ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
134
ამბები სამეგრელოდან
1602
ამბები სვანეთიდან
96
არჩევნები
355
ახალი ამბები
4301
დღის ამბები
2588
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
125
ვიდეო ამბები
89
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
321
მთელი კვირა
1
მსოფლიო
132
პოლიტიკა
916
რეკლამა
697
საზოგადოება
211
სამართალი
182
სპორტი
237
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
34
ყვითელი ამბები
11
წარმატების ისტორია
9
ჯანდაცვა
2

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა (CH-47 ტიპი). ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ავიაციის სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. შემთხვევუს დროს ვერტმფრენის ბორტზე ხუთი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.
„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.
გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა.

ალიათოლა ალი ხამეინის ლიკვიდირების შესახრბ ცნობა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც დაადასტურა, აქამდე ირანის ოფიციალური წყაროები საკუთარი ლოდერის გარდაცვალებას არ ადასტურებდნენ. თუმცა მანამდე საერთსორისო მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით, წერდა რომ ხამეინი ლიკვიდირებულია. მოგვიანებით იგივე ისრაელი ელჩმა ვაშინგტონში აშშ-ის მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამეინის ლიკვიდაცია ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად განხორციელდა.
ირანულმა მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის ,,მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
ხამეინის ლიკვიდაციას ემიგრაციაში მყოფი ირანელები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაში ზეიმობენ.

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა 10 წელზე ნაკლებ დროში აშენდეს. რაც შეეხება პლანეტა მარსს, მასკის განმარტებით, ამ იდეის განხორციელებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.
„SpaceX-მა უკვე გადაიტანა აქცენტი მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან ჩვენ პოტენციურად შეგვიძლია ამას 10 წელზე ნაკლებ დროში მივაღწიოთ, მაშინ, როცა მარსისთვის 20 წელზე მეტი იქნებოდა საჭირო“, - განმარტა მასკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პლანეტები ერთ ხაზზე სწორდებიან (ყოველ 26 თვეში ერთხელ), მაშინ, როცა მთვარეზე გაფრენა „ყოველ 10 დღეში“ არის შესაძლებელი.
მისივე თქმით, მარსამდე „მგზავრობის დრო“ 6 თვეს შეადგენს, მთვარემდე კი 2 დღეს.
„მიუხედავად ამისა, SpaceX ასევე შეეცდება ქალაქის აშენებას მარსზე და ამას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მთვარე უფრო სწრაფი ვარიანტია“, - წერს მასკი.

მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად უნციაში 5000 დოლარს გადააჭარბა. Reuters-ის ცნობით, ორშაბათს დილით ძვირფასი ლითონი მსოფლიო ბირჟებზე 5029 დოლარი ღირდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ექსპერტების პროგნოზით, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება, რადგან არასტაბილურობის პერიოდში ინვესტორები ტრადიციულად სწორედ მას მიმართავენ. ანალიტიკოსები მთავარ მიზეზებს შორის გამოყოფენ დაძაბულობის ესკალაციას აშშ-სა და ნატო-ს შორის გრენლანდიის საკითხზე და რუსეთის მიმდინარე ომს უკრაინასთან.
Reuters-ის ცნობით, ოქროზე მოთხოვნას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ის მუქარამ კანადიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, თუ ეს ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერს ხელს.

ინდოეთი ახალ მომაკვდინელებლ ვირუსს ებრძვის. ვირუსის შეააკავებლად ცელისუფლება საგანვებო რეჟიმზეა გადასული. ნიპას სახელით ცნობილი ვირუსი დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ შტატში დაფიქსირდა. მათ შოროს ინფიცირებული არიან ექიმები და ექთნები. ინფორმაციას Independet ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თითქმის 100 ადამიანს სახლში კარანტინში ყოფნა სთხოვეს, ინფიცირებული პაციენტები კი ქალაქ კალკუტასა და მის შემოგარენში მდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ, ერთი პაციენტი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ნიპა სასიკვდილო ვირუსია, რომლისგან დასაცავად ვაქცინა ან განკურნება ამ დრომდე არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს.
ექსპერტების თქმით, ადამიანებში ინფიცირება იშვიათია და, როგორც წესი, ხშირად ვირუსი ღამურებისგან დაბინძურებული ხილის მეშვეობით გადადის ადამიანებზე.

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დაჩქარებულად გაიმართება და დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ელით. ამის შესახებ Associated Press - წერს. მანამდე ირანის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაფრთხილება მისცა, შეწყვიტოს ხოცვა და სიკვდილით დასჯა.
ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის, გოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეის განცხადება გავრცელდა იმ ფონზე, როდესაც აქტივისტები აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ დაკავებულთა ჩამოხრჩობა შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაწყებულიყო.
ამ დროისთვის, ირანში მიმდინარე მოქმედებებს სულ მცირე 2 571 დემონსტრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა — ამის შესახებ აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency იუწყება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ირანში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი სხვა პროტესტის ან არეულობის მსხვერპლთა რიცხვს.
დღესვე ირანში გაიმართა მასობრივი დაკრძალვის ცერემონია სადაც დაახლოებით 100 უსაფრთხოების ძალის წევრი დაკრძალეს, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაიღუპნენ. მიუხედავად ამისა, ირანის ხელისუფლება მანამდე აცხადებდა, რომ ეს რიცხვი 300 იქნებოდა. ცერემონიას ათიათასობით მგლოვიარე დაესწრო, მათ ხელში ეკავათ ირანის დროშები და აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები.
ქვეყნის რეგიონებში ხალხი ქუჩებში კვლავ შიშით გადაადგილდება:
„ძალიან შეშინებულები ვართ ამ ხმების (სროლის) და პროტესტების გამო,“ — განაცხადა ოთხშაბათს ხილისა და ბოსტნეულის საყიდლად გამოსულმა ორი შვილის დედამ, რომელმაც ანონიმურად საუბარი შურისძიების შიშის გამო არჩია. „გავიგეთ, რომ ბევრი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ახლა სიმშვიდე თითქოს აღდგა, მაგრამ სკოლები დახურულია და მეშინია, კვლავ გავუშვა ჩემი შვილები სკოლაში.“
36 წლის აჰმადრეზა თავაკოლიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ თეირანში ერთ-ერთ დემონსტრაციას შეესწრო და ხელისუფლების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შოკირებული დარჩა.
„ხალხი გამოვიდა საკუთარი აზრის გამოსახატავად და საპროტესტოდ, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაიქცა საომარ ზონად,“ — თქვა თავაკოლიმ. „ხალხს იარაღი არ აქვს. იარაღი მხოლოდ უსაფრთხოების ძალებს აქვთ.“
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა, ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯების გამო გააფრთხილა, ინტერვიუ ამერიკის პრეზიდენმა CBS-ს მისცა, რომელიც ეთერში სამშაბათს გავიდა.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამთ,“ — თქვა ტრამპმა. „თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან ძლიერად ვიმოქმედებთ.“
„ჩვენ არ გვინდა, რაც ირანში ხდება, ასე გაგრძელდეს. თუ პროტესტი უნდათ — ეს ერთია, მაგრამ როდესაც იწყებენ ათასობით ადამიანის მკვლელობას და ახლა უკვე ჩამოხრჩობაზე მესაუბრებით — ვნახოთ, როგორ გამოუვათ ეს. მათთვის ეს კარგად არ დასრულდება.“

ტრამპის ადმინისტრაცია ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ხელშეკრულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწესებს.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც შეუჩერა მხარდაჭერა 66 ორგანიზაციას, სააგენტოსა და კომისიას.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მის მითითებას ადმინისტრაციისადმი, გადახედონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობისა და მათი დაფინანსების საკითხს, მათ შორის იმ სტრუქტურების, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებულნი.
სამიზნეების უმეტესობას წარმოადგენს გაეროსთან დაკავშირებული სააგენტოები, კომისიები და საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ კლიმატის, შრომითი უფლებებისა და სხვა საკითხებზე, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ მრავალფეროვნების ხელშემწყობ და „ვოუქ“ ინიციატივებად დაახასიათა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ეს ინსტიტუტები თავისი მასშტაბებით დუბლირებადია, არასწორად იმართება, არის არასაჭირო, მფლანგველური, ცუდად მართული, ჩაგდებულია იმ სუბიექტების ხელში, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო საკუთარ დღის წესრიგს ატარებენ, ან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებებსა და საერთო კეთილდღეობას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ინგლისში იორკის მახლობლად ფრინველის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიტანეთამდე ფრინველის გრიპი ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა. ნიდერლანდებში 100 ათასობით ფრინველი არსებული შტამის გამო უკვე დახოცეს.
BBC-ის ცნობით, ბრიტანეტში შემთხვევა მეფრინველეობის ფერმაში დადასტურდა.
დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (DEFRA) განაცხადა, რომ 24 დეკემბერს ელვინგტონის რაიონში მდებარე ტერიტორიაზე მაღალი პათოგენურობის ფრინველის გრიპის (HPAI) H5N1 შემთხვევები აღმოაჩინეს.
უწყებაში ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე არსებული ყველა ფრინველი განადგურდება, შეზღუდვები იმოქმედებს 3 და 10 კილომეტრიან ზოლებში.
3 კილომეტრიან ზონაში არსებული ყველა ფრინველი უნდა იყოს იზოლირებული. 10 კილომეტრიან ზონაში შემავალი ან გამომავალი ყველა ფრინველი და კვერცხი კი უნდა დარეგისტრირდეს. DEFRA-ის ცნობით, 1 ოქტომბრიდან ინგლისში ქათმის გრიპის 63 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრო უნდა იხელთოს და აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ რუსეთთან სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Politico-თან ინტერვიუს დროს.
„მან [ზელენსკიმ] დრო უნდა იხელთოს და შემოთავაზებას დათანხმდეს, იმიტომ, რომ როცა აგებ… და ის აგებს“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან ის კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.
ტრამპის უკმაყოფილების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ კანადაში პოლიტიკური რეკლამა გავრცელდა, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საარქივო კადრები იყო გამოყენებული. რეკლამაში რეიგანი ტარიფების პოლიტიკას აკრიტიკებს.
„რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან განაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა გაყალბებული რეკლამა, სადაც რონალდ რეიგანი ნეგატიურად მოიხსენიებს ტარიფებს. რეკლამის ღირებულებამ 75 000 000 დოლარი შეადგინა. მათ ეს იმის გამო გააკეთეს, რათა ხელი შეუშალონ უზენაეს სასამართლოს და სხვა სასამართლოებს გადაწყვეტილების გამოტანაში. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული აღმაშფოთებელი საქციელის გამო კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება წყდება!“, – დაწერა ტრამპმა.

კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადეს. კანადა „დიდი შვიდეულის“ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ მანამდე განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე აღიარებს, რომელიც ორშაბათს გაიხსნება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯის წინააღმდეგია. გადაწყვეტილებას ისრაელიც აკრიტიკებს.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეფლმა ოფიციალურად წარადგინა თავისი უახლესი iPhone 17.
სმარტფონს ექნება მაღალი განახლების სიხშირის ეკრანი. მოწყობილობა აღჭურვილია უახლესი A19 პროცესორით, ასევე ახალი თაობის Ceramic Shield-ით, რომელიც ეკრანს ნაკაწრებისგან უფრო კარგად იცავს.
დამატებით, გამოყენებულია შვიდფენიანი ანტი-რეფლექსური საფარი, რომელიც მზის შუქზე ბრჭყვიალს ამცირებს.
ეკრანის ზომაც გაიზარდა – ახალი iPhone 17-ის დიაგონალი 6.3 ინჩია.
რაც შეეხება iPhone 17 Pro-ს, ახალი მოდელი სამი ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და მკვეთრი ნარინჯისფერი.
კამერის ნაწილში iPhone 17 Pro-ს სამი 48-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა აქვს გაუმჯობესებული ზუმისა და სუსტი განათების შესაძლებლობებით, ასევე ერთი წინა კამერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომზე განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ომის შეჩერება, როგორც ეგონა, მარტივი არ აღმოჩნდა, რადგან „სერიოზული პიროვნული კონფლიქტი არსებობს“.
ტრამპის თქმით, ომი საბოლოოდ შეჩერდება, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების დეტალები ჯერ არ განხილულა.
„ევროპის ქვეყნები აპირებენ, უკრაინას უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები მისცენ, და მათ ეს უნდა გააკეთონ, რადგან ეს მათი კონტინენტია. ჩვენ ამაში მხარდაჭერის კუთხით მივიღებთ მონაწილეობას, დავეხმარებით მათ. ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მშვიდობას მხარს დავუჭერთ, რადგან მინდა, რომ ადამიანები აღარ იხოცებოდნენ“, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
მან ასევე გაიხსენა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება და აღნიშნა, რომ საუბარი „350 მილიარდ დოლარზე“ იყო.
„მე ვთქვი, რომ ზელენსკი ყველაზე დიდი კომივოიაჟერია, რომელიც ოდესმე შემხვედრია, რადგან ის ჩამოდის ქვეყანაში და ყოველ ჯერზე 50 მილიარდი დოლარით ბრუნდება. მაგრამ ჩვენ უკრაინას ფულს აღარ ვაძლევთ. რეალურად, პირიქით ხდება: ისინი ნატოს საშუალებით მოგვმართავენ, ითხოვენ რაკეტებს, ჩვენ კი ნატოს ვყიდით. ნატო სრულად გვიხდის თანხას და მერე რაკეტებს, რაც უნდა, იმას უშვრება“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ სურს ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა:
იმიტომ, რომ ის არ მოსწონს. მეც მყავს ადამიანები, რომლებიც არ მომწონს. არ მომწონს მათთან შეხვედრა. მათ მართლაც არ მოსწონთ ერთმანეთი.

ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
გაირკვა, რომ მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეღავათიანი კრედიტი მიიღო და თანაც დაჩქარებული წესით. მთავრობის გადადგომა ლიეტუვის პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს და ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გიტანას ნაუსედამ დროებითი მთავრობა დანიშნოს.
სკანდალი კომპანია Dankora-ს ეხება, რომელიც პრემიერ-მინისტრ პალუკასის რძალს (ძმის ცოლს) ეკუთვნის და რომელმაც 170,000 ევროზე მეტი ოდენობის ევროკავშირის სუბსიდია მიიღო. Euronews-ის ინფორმაციით, ამ თანხის დიდი ნაწილი კომპანია Garnis-ისგან ბატარეების სისტემების შეძენას მოხმარდა, რომლის 49%-ის წილის მფლობელი თავად პალუკასია.
კრიტიკა კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ პალუკასს 2012 წელს ვილნიუსის ერთ-ერთ სატენდერო პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო დაკისრებული €16,500-იანი ჯარიმა სრულად არ გადაუხდია. ამ საქმეს ადგილობრივ მედიაში „ვირთხის შხამის სკანდალი“ უწოდეს.

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტის დაკეტვის ვარიანტს განიხილავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანის პარლამენტის წევრზე, ბეჰნამ საიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვების 20% ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება.
ირანი დასავლეთის ზეწოლის საპასუხოდ ჰორმუზის სრუტის დაკეტვით ადრეც იმუქრებოდა. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, კომერციული გემები ირანის წყლებში სრუტის გავლით ერიდებიან.

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირს უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 20 ივნისს ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. გარდა კალასისა მასში მონაწილეობას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.
როგორც Reuters წყარო უყვება, მინისტრები თავდაპირველად კალასს ჟენევაში მდებარე გერმანიის საკონსულოში შეხვდებიან, ხოლო შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე გადაინაცვლებენ.
მოლაპარაკებების მიზანია, რომელიც აშშ-თან კოორდინაციით გაიმართება, ირანის მხარის დარწმუნება, რომ მან მყარი გარანტიები გასცეს იმის შესახებ, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნით განავითარებს.
მოლაპარაკებების შემდეგ ექსპერტების დონეზე სტრუქტურირებული დიალოგი გაიმართება.

ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს.
„ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი (ნიუსომი) და მერი (ბასი), რომლებიც, როგორც ყოველთვის სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებენ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.
„ასევე, ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ??? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს.

კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი რომის პაპად არჩევის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართავს.
რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-დ იწოდება.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. ახალი პაპი ჩიკაგოშია დაბადებული და 69 წლის არის.
2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკუთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.
სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი დღეს საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის პაპი არჩეულია. მისი ვინაობა კი ახლა გახდა ცნობილი.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.