ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
139
ამბები სამეგრელოდან
1676
ამბები სვანეთიდან
103
არჩევნები
355
ახალი ამბები
4336
დღის ამბები
2669
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
133
ვიდეო ამბები
93
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
328
მთელი კვირა
1
მსოფლიო
134
პოლიტიკა
924
რეკლამა
697
საზოგადოება
229
სამართალი
185
სპორტი
240
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
35
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამი ქალის ცხედარი იპოვეს. Სამივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილი დები საპენსიო ასაკში იყვნენ.
გარდაცვლილების ცᲮედრები მეზობლემა ნახეს. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. Რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი საკვებით ინტოქსიკაცია გახდა.
ოჯახის ახლობლებთან ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა ნახეს.
გარდაცვლილი დების ცხედრებს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოკარ გაზი ზუგდიდში აბონენტებს გაზმომარაგების გათიშვის შესახებ აფრთხილებს:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 აგვისტოს, დილის 06:00 საათიდან დაგეგმილია გაზის შეწყვეტა.
გაზის მიწოდების აღდგენა 26 აგვისტოს 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 27 აგვისტოს 20:00 საათამდე.
გთხოვთ, გაზის დანადგარების და ონკანები იქონიოთ ჩაკეტილ მდგომარეობაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 131 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება: სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი - 1 ვაკანსია; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - 1 ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური - 1 ვაკანსია.
აბაშა
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი აბაშის მუნიციპალიტეტში 16 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის და ურბანული განვითარების განყოფილება - 1 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება - 1; შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 1; ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა განყოფილება - 1; ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის განყოფილება - 1; ეკონომიკის სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების განყოფილება - 1; მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება - 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა საქმეების განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ასევე,
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო: აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილებება - 3 ვაკანსია.
მარტვილი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 12 ვაკანსია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია: ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილება - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 2; ზედამხედველობის სამსახური - 1; კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება -1; საკრებულოს აპარატის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება -1.
სენაკი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი სენაკის მუნიციპალიტეტში 13 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 11 ვაკანსია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 - საკრებულოშია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური - 1; ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური - 1; ზედამხედველობის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი: სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში - 1; სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში - 1.
ფოთი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 25 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 22 ვაკანსია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია: ადმინისტრაციული სამსახური - 5 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის სამსახური - 4; კულტურისა და სპორტის სამსახური - 3; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1; მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახური - 3; საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური -1; სსიპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური - 4;
ქალაქ ფოთის საკრებულო: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებება - 3.
ხობი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ხობის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაშია, ხოლო 2 - საკრებულოში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3; მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური - 1; მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური - 2; მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 3; მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1; მერიის ზედამხედველობის სამსახური - 1
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება -1
ზუგდიდი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 18 ვაკანსია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; ეკონომიკის სამსახური - 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 2; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 2; შესყიდვების სამსახური - 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საქმის წარმოების საკითხთა განყოფილება -1 ვაკანსია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება-1.
ჩხოროწყუ
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 10 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 8 ვაკანსია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია - საკრებულოში.
ჩხოროწყუს მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური - 2; მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო: საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება -1.
წალენჯიხა
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი წალენჯიხის მუნიციპალიტეტეტში 9 პოზიციაზე გამოცხადდა, რომელთაგან 7 ვაკანსია წალენჯიხის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1;
მუნიციპალიტეტის საკრებულო: ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება-2.
მესტია
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ვაკანსიაზე გამოცხადდება, რომელთაგან 4 ვაკანსია მერიაში, ხოლო 1 საკრებულოში.
მესტიის მერია: ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური - 2; სოციალური დაცვის სამსახური - 2;
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი - 1.

ააიპ „ზუგდიდდასუფთავება“-ის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკაბონ:
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან.
ნარჩენების ღია წესით დაწვა აზიანებს გარემოს, აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
არსებობს ნარჩენების მართვის ალტერნატიული და ეკოლოგიურად უსაფრთხო გზა — კომპოსტირება. ხმელი ფოთლებისა და ბაღის ნარჩენების მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მარტივ მოწყობილობაში მოთავსების შედეგად, დროთა განმავლობაში მიიღება ნეშომპალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ბუნებრივ სასუქად.
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ ასევე განმარტავს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - მათ შორის ფოთლების, ბაღისა და პარკის ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების - ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, დაიცვან გარემოსდაცვითი მოთხოვნები და იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე” - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები
მოეწყო.
,,თითოეულ ახალგაზრდას ვულოცავ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდელებს!
ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო.
მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა ჩვენი ქვეყნის, ზუგდიდის და ზუგდიდელების კეთილდღეობას მოახმაროს. სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის
ახალი შესაძლებლობების შექმნას და უკეთეს მომავლს უზრუნველყოფს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული ყველა რეფორმა მომავალი თაობისთის უკეთესი პირობების შექმნას ემსაურება. ჩვენ კი, ჩვენი მმართველი გუნდის ინიციატივიდან და ზუგდიდელი ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემატურად ვახორციელებთ
სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებს, რადგან ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ყოველი დღე თქვენია და თქვენით იწყება. მე კი ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი განვითარების და განათლების გზაზე. ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი ზუგდიდისთვის!"-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან მიმართვისას.
სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სპორტკომპლექსის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა.
დღეს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გუგე ცანავას სახელობის პარკში საჯარო ლექცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტმა და რეჟისორმა გოდერძი შარაშიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „წარსულის გაკვეთილები — წალენჯიხა ადამიანების ისტორიებით“.
შეხვედრამ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, სიღრმისეულად გაეაზრებინა მხარის ისტორია და ადგილობრივი პიროვნებების მნიშვნელოვანი როლი.
შეკრებილ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მიულოცა.
ღონისძიების მიმდინარეობისას პატივი მიაგეს „მომავლის ბიჭის“, ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას.
საჯარო ლექციას ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყებისა და სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს,მაცხოვრის ნიში თაიგულებით შეიმკო.

ხობში ცოტნეობის დღესასწაულისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ხობის მონასტერში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.
ახალგაზრდებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.
საზეიმო საღამო ანსამბლ „შვიდკაცას“ და დიჯეის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ცოტნეობის და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს.
როგორც სეს-ში აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.
სეს-ში განმარტავენ, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კურორტ სქურში მაშველებმა მდინარეში გაუჩინარებული მამამკაცი ციცხალი იპოვეს.
44 წლის ირაკლი მაქაცარია ადიდებულ მდინარე წისქვილარაში დედა-შვილის გადასარჩენად ჩავიდა. ორივე მათგანის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა შეძლო თავად კი მდინარემ გაიტაცა.
როგორც ადგილზე ყვებიან, ირაკლი მაქაცარიამ მდინარიდან გამოსვლა მოახერხა თუმცა გზა აებნა და მაშველებმა ის მდინარის მეორე მხარეს რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრველებს:
,,18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფით, მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ადგილზე უკანონო კონტროლის გაძლიერებას, სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას, რაც სხვა მიზნებთან ერთად, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის მზარდი კავშირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული. გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.
საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებით, ახორციელებს ერთიან ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით და განუხრელად წარმართავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპულ და თანმიმდევრულ პოლიტიკის, რაც ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმართული ძალისხმევის კვალდაკვალ, მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობას, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, ისევე როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნას.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფასებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში” - წერია განცხადებაში.

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე კი პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და მათი ხსოვნის პატივსაცემად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.
ოთარ კიკალეიშვილი
ლევან ტურავა
გოჩა კაცაძე
ზვიად ბარბაქაძე
შალვა გაბუნია
ზვიად ჩიჩუა
ზვიად დათუაშვილი
თემურ ფიჩხაია
ზურაბ ნანავა
გიორგი ღვინჯილია
გელა ჯიქია
თეიმურაზ ჭიტაძე
გვჯერა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ.
ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები, თავდადება და გმირობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას" -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიმ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ქალაქ ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას ცხრა ხობელი ვაჟკაცის - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, ომში დაღუპული კაპრალის ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. სამშობლოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ზუგდიდიდან ოთხი კაპრალი ემსხვერპლა - ბადრი ბერანძე, დავით ჯიქია, სერგეი გოროზია და კობა სერგია.
ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მათი ხსოვნის პატივისცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა როგორც ერთმანეთის, ისე მომავალი თაობების წინაშე”-აღნიშნა მერმა.

აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„აფხაზეთის მეომართა კავშირი კატეგორიულად გმობს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო რუსულ მხარეს ტყვეების მიმართ „დისციპლინა“ ჰქონდა და მათ მიერ აყვანილ ტყვეებს ცვლიდნენ.
ეს განცხადება პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს მათ პატივსა და ღირსებას და ვერაგულად და მიზანმიმართულად ამახინჯებს სინამდვილეს! ასეთი შეფასება ჩვენთვის არამხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებნით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს მებრძოლთა კოლექტიური დადანაშაულება მტკიცებულებების გარეშე ვერანაირად ვერ აღიქმება ისტორიულ ფაქტად! მოვუწოდებთ ბარამიძეს, დაასახელოს მისი განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, რაც უკვე შესაბამისი სტრუქტურების მოკვლევის საგნად უნდა იქცეს!
განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში რუსეთის სამხედრო ძალების დისციპლინისა და ტყვეებისადმი „ჰუმანური“ დამოკიდებულების დადებით მაგალითად წარმოჩენა.
ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც განვითარდა აფხაზეთის კონფლიქტი და რომლის უმძიმესი შედეგებიც საქართველოსთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.
ისტორიული სიმართლის დადგენა ვერ მოხდება საქართველოს დამცველების კოლექტიური დადანაშაულებით და რუსეთის სამხდრო როლის მორალურად გამართლების გზით.
აფხაზეთის ომის ისტორია არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული!
აფხაზეთის მეომართა
კავშირის თავმჯდომარე
ანზორ მარგიანი
აფხაზეთის მეომართა კავშირის
მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე
ლევან ქეცბაია“ - წერია გავრცელბულ განცხადებაში.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩასა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედნები გაიხსნა.
ორი ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 360 000 ლარამდე დაიხარჯა.
ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
მოედნები სპორტული შეჯიბრებით გაიხსნა. მონაწილე გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.
ახალი სტადიონი აშენდა ბარამიას ქუჩაზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჯის, თაბუკაშვილისა და ინგირის სტადიონებს. ამ ეტაპზე არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულსა და გორის ქუჩაზე. უახლოეს პერიოდში კი მესხიას ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილატაცია დაიწყება.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ, ლანა ლატარიას ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილს პანაშვიდი გადაუხადა. შესაბამის ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ავრცელებს:
,,ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის” - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრს და თითოეულ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.
„21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი. საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას.
მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის, - განაცხადა პრემიერმა.

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს, რა დროსაც ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს.
„პირველი ფაზა ჩვენი გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, რისთვისაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უშგულის მონატრიდან სასულიერო პირების მიმართ განხორციელებული მუქარის გამო განცხადებას ავრცელებს:
„ყველასთვის ცნობილია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გამო, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია საჭიროდ მიიჩნევს განმარტების გაკეთებას.
უშგული საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული კუთხეა, რომელსაც წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.
ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიის ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პირიქით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ, მეუფის განსაკუთრებული ძალისხმევით, გაიხსნა მანამდე მრავალი დაკეტილი ტაძარი, აღდგა რეგულარული საღვთო წირვა-ლოცვა და დაიწყო სულიერი ცხოვრების აღორძინება მთელი ეპარქიის მასშტაბით. ყველა ეს ტაძარი, მათ შორის უშგულის ლამარიაც, გახსნილია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის.
რაც შეეხება მონაზვნების მონასტრიდან წამოსვლას, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას.
სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს „თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა“, ასევე, რომ „მონაზვნები აქაურობას ბილწავენ“, „ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს“, და რომ „უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ“.- ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს.
ეკლესია არავის ებრძვის. ჩვენი მოწოდება ყოველთვის იყო და არის მშვიდობა, ლოცვა, სიყვარული და ადამიანების სულიერი მსახურება. თუმცა, სახარებისეული სწავლების შესაბამისად:
„რომელსა ქალაქსა ანუ სოფელსა შეხვიდეთ და არა შეგიწყნარონ თქვენ, არცა ისმინონ სიტყვანი თქვენნი, გამოსლვასა თქვენსა მიერ სახლით ანუ ქალაქით მით, მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ დაიბერტყეთ.“
(მათე 10:14)
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაბარდათ. შესაბამისად, ტაძარი არავისთვის არის ჩაკეტილი და არც ვინმეს ეზღუდება მასში შესვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან ტაძრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთანავე, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში გაიმართა მოსახლეობის შეკრება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები.
უშგულის ლამარიის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ეს აუცილებელია, რათა ნათლად და გამჭვირვალედ დადასტურდეს მოსახლეობის საერთო პოზიცია და საკითხი გადაწყდეს მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის დაცვით.
ჩვენი სურვილია, შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება, გაიფანტოს მცდარი ინფორმაცია და თითოეულმა ადამიანმა სიმართლე მშვიდობიანად და მიუკერძოებლად შეაფასოს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყოველი კეთილი ნების ადამიანი, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, უშგულის ლამარიის მადლით, გვიმრავლოს ყველას მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ერთობა.
დაგლოცოთ უფალმა!“ ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.