stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდელმა მარიამ კარტოზიამ ეროვნულ გამოცდებზე საუკეთრსო შედეგები მოიპოვა | უმაღლესი შეფასება ქართულსა და ინგლისურში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

დავით კოდუა კონკურსში გამარკვებულ თანამშრომლებს: კეთილსინდისიერება და მოქალაქეების მსახურება იქნება ის ძირითადი პრინციპი, რითაც მერიის თითოეული თანამშრომელი იხელმძღვანელებს

რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში I დაავადებათა კონტროლის მიმართვა

ჩხოროწყუში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

138

ამბები სამეგრელოდან

1652

ამბები სვანეთიდან

101

არჩევნები

355

ახალი ამბები

4328

დღის ამბები

2648

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

132

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

325

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

921

რეკლამა

697

საზოგადოება

221

სამართალი

184

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ვიდეო ამბები
ბოჭოროშვილი ნაურუს საკითხზე I ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო

ბოჭოროშვილი ნაურუს საკითხზე I ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო

ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

„როდესაც ნაურუმ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იყო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო და უკან ყოფილიყო წაღებული.

მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე: ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა


29 ივლისი 2026
სრულად
ანაკლიაში სეზონის გახსნის ღონისზძიებაზე დუეტმა „ჯორჯიამ“ და ლინდა ადამიამ იმღერეს

ანაკლიაში სეზონის გახსნის ღონისზძიებაზე დუეტმა „ჯორჯიამ“ და ლინდა ადამიამ იმღერეს

ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები დუეტ ,,ჯორჯიას”, ლინდა ადამიას და ჯგუფ 1/4-ის კონცერტით დასრულდა.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ზღვისპირა კურორტმა ორდღიან ღონისძიებებს უმასპინძლა. მოეწყო საფესტივალო სივრცე, ჩატარდა სპორტული და გასართობი აქტივობები.

ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და DMO სამეგრელოს ორგანიზებით გაიმართა.

ანაკლია წელს სხვადასხვა ფესტივალებს უმასპინძლებს.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში საზღაო სეზონი გაიხსნა


6 ივლისი 2026
სრულად
ანაკლიაში საზღაო სეზონი გაიხსნა

ანაკლიაში საზღაო სეზონი გაიხსნა

ანაკლიაში საზღაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სეზონის გახსნის ღონისძიების პირველი დღე ჯგუფ ,,ურსას” სოლო კონცერტით და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდა.

ადგილზე მოწყობილი იყო საფესტივალო ქალაქი. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა ტურნირები.

ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ეაწრებოდნენ.

საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისიძებები ანაკლიაში დღესაც გრძელდება, საღამოს კი დუეტ ,,ჯორჯიას” და ლინდა ადამიას კონცერტი დახურავს.

ღონისძიებები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და DMO სამეგრელოს ორგანიზებით გაიმართა.

ანაკლია წელს სხვადასხვა ფესტივალებს უმასპინძლებს.

5 ივლისი 2026
სრულად
სოც ქსელში გაავრცელეს ფიცრული რეალურად კი ოჯახი ჩვენ მიერ აშენებულ კაპიტალურ სახლში ცხოვრობს I ზუგდიდის სოციალური დაცვის განყოფილება

სოც ქსელში გაავრცელეს ფიცრული რეალურად კი ოჯახი ჩვენ მიერ აშენებულ კაპიტალურ სახლში ცხოვრობს I ზუგდიდის სოციალური დაცვის განყოფილება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებულ იმ ვიდეოს ეხმიანება, რომელიც ჭითაწყარში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოზარდს და მის ოჯახს ეხება.

მერიის განმარტებით, გავრცელებული კადრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

დღეს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ნაზი როგავას ოჯახში პირადად იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც stv-თან განაცხადეს, რომ ვიდეოში ნაჩვენებია არა საცხოვრებელი სახლი, არამედ ფარდული და რეალურად მოზარდი მშობლებთან და ბებიასთან ერთად იმავე ეზოში არსებულ კაპიტალურ სახლში ცხოვრობს, რომელიც ოჯახს ზუგდიდის მერიამ აუშენა:


„ვიდეოში ნაჩვენებია ფიცრული ნაგებობა და არაფერია ნათქვამი იქვე მდგომ კეთილმოწყობილ სახლზე, რომელიც როგავების ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აუშენა“ -ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა მუნიციპალურ სოციალურ პროგრამაში, სახლის მშენებლობამდე კი ოჯახი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობდა.

როგავების ოჯახი უფასო სასადილოს მომსახურებითაც ისარგებლებს.


12 ივნისი 2026
სრულად
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

დღეის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სახელმწიფო რწმუნებული და მინისტრის მოადგილე, ზუგდიდის მერ დავით კოდუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაფანძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ, პროექტი დასრულების ეტაპზეა და ახალი გზა 1,6 კილომეტრზე ეწყობა. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჩხოუშიაზე, სადაც საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. ხიდის სიგრძე 51 მეტრს შეადგენს და მისი ჯამური ღირებულება 1,3 მილიონ ლარზე მეტია. ადრე არსებული ხიდი ავარიული იყო და უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე კეთილმოწყობილი გზა აქამდე არ არსებობდა და მოქალაქეები გრუნტის გზით სარგებლობდნენ.

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი, მარტვილის მერ გიორგი ნაჭყებიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან ერთად, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მეორე გურძემის გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. გზის სიგრძე 3065 მეტრია და მისი ღირებულება 1,3 მილიონ ლარამდეა. სოფელში აქამდე არსებული გზა ავარიული იყო და ასფალტირებული საფარი არასდროს ყოფილა.

11 ივნისი 2026
სრულად
პოლიციამ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო I ვიდეო ადგილიდან

პოლიციამ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო I ვიდეო ადგილიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4 ივნისი 2026
სრულად
ზუგდიდელი სპორტსმენები ​Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ზუგდიდელი სპორტსმენები ​Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ზუგდიდელი სპორტსმენები ზურიკო დარასელია და გურიკა ტორუა ​Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონატს წყალტუბომ უმასპინძლა 19 წლის ზურიკო დარასელია 90 კგ. კატეგორიაში, ხოლო 16 წლის გურიკა ტორუა 105 კგ კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ.

ზუგდიდელი ​Strongman-ების მწვრთნელი სპორტსმენი ამირ სურმავაა​. ამირი Georgian Strongman & Highland Games National Federation-ის წევრია, ის ამავე ფედერაციის ზუგდიდის კაპიტანი და საქართველოს მრავალგზის პრიზორია.

ამირ სურმავამ STV.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ზუგდიდის გუნდი სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატბში მონაწილეობას აქტიურად გეგმავს.


ამავე თემაზე:

ჩემიონატიდან ხუთივე სპორტსმენი ზუგდიდში საპრიზო კატეგორიით დაბრუნდა | STRONGMAN-ების ჩემპიონატის შედეგები


13 მაისი 2026
სრულად
ილია თოფურია ტრამთან მიღებაზე I ქართველი სპორტსმენი თეთრი სახლის წინ დიდ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს

ილია თოფურია ტრამთან მიღებაზე I ქართველი სპორტსმენი თეთრი სახლის წინ დიდ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ტრამპის განცხადებით:  ჩვენ დიდ ბრძოლას ვმართავთ. ეს აღარასდროს განმეორდება და არც აქამდე მომხდარა. ეს თეთრი სახლის წინ მოხდება.

ილია თოფურიას აშშ-ის პრეზიდენტა მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის მიიღოს მონაწილეობა მასშტაბურ ღონისძიებაში:

„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.

6 მაისი 2026
სრულად
ეკონომიკის სამინისტრო: სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო

ეკონომიკის სამინისტრო: სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია გაეცნენ.

ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება-მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.

ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

6 მაისი 2026
სრულად
ბექა ვაჭარაძემ წყალსათხილამურო სპორში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატის ფოთში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ბექა ვაჭარაძემ წყალსათხილამურო სპორში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატის ფოთში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ფოთი მიმდინარე წლის 24-26 ივლისს უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას, წყალსათხილამურო სპორტში ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან. 

ვეროპის ჩემპიონატი 1991 წელს პირველად, სწორედ ქალაქ ფოთში ჩატარდა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. როგორ ემზადება ფოთი აღნიშნული ჩემპიონატის ჩასატარებლად, ამ და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვან თემებზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ისაუბრა.

29 აპრილი 2026
სრულად
ფოთში 18 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება, ხოლო 9 ქუჩის მოწყობაზე ტენდერია გამოცხადებული

ფოთში 18 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება, ხოლო 9 ქუჩის მოწყობაზე ტენდერია გამოცხადებული

ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ინტენსიური სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს

ჯამში, გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩაზე ხორციელდება, ხოლო 9 ქუჩის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. პროექტის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა, ეწყობა ახალი სანიაღვრე და გარე განათების სისტემები. მიმდინარე სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

მერიაში აცხადებენ, რომ ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

22 აპრილი 2026
სრულად
ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ხელისუფლების წარმომადგენლება გვირგვინით შეამკეს

ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ხელისუფლების წარმომადგენლება გვირგვინით შეამკეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუა, ზუგდიდის დელეგატმა ედიშერ თოლორაიამ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

,,დღეს შესრულდა 37 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, რაც საქართველოს ისტორიაში იქცა როგორც ეროვნული ტრაგედიის, ასევე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულმა ადამიანებმა გამოავლინეს უმაღლესი სამოქალაქო სიმამაცე და თავგანწირვა, რითაც სამაგალითო კვალი დატოვეს თითოეული ქართველის ცნობიერებაში.

მათი თავდადება არა მხოლოდ გლოვის, არამედ ეროვნული ერთიანობისა და თავისუფლების იდეის განმტკიცების საფუძველი გახდა. სწორედ ამ სულისკვეთებამ და საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციამ მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი გამოიღო ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიდგინა.

ქედს ვიხრი იმ ადამიანთა ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად განამტკიცეს თავისუფლების იდეა და გზა გაუხსნეს ქვეყნის დამოუკიდებელ მომავალს”-აღნიშნა დავით კოდუამ.

9 აპრილი 2026
სრულად
ასოციაცია „დეა“ პროექტს: მწვანე კორიდორები და ფრინველების ჰაბიტატების დაცვა კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონებში ახორციელებს

ასოციაცია „დეა“ პროექტს: მწვანე კორიდორები და ფრინველების ჰაბიტატების დაცვა კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონებში ახორციელებს

გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“ სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭეირით ახორციელებს პროექტს: „მწვანე კორიდორები და ფრინველების ჰაბიტატების დაცვა კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონებში“.


პროექტის მიზანია ბიომრავალფეროვნებისა და გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატების დაცვა კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.


პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად დაცვასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

9 აპრილი 2026
სრულად
პრემიერის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად ანაკლიის პორტის პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა

პრემიერის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად ანაკლიის პორტის პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„შევეხები ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის თემას, როგორც მოგეხსენებათ, როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების  სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპტიმიზაციის შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა:

„ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც შედეგადაც პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა.  პროექტის ღირებულება შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით და შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, სახელმწიფო ბიუჯეტს სასარგებლოდ 52,5 მილიონი დოლარის დაზოგვისთვის.

8 აპრილი 2026
სრულად
რეგიონის მასშტაბით სასაფლაოების, მიმდებარე ტერიტორიების და მისასვლელი გზები  მოწესრიგება მიმდინარეობს

რეგიონის მასშტაბით სასაფლაოების, მიმდებარე ტერიტორიების და მისასვლელი გზები მოწესრიგება მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში სასაფლაოები, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები და მისასვლელი გზები წესრიგდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგდება სასაფლაოები და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები.

3 აპრილი 2026
სრულად
მიყვარხარ საქართველო - ზუგდიდში დიდ ეკრანზე პატრიარქის ფოტო გამოჩნდა [ვიდეო]

მიყვარხარ საქართველო - ზუგდიდში დიდ ეკრანზე პატრიარქის ფოტო გამოჩნდა [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, ზუგდიდში ქალაქის დიდ ეკრანებზე ილია მეორის ფოტო წარწერით - მიყვარხარ საქართველო - გამოჩნდა. ფოტოები ასევე გამოჩნდა თბილისაა და ბათუმში.

23 მარტი 2026
სრულად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი პატივის მისაგებად, მოქალაქეები მარტვილიდან გაემგზავრნენ [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი პატივის მისაგებად, მოქალაქეები მარტვილიდან გაემგზავრნენ [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი პატივის მისაგებად, მოქალაქეები მარტვილიდან დღეს დილით გაემგზავრნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსები მსურველებს თბილისის მიმართულებით უფასოდ ემსახურებიან. მგზავრები უფასოდ გადაჰყავს „საქართველოს რკინიგზაც”.

21 მარტი 2026
სრულად
პატარა მოცეკვავეები ზუგდიდან პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ

პატარა მოცეკვავეები ზუგდიდან პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ

ზუგდდიში მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლ იმედის პატრაა მოცეკვავეების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმუნდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ.


21 მარტი 2026
სრულად
აბაშაში დიდ ეკრანებზე ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის

აბაშაში დიდ ეკრანებზე ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის

საქართველოს პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, აბაშაში დიდ ეკრანებზე, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

21 მარტი 2026
სრულად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა [ვიდეო]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა.


21 მარტი 2026
სრულად

დღის ამბები

ზუგდიდელმა მარიამ კარტოზიამ ეროვნულ გამოცდებზე საუკეთრსო შედეგები მოიპოვა | უმაღლესი შეფასება ქართულსა და ინგლისურში

ზუგდიდელმა მარიამ კარტოზიამ ეროვნულ გამოცდებზე საუკეთრსო შედეგები მოიპოვა | უმაღლესი შეფასება ქართულსა და ინგლისურში

3 აგვისტო

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია

მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია

29 ივლისი