარდერობშიც მოიპოვება.

“მე ვთვლი, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა ერთიდა იგივე გემოვნება. სწორედ ამ ნიშნით ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი სახეები ჩემს ბრენდს”-ამბობს ნინა ზარქუა და იქვე დასძენს, რომ ევროპასა და ამერიკაში ქართველი დიზაინერები განსაკუთრებით მოსწონთ და ეს ისევ ქართველების დამსახურებაა.

“მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ პოპ ვარსკვლავები ხშირად ირჩევენ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ტანსაცმელს, ითამაშა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ს დამფუძნებელმა სოფია ჭყონიამ.

19 ივნისი 2020
სრულად
უმამობა როგორც “კომპრომატი”

უმამობა როგორც “კომპრომატი”

 როცა გულით მინდა რამეზე განსაკუთრებულად ვკონცენტრირდე, სწორედ მაშინ არ გამომდის. ზედმეტი მონდომების ბრალია. ზედმეტი არაფერი ვარგა. ალბათ, მონდომებაზეც ასეა... როცა მეზობლის ქალი ჩამოივლის, ფეხის წვერებზე დადგება და ღობიდან მოინდომებს ჩემი თაროების შეთვალიერებას, თხრილში თავით ეშვება. მერე უკანმოუხედავად გარბის ჭისკენ - სოფლის ხის სკამზე ჩამოსაჯდომად და სალაპარაკოდ, ამბების მარაგი არ აქვს.  

თვალცრემლიანი, ცხოვრების თაროებზე შემოლაგებულ ისტორიებს ამოალაგებს. სოფლის სკოლაში კარგი ოჯახის შვილს რომ უყვარდა და უმამობის მიზეზით დაიწუნა. სადედამთილოს უთქვამს – მზითევს ვინღა გამოატანსო… მერე სხვისი ცხოვრებით მაძღარი მეორე მეზობელი ჩამოივლის, ჩამოვლამდე დღის მარაგს შეივსებს, გაბღენძილი გაუყვება შარაგზას და სარჩოს სხვებსაც გაუნაწილებს.

ის და სხვები დასხდებიან და კარგად მოილხენენ. სალაპარაკო ოხრად აქვთ: მეზობელი ქალი კაცმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნა რომ ობოლი იყო, ქალი თხრილში თავით იმიტომ ჩაეშვა, რომ მეზობლის თაროების შეთვალიერება ღობიდან მოინდომა… სანამ ღრეობა დასასრულს მიაუახლოვდება, მეზობელი ქალი მათთან მიდის, წარსულის შეცდომებს გულუხვად მიუყრის და ბოლომდე დააპურებს. მერე სწრაფი ნაბიჯებით ლოთებს განერიდება და სხეულში ჯინივით გამომწყვდეულ სულს გამოსაშვებად მინდორს მიუშვერს. როცა ბაგების ცრემლებით დამშვიდებას შეეცდება – ურემზე შემომჯდარი ბერიკაცი ოცნებებს გადმოაწვდის.

ტირის და ყველაფერს განიცდის. გრძნობს და ყველაფერი სტკივა. უმამობის განცდა ეძალება… ამ თავბრუდმახვევ რეალობაში მეთხუთმეტე წელი გადის, რაც მამა არ დამიძახია და ჩემი დამტვერილი თაროების შეთვალიერების სურვილით გამსჭვალული მეზობლის ტკივილს ვითავისებ.

სტერეოტიპი: უმამობა- როგორც კომპრომატი ახლაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, მაგრამ მე მისგან განსხვავებით ჩემს ჯინს საცობს მოვარგებ და თაროზე შემოვდებ იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი დროებითია. და ვიდრე მამაჩემს ჩემი ოცნებების რეალიზების სწამს, ფერების მიხედვით დავაწყობ და ერთ დილას სათითაოდ დავულაგებ იმ მეურმე მეზობელს, ამჯერად უკვე ახდენილს. მასაც დალევის მიზეზი მიეცემა და ჩემი ჯინიც თვითონ დაამსხვრევს შუშის ვაკუუმს…

  • პაპუნა შუშანია
8 ივნისი 2020
სრულად
ინფექციონისტი: “შავი პირბადე” უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს

ინფექციონისტი: “შავი პირბადე” უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს

ინფექციონისტი მაია ჯანაშია პირბადეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს:

“მრავალჯერადი ვითომ “დამცავი პირბადე” იმ პრობლემას ვერ მოაგვარებს რაზეც ასე ვღელავთ. ის ალბათ უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს.

იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში , შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ები. (სახის ნიღბები)

მოკლედ მინდა გამოვეხმაურო შეკითხვას: გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან?

მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე “ჩაიგდო ხელში” ეს არის აბსურდი.

დღეს იმდენჯერ წავაწყდი ამ პირბადის ხელით “აწევ -ჩაწევ-მორგებას” და ინფექციის ტალღის მიმოქცევას მთელ სახეზე, სჯობდა სულ არ ჰქონოდა და კიდევ უარესი, ასეთი ცუნამიანი ხელის მეორე პირთან კონტაქტს. ამის შემხედვარე მსოფლიოს პირველ ეპიდემილოგსაც კი სტენოკარდიულო შეტევა დაემართებოდა.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ – FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან – იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.

ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება – ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს.

გაცილებით ეფექტური გზაა: სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით კრიზისშია. გთხოვთ მეტი ყურადღება, მეტი პასუხისმგებლობა”- წერს მაია ჯანაშია.

27 მარტი 2020
სრულად
დავით მირცხულავა: ისევ სამეგრელოს აფეთქება გინდათ…, მტრები ხართ საქართველოსი

დავით მირცხულავა: ისევ სამეგრელოს აფეთქება გინდათ…, მტრები ხართ საქართველოსი

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს, როცა ჩვენ ქვეყანას რეალურად ომი აქვს ისეთ მტერთან,რომელმაც დააჩოქა იტალია,ბრიტანეთი,ესპანეთი, საფრანგეთი …   და ამას აკეთებ სამეგრელოში ,ზუგდიდში ვინა ხარ თუ არა მოღალატე ყორღანაშვილი ან უარესი,  მეგზურად მოუძღვები მტერს.

ქვეყანა მართლა ისე უნდა მოგექცეთ ამის მომწყობ  მოღალატე ორგანიზატორებს,როგორც საომარ  სიტუაციას შეეფერება. კითხეთ გენიალურ, ზუგდიდელთათვის შინაურს,  ექიმ ბატონ  თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც მთელი საქართველო იმედით შეჰყურებს, რამხელა ნაღმი შეგნებულად შეიტანეთ ზუგდიდში, ისევ სამეგრელოს  აფეთქება გინდათ…, მტრები ხართ საქართველოსი”.

27 მარტი 2020
სრულად

დღის ამბები

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

27 ივნისი

პოლიტიკა

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

18 ივნისი