ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
135
ამბები სამეგრელოდან
1632
ამბები სვანეთიდან
98
არჩევნები
355
ახალი ამბები
4320
დღის ამბები
2626
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
127
ვიდეო ამბები
92
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
323
მთელი კვირა
1
მსოფლიო
132
პოლიტიკა
917
რეკლამა
697
საზოგადოება
217
სამართალი
182
სპორტი
239
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
35
ყვითელი ამბები
11
წარმატების ისტორია
9
ჯანდაცვა
2

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პარტიები საკრებულოს პირველ სხდომას გამართავენ. საკრებულოს სხდომები სამეგრელო-ზემო სვანეთი მუნიციპალიტეტებში დღეს 11:00 საათზეა დაგეგმილი. საკრებულოს სხდომებს უხუცესი წევრი წარუძღვება, შეიქმნება დროებითი ხმის დამთვლელი კომისია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისების თავმჯდომარეების და ფრაქციის თავმჯდომარეების არჩევას უზრუნველყოფენ.

ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების მერობის“ კანდიდატმა დათო კოდუამ გაიმარჯვა, მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა. დათო კოდუამ საერთო ხმების 88,83 პროცენტი აიღო, რაც 29 745 ხმაა, მისმა კონკურენტმა „ლელო ძლიერი საქართველოდან“ გიორგი თოდუამ 9,68% აიღო, რაც 3244 ხმაა, ხოლო მესამე კანდიდატმა რამაზ ჩაჩიბაიამ პარტია საქართველოდან 1,48 პროცენტი მიიღო, რაც 496 ხმაა.
ქართული ოცნების კანდიდატებმა ასევე დიდი უპირატესობით მოიგეს საკრებულოს მაჟორიტარული ოლქები, სულ ზუგდიდში 35 მაჟორიტარული ოლქია.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს 2 ათასამდე ხმით მეტი აიღო, თუ შარშან მმართველმა პარტიამ 27 780 ხმა აიღო, ხოლო ხელს 29 745 ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების მერობის“ კანდიდატმა დათო კოდუამ გაიმარჯვა, მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა. დათო კოდუამ საერთო ხმების 88,83 პროცენტი აიღო, რაც 29 745 ხმაა, მისმა კონკურენტმა „ლელო ძლიერი საქართველოდან“ გიორგი თოდუამ 9,68% აიღო, რაც 3244 ხმაა, ხოლო მესამე კანდიდატმა რამაზ ჩაჩიბაიამ პარტია საქართველოდან 1,48 პროცენტი მიიღო, რაც 496 ხმაა.
ქართული ოცნების კანდიდატებმა ასევე დიდი უპირატესობით მოიგეს საკრებულოს მაჟორიტარული ოლქები, სულ ზუგდიდში 35 მაჟორიტარული ოლქია.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს 2 ათასამდე ხმით მეტი აიღო, თუ შარშან მმართველმა პარტიამ 27 780 ხმა აიღო, ხოლო ხელს 29 745 ადამიანმა დაუჭირა მხარი. გაზრდილ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ეხმაურებიან. ახლად არჩეული მერი დათო კოდუა მედიასთან აცხადებს, რომ:
„მადლობა ჩემს ზუგდიდელებს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა – მე ჩემს გუნდთან ერთად ამ ნდობას საქმით გავამართლებ. „ქართული ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური გუნდია, რომელსაც მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. ჩვენი რეიტინგი ყოველწლიურად მზარდია და ამას ციფრები მოწმობენ თუ შარშან ზუგდიდში მხარი დაგვიჭირა 27780 ადამიანმა, წელს ეს მხარდაჭერა 29 745-მდე გაიზარდა. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანებს, მადლობა პარტიის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა ჩვენს საარჩევნო შტაბს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას გაწეული მუშაობისთვის“ – აცხადებს ზუგდიდის არჩეული მერი დათო კოდუა.

არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” იმარჯვებს. ცესკოს ინფორმაციით (10:15 საათის მონაცემებით), მმართველმა პარტიამ 81,785% მიიღო.
3 061 უბნიდან დათვლილია 2 899 უბნის მონაცემები (უბნების 95%). არჩევნებზე, ჯამში, 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა.
ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.

მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს.
„ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილი II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი დათო კოდუა, საარჩევნო კამპანიას აჯამებს. მერობის კანდიდიატი ამომრჩეველს მიმართავს და მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს. კოდუას განცხადებით კამპანიის პერიოდში, ბოლო თვენახევრის განმავლობაში 140-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა გაიმართა და 20 ათასამდე მოქალაქეს შეხვდა.
„ჩემო ზუგდიდელებო, საარჩევნო კამპანია დავასრულეთ, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში 140-მდე სხვადსახვა სახის შეხვედრა გავმართეთ. ბოლო თვენახევრის განმავლობაში შევხვდით 20 ათასამდე მოქალქეს. თქვენთან გამართულ შეხვედრებზე დასახელებული საჭიორებების მოგვარება იქნება ჩვენი მუშაობის მთვარი პრიორიტეტი, მე მოვდივარ კონკრეტული გეგმით – უკეთესი ზუგდიდისთვის.
ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მთავარი იქნება თქვენთან მუდმივი თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მუშაობა.
ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს: ინფარსტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებეში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა – ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ზუგდიდის გავხდით ქალაქს, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მასშტაბური ღონისძიებეითა და ტურისტული მიზიდულობის ახალი და განახლებული ცენტრებით.
ჩვენ გავზრდით ახალგაზრდების მონაწილეობას მუნიციპალურ პროცესებში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოგვცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლათს, ახალ სამუშაო ადგილებს – რაც ახალი განვითარების გარანტი იქნება.
ზუგდიდს განსაკუთრებული, ისტორიული როლი აქვს – ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით, ამ გზას ერთად გავივლით!
ჩვენ ვიქნებით გამჭირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან. ამ გზაზე მთავარი ხართ თქვენ და თქვენი მხარდაჭერა მომცემს მანდატს ერთად დაუღალავად ვიშრომოთ ჩვენი ქალაქისთვის!
მჯერა არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის, გპირდებით, თქვენს ნდობას საქმით გავამართლებ.
მშვიდობა საქართველოს მეტი განვითარება ზუგდიდს!“ – ნათქვამია ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის დათო კოდუას მიმართვაში.

4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
წერილში, რომელიც ივანიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წლის აღსანიშნავად გაავრცელა, აღნიშნულია, რომ დღეს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი გუშინდელ დღედ აქციოს და მეტი განვითარების, კეთილდღეობის, ქვეყნის გამთლიანებისთვის იბრძოლოს.
„ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ. ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!
და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე -ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს შეხვდა.
,,დღეს ჩემს უფროს მეგობრებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს შევხვდი. ჩემთვის მათთან შეხვედრა და საუბარი ყოველთვის ამაღელვებელია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლების იდეას ბოლომდე ემსახურნენ და დღესაც ღირსეულად ემსახურებიან. მადლობა თითოეულს, კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში, როდესაც პირველი პრეზიდენტის მომხრეები იდევნებოდნენ, ეს ადამიანები ჩემს სახლში იკრიბებოდნენ და სამოქმედო გეგმას სახავდნენ” – განაცხადა დათო კოდუამ.
დათო კოდუამ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრზე ისაუბრა, რომელიც პირველი პრეზიდენტის უკვდავსაყოფად, საქართველოს ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის თაოსნობით აშენდა.
,,ზუგდიდში, საქართველოს ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის თაოსნობით ავაშენეთ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი, რომელიც ნამდვილად არის პირველი პრეზიდენტის სახელის უკვდავსაყოფად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ზუგდიდის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში გვაქვს ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი, დარჩელსა და ჯიხაშკარში მოვაწყვეთ პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერები.
ჩვენი მიზანია, ის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის ჩირაღდანი, რაც ზვიად გამსახურდიამ დაანთო არასოდეს ჩაქრეს.
კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ამ ადამიანებს დიდ სიყვარულსა და პატივისცემას” – აღნიშნა დათო კოდუამ.

ცნობილი ჩხოროწყუელი ანზორ გოგუა სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუს აქვეყნებს და ჩხოროწყუს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ოდიშარ ლაგვილავას ეხმიანება:
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წამოაყენა ოდიშარ ლაგვილავამ.
საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი პიროვნების რეალურ თვისებებზე, ხასიათსა და „საგმირო“ საქმეებზე მოვუყვე ჩხოროწყუელ ამომრჩევლებს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ასევე, მერობის კანდიდატზე, ჯუმბერ იზორიაზე დადო რაღაც ვიდეომიმართვა და წერილები. ჯუმბერ იზორიას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება და არც ვაპირებ, მე არც ოცნების ფანი ვარ და არც ჯუმბერ იზორიასი, მაგრამ წუმპეში ყურებამდე ჩაფლული კაცი სხვაში ლაქას რომ ეძებს და საუბრობს, ძალიან დიდი უსამართლობაა. ამიტომაც მივმართავ ოდიშარ ლაგვილავას:
შენ რა სინდისით უნდა საუბრობდე და ამბობდე სხვაზე კორუმპირებულს, როცა შენ თვითონ ხარ წამღლეტი, მატყუარა და თაღლითი. ბარემ ისიც აუხსენი საზოგადოებას, როგორ მიითვისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ჯეონათის“ წევრების მიერ შექმნილი ქონება და გაიხადე პირად საკუთრებად. შენ ძალიან კარგად იცი, რა წვლილი მიგვიძღვის მე და ჩემს მეუღლეს კოოპერატივის შექმნაში, ფიზიკური და გონებრივი შრომით,როგორც თხილის ქარხნის, ასევე, პურსაცხობისა და თონეს მოწყობაში. ისიც კარგად იცი, თუ ვისი სახსრებით გაკეთდა ეს ყველაფერი. ჩემი პირადი ფიზიკური შრომისა და ხელფასის სახით მისაღები თანხა, 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარი დღემდე არ მაქვს მიღებული შენგან, უკვე 10 წელია, ხოლო კოოპერატივის წევრები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კოოპერატივის შექმნაში, ყველა გაყარე და არც ერთი არ არის დასაქმებული.
ამრიგად, კოოპერატივი „ჯეონათი“ ფიქტიურია და არის შენი პირადი საკუთრება მაშინ, როცა, კოოპერატივის ქონება მისი წევრების საკუთრება უნდა ყოფილიყო და არა შენი. შენ რომ საუბრობ ჯუმბერ იზორიას კორუმპირებულობაზე, ზემოთაც ვთქვი, ის არც ნათესავია ჩემი და არც სიყრმის მეგობარი, შენ კი ახლობელი, მეზობელი და ამავე დროს ნათესავიც (ჩემი მეუღლე და შენ და-ძმის შვილიშვილები ხართ), მაგრამ შენ არც მეზობელი იცი, არც მეგობარი და არც ნათესავი. რაც არ უნდა იყოს, სიმართლე უნდა ითქვას, რადგან ამომრჩევლები რომ არ მოატყუო.
საერთოდ ხმას როგორ იღებ ჯუმბერ იზორიაზე, კაცზე, რომელმაც შეიძინა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო, გაწმინდა, გაასუფთავა და იქ განათავსა შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეისათვის ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათია. გარდა ამისა, დღეს იქ უამრავი ხალხია დასაქმებული, რამდენ გაჭირვებულს დაეხმარა და ეხმარება დღესაც. მას საზოგადოებისათვის უამრავი სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული. მარტო „კოჩანას“ ძეგლი რად ღირს, მაგრამ შენ ამის მნიშვნელობა არც გესმის…
იქნებ ერთი რამე მაინც დაასახელო, რა გაგიკეთებია, ან კიდევ, რა გამოცდილება გაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის, ან ხელმძღვანელობის? ან ვის დაეხმარე, რომელ გაჭირვებულს მოუმართე ხელი? პირიქით, ვინც გვერდში გედგა და შენთან მუშაობდა, ყველა გააქციე ინტრიგებით, ნამუშევარი წაართვი, მაქინაციებითა და თაღლითობით მოიხვეჭე, რაც გაბადია. ეს ყველა ნაფიჩხოვოელმა იცის, მაგრამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, ვინ აპირებს მერობას.
მე და ჩემმა ოჯახმა არ ვიკადრეთ სასამართლოსთვის მიგვემართა კოოპერატივის საქმიანობის შესახებ იმ მოტივით, რომ შვილებისთვის ვინმეს არ წამოეყვედრებინა, თქვენი მშობლები მომჩივანები არიანო. შენ კი, ყველაფერს კადრულობ ფულის მოხვეჭის მიზნით. წესით უნდა გახსოვდეს, ჩვენ შორის დადებული შეთანხმება, თუ როგორ უნდა წარმართულიყო კოოპერატივის საქმიანობა, რომელზეც ხელი გაქვს მოწერილი, თუ არ გახსოვს, საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებ!“ – წერს ანზორ გოგუა.
![„ქართული ოცნების“ ზუგდიდის პროპორციული სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერიაა [სიის თხუთმეტეული]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F09%2FELA-Logical-Fallacies-Educational-Presentation-in-Beige-and-Brown-Grid-and-Illustrative-Style-3-960x428.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ზუგდიდის მოქმედი მერი მამუკა წოწერიაა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა სიის პირველ 15 წევრს აქვეყნებს:
2. ნათია ხუფაცარია
3. ოთარ ქადარია
4. თემურ უბერი
5. გიორგი კორტავა
6. ბეჟან შანავა
7. კონსტანტინე კაკავა
8. ირაკლი გოგოხია
9. თამუნა ჯიქია
10. მაიზერ ნანავა
11. ირუზა კაკავა
12. ნატალია შეროზია
13. თამრიკო ანთია
14. ეკატერინე კიფაია
15. ზაალ შამუგია

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებრასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას.
„გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ – არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, ხოლო ორი პარტია – „ლელო“ და „საქართველოსთვის“ – არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება.
როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.
ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს.
სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში – კოლექტიური ნაცმოძრაობა იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია და ხალხის ნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების” სენაკის მერობის კანდიდატი ახლად რეაბილიტირებულ სამშობიარო სახლს ესტუმრა, კლინიკა დაათვალიერა და სამომავლო გეგმები სამედიცინო პერსონალთან ერთად განიხილა.
„სამშობიარო სახლში რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა კლინიკის თანამშრომლებს, ჩვენ შევძელით და ჩვენს სენაკელ სამედიცინო პერსონალს შევუქმენით ღირსეული სამუშაო გარემო. აღნიშნული პროექტით ქალაქს შევუნარჩუნეთ ტრადიციებისა და ისტორიის მქონე სამშობიარო სახლი.
გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ყოველდღე შრომობდა იმისთვის, რომ სენაკს მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა. თითოეული დაწყებული და დასრულებული პროექტი არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, ამავე ძალისხმევით და დაუღალავი შრომით ჩვენ შევძლებთ სენაკი ვაქციოთ კიდევ უფრო განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტად”,- განაცხადა ვახტანგ გადელიამ.
ვაზტან გადელიას განმარტებით უმოკლეს პერიოდში დაგეგმილია კლინიკის აპარატურით სრულად აღჭურვა, რათა მოსახლეობამ სრული სამედიცინო მომსახურების მიღება შეძლოს.

ზუგდიდში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი თოდუა იქნება.
გიორგი თოდუა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა, ის 2014 წლის თვიმმართველობის არჩევნებზე საკრებულოში „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით შევიდა. გიორგი თოდუა წლების განმავლობაში ზუგდიდში „რესპუბლიკური პარტიას“ ხელმძღვანელობდა.
გიორგი თოდუა ბოლო პერიოდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ის პოლიტიკაში გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დროს დაბრუნდა და „ლელოს“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ექიმი ცოტნე შონია იქნება. ის 2021 წლამდე წალენჯხიის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.
„ნდობა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ, ჩემი მთავარი ძალაა – ეს კი მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა არაა. თქვენთან ვარ არა როგორც სიის პირველი ნომერი, არამედ როგორც მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო და თითოეული კეთილისმსურველი.
ჯერ კიდევ 2006 წლიდან, იმ პერიოდში, როცა უმრავლესობას ჩუმად საუბრისაც კი ეშინოდა, მე და ჩვენი ოჯახი არაერთგზის გავხდით სამიზნე, გარიყულები და დამცირებულები სრულიად უსამართლოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენს გულში სიძულვილი, ბოღმა და ზიზღი არ გაღვივებულა.
სწორედ ამ გამოცდილებამ მოგვცა ენერგია, რომ 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად, შეგვეცვალა არსებული რეჟიმი და დაგვეწყო რეალური ცვლილებების გზა – არა რევანშით , არამედ მშვიდობიანად ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპისთვის.
მადლობა „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის პრივილეგია კი არა, ვალდებულებაა – ვემსახურო საზოგადოებას გახსნილად, პატიოსნად და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით.
განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ყოველგვარი ვალდებულებისა და ინტერესის გარეშე, მხოლოდ გულით და რწმენით დამიდგნენ გვერდით. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია და ძალაა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.
ჩემს გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოსა და ადამიანებს, ვისთანაც წლების წინ მქონდა ერთად მუშაობის პატივი როგორც პარტიულ, ასევე აღმასრულებელ პოზიციებზე. იქ მიღებული გამოცდილება და ურთიერთობები დღესაც ფასეული საყრდენია ჩემთვის.
სწორედ ეს ურთიერთობები და კიდევ მრავალი სხვა ქმნის ნდობის საფუძველს, რომელიც დღეს ჩემს გვერდით დგას და ამ საზოგადოებას პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.
2021 წლის არჩევნები იყო გაკვეთილი – არც ჩვენ „დავმარცხდით“ და ვერც თქვენ „გაიმარჯვეთ“ ისე როგორც წარმოგედგინათ. ნამდვილი გამარჯვება მოდის მაშინ, როცა გუნდში არის ერთიანობა, პატივისცემა და შრომა – და არა სხვისი წარმატების გამო წუხილი, დაპირისპირება და მანიპულაცია. ხალხი ყველაფერს ხედავს.
კონსტრუქციული, ჯანსაღი ხედვის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და მათი განსხვავებული აზრი არის ის რესურსი, რომელიც დემოკრატიულ პროცესს ავსებს და ხელს უწყობს გადაწყვეტილებების უფრო დაბალანსებულად მიღებას.
ევროპული გზის ქართული ხაზი იწყება არა გეოგრაფიულად , არამედ ჩვენს ურთიერთობებში – როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვატარებთ პასუხისმგებლობას და როგორ ვმუშაობთ ჩვენი მომავლისთვის.
“ლიდერობა არ არის ძალაუფლება ან პოპულარობა – ეს არის საზოგადოების ტვირთის ტარება ჩუმი ღირსებით.”(დევიდ.ბ.გ)
წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატს – ბატონ გუბა საჯაიას, ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებს და თითოეულ თანამებრძოლს. ერთად დავამტკიცოთ, რომ სიყვარული, ერთიანობა და ღირსება არის გამარჯვების გზა. გომორძგუა საქორთუოს ! აწორნაფილ გომორძგუა წენდიხას“ – წერს ცოტნე შონია.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ გადაცემა ,,იმედი ლაივის“ ეთერში ტურისტული მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ტურიზმის განვითარების კუთხით, ანაკლია-განმუხურში გამოცხადებულია საპროექტო ტენდერი, რომელიც მოიცავს საფეხმავლო ხიდის მშენებლობას, რეკრეაციული ზონებისა და სპორტული მოედნების მოწყობას.
„ტურისტული მიმართულებით ანაკლია განმუხურზე გამოცხადებული გვაქვს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ, მათ შორის გათვალისწინებულია საფეხმავლო ხიდი რომელის თავის დროზე იყო უხარისხოდ გაკეთებული, აბსოლუტურად უხარისხოდ, მოეწყობა ინფრასტრუქტურა დამსვენებლებისთვის, მოეწყობა რეკრეაციული ზონები, მოეწყობა სპორტული მოედნები და ასე შემდეგ“ – აღნიშნა დათო კოდუამ.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის პროექტზე, რომელიც მისი შეფასებით, „ზუგდიდის ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი სტიმული გახდება.“ მისი თქმით, უკვე არაერთი ადგილობრივი დასაქმებულია და პორტის დასრულება არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან და მოქმედ მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა.
1დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა, „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან და მოქმედ მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად გავმართეთ. ადგილობრივებს ცენტრის უბანში შევხვდით, სადაც საკრებულოს მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეობის კანდიდატი ალექსანდრე ტყებუჩავა, საკრებულოს გუნდთან ერთად იმყოფებოდა.
წარმატებები მინდა ვუსურვო ბექას და მის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელთაც ფოთი ძალიან უყვართ და ბევრს შრომობენ ამ ქალაქის უკეთესი მომავლისთვის!
ფოთში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს ქალაქი საქართველოს სააზღვაო კარიბჭეა, დიდი ისტორიითა და ტრადიციებით – ფოთი ნამდვილად იმსახურებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას. დარწმუნებული ვარ ჩვენ, ბექა ვაჭარაძესთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ ქალაქ ფოთისა და მისი მოსახლეობისთვის“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ და მოქმედ მერ ვახტანგ გადელიასთან ერთად მოქალაქეებს ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა.
„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა, „ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატთან და მოქმედ მერთან ვახტანგ გადელიასთან ერთად გავმართეთ. მოქალაქეებს ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში შევხვდით, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ ხუხუნი. წარმატებები ვახოს და მის გუნდს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფელში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი: დაიგო გზები, მოეწყო გარე განათება, ვასრულებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას, მდინარე ტეხურზე ავაშენეთ ხიდი, მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია.
ჩვენ ვახტანგ გადელიასთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ ქალაქ სენაკში და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატთან გიგა გაბელაიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ გიორგი ნაჭყებიასთან ერთად მოქალქეებს შეხვდა. ამომრჩევლებთან შეხვედრა აბაშაში, სოფელ კეთილარში, ხოლო მარტვილში, სოფელ გაჭედილში გაიმართა.
„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა, „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატთან გიგა გაბელაიასთან ერთად გავმართეთ. მოქალქეებს კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მათთვის კარგად ნაცნობი და გამოცდილი კადრი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბაქარ შელია.
კეთილარი ერთ-ერთი დიდი სოფელია აბაშის მუნიციპალიტეტში, რომელსაც კარგი განვითარების პოტენციალი აქვს. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება, რაც აქ მცხოვრებ მოქალქეებს კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და შესაძლებლობას მოუტანს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფელში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი: დაიგო გზები, მოეწყო გარე განათება, მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი ამბულატორია, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კეთილარში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო გულეიკარში ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოზარდებს ექნებათ სრულად კეთილმოწყობილი სასწავლო სივრცე.
ამასთან, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიჭრა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – სოფელს უკვე ემსახურება თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ადგილობრივებს ყოველდღიურ გადაადგილებას საგრძნობლად უმარტივებს.
ჩვენ გიგასთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ აბაშაში“ აცხადებს ვერავა აბაშის შეხევდარსტან დაკავშირებით.
სახელმწიფო რწმუნებულმა აბაშის შემდეგ შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართა, მარტვილში მერობის კანდიდიატი გიორგი ნაჭყებიაა, ის პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოდის:
„მოქალქეებს გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბალდაში შევხვდით, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ წულაია. წარმატებები გიორგის და მის გუნდს.
ბალდა ტურისტულად მიმზიდველი სოფელია მარტვილის მუნიციპალიტეტში და მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოეწყო მარტვილის კანიონი და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციაა, რამაც გაზარდა მარტვილის ცნობადობა და შემოსავალი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ოჯახებისთვის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფელში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი: დაიგო გზები, მოეწყო გარე განათება, მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები.
ჩვენ გიორგისთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ ქალაქ მარტვილში და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

სოფელ კირცხში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან დათო გოგუასთან და ჩხოროწყუს ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან კობა ჯიქიასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდი.
ვისაუბრეთ პროექტებზე, რაც ბოლო წლების მანძილზე კირცხში განხორციელდა,მივაწოდეთ ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე….
კირცხელებს წარუდგინეთ მაჟორიტრობის კანდიდატი ალიკა მალანია. ალიკა არის პროფესიონალი ფინანსისტი, რომელსაც 13 წლიანი გამოცდილება აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის. იგი მუშაობს ჩხოროწყუს მერიის შიდა აუდიტის სამსახურში და ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანობით, პრინციპულობით და ერთგულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ბატონი ალიკა ღირსეულად დაიცავს , კირცხელების ინტერესებს ჩხოროწყუს საკრებულოში.
კირცხი ჩემი მშობლიური სოფელია, ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც ჩემთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა რომელიც კირცხის მოსახლეობას აწუხებს, მე და ჩემი გუნდი 24/7 ვიმუშავებთ რომ ყველა ეს პრობლემა რომელიც აწუხებთ კირცხელებს და მთლიანად მუნიციპალიტეტს რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მოგვარებული… მე მჯერა ჩემი ხალხის და მჯერა რომ მოვალი 4 წელი იქნება ჩხოროწყუს აღმშენებლობის და მეტი განვითარების წელი.
მშვიდობა საქართველოს!
კეთილდღეობა ჩხოროწყუს!
ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი კუმბერ იზორია მოქლაქეებთან შეხვდრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა სოფელ კირცხში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან დათო გოგუასთან და ჩხოროწყუს ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან კობა ჯიქიასთან ერთა გაიმართა.
„ვისაუბრეთ პროექტებზე, რაც ბოლო წლების მანძილზე კირცხში განხორციელდა,მივაწოდეთ ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე….
კირცხელებს წარუდგინეთ მაჟორიტრობის კანდიდატი ალიკა მალანია. ალიკა არის პროფესიონალი ფინანსისტი, რომელსაც 13 წლიანი გამოცდილება აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის. იგი მუშაობს ჩხოროწყუს მერიის შიდა აუდიტის სამსახურში და ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანობით, პრინციპულობით და ერთგულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ბატონი ალიკა ღირსეულად დაიცავს , კირცხელების ინტერესებს ჩხოროწყუს საკრებულოში.
კირცხი ჩემი მშობლიური სოფელია, ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც ჩემთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა რომელიც კირცხის მოსახლეობას აწუხებს, მე და ჩემი გუნდი 24/7 ვიმუშავებთ რომ ყველა ეს პრობლემა რომელიც აწუხებთ კირცხელებს და მთლიანად მუნიციპალიტეტს რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მოგვარებული… მე მჯერა ჩემი ხალხის და მჯერა რომ მოვალი 4 წელი იქნება ჩხოროწყუს აღმშენებლობის და მეტი განვითარების წელი“ – აცხადებს ჯუმბერ იზორია.