ბოჭოროშვილი ნაურუს საკითხზე I ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო
ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„როდესაც ნაურუმ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იყო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო და უკან ყოფილიყო წაღებული.
მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავე თემაზე: ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა






