წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

სენაკში, წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ადგილებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში.
ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.
დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები, ხიდების ნაწილი.
სენაკის მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.








