ტრამპი: ზელენსკიმ დრო უნდა იხელთოს და შემოთავაზებას დათანხმდეს, რადგან როცა აგებ… და ის აგებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრო უნდა იხელთოს და აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ რუსეთთან სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Politico-თან ინტერვიუს დროს.
„მან [ზელენსკიმ] დრო უნდა იხელთოს და შემოთავაზებას დათანხმდეს, იმიტომ, რომ როცა აგებ… და ის აგებს“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.






