ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
139
ამბები სამეგრელოდან
1679
ამბები სვანეთიდან
103
არჩევნები
355
ახალი ამბები
4336
დღის ამბები
2670
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
133
ვიდეო ამბები
93
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
328
მთელი კვირა
1
მსოფლიო
134
პოლიტიკა
926
რეკლამა
697
საზოგადოება
229
სამართალი
185
სპორტი
240
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
35
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. დაისახა სამომავლო გეგმები პრიორიტეტების განსაზღვრასთან, საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 131 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება: სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი - 1 ვაკანსია; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - 1 ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური - 1 ვაკანსია.
აბაშა
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი აბაშის მუნიციპალიტეტში 16 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის და ურბანული განვითარების განყოფილება - 1 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება - 1; შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 1; ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა განყოფილება - 1; ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის განყოფილება - 1; ეკონომიკის სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების განყოფილება - 1; მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება - 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა საქმეების განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ასევე,
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო: აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილებება - 3 ვაკანსია.
მარტვილი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 12 ვაკანსია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია: ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილება - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 2; ზედამხედველობის სამსახური - 1; კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება -1; საკრებულოს აპარატის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება -1.
სენაკი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი სენაკის მუნიციპალიტეტში 13 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 11 ვაკანსია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 - საკრებულოშია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური - 1; ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური - 1; ზედამხედველობის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი: სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში - 1; სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში - 1.
ფოთი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 25 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 22 ვაკანსია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია: ადმინისტრაციული სამსახური - 5 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის სამსახური - 4; კულტურისა და სპორტის სამსახური - 3; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1; მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახური - 3; საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური -1; სსიპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური - 4;
ქალაქ ფოთის საკრებულო: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებება - 3.
ხობი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ხობის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაშია, ხოლო 2 - საკრებულოში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3; მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური - 1; მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური - 2; მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 3; მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1; მერიის ზედამხედველობის სამსახური - 1
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება -1
ზუგდიდი
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 18 ვაკანსია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; ეკონომიკის სამსახური - 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 2; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 2; შესყიდვების სამსახური - 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საქმის წარმოების საკითხთა განყოფილება -1 ვაკანსია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება-1.
ჩხოროწყუ
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 10 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 8 ვაკანსია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია - საკრებულოში.
ჩხოროწყუს მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური - 2; მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო: საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება -1.
წალენჯიხა
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი წალენჯიხის მუნიციპალიტეტეტში 9 პოზიციაზე გამოცხადდა, რომელთაგან 7 ვაკანსია წალენჯიხის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1;
მუნიციპალიტეტის საკრებულო: ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება-2.
მესტია
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ვაკანსიაზე გამოცხადდება, რომელთაგან 4 ვაკანსია მერიაში, ხოლო 1 საკრებულოში.
მესტიის მერია: ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური - 2; სოციალური დაცვის სამსახური - 2;
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი - 1.

ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განმუხურის საზღვაო ზოლთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.
განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის და საკურორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ამჟამად კი განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები. გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სრული განახლება. პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.
ამასთან ერთად მოხდება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.
წინა ხელისუფლების დროს ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჩქარებულად, სამშენებლო ვადების დარღვევით, უხარისხოდ ხდებოდა - ყველას გვახსოვს გახსნის იმიტაციის გამო უხარისხოდ აგებული საფეხმავლო ხიდი, რომელმაც რამდენიმე დღეში დაშლა დაიწყო და მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ინტენსიური, ნაწილობრივი და დეტალური რეკონსტრუქციის ჩატარება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლია-განმუხურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, საქმის პროფესიონალების ჩართულობით, შესაბამისი პროექტირებით მოხდეს და არა ისე როგორც ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„აფხაზეთის მეომართა კავშირი კატეგორიულად გმობს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო რუსულ მხარეს ტყვეების მიმართ „დისციპლინა“ ჰქონდა და მათ მიერ აყვანილ ტყვეებს ცვლიდნენ.
ეს განცხადება პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს მათ პატივსა და ღირსებას და ვერაგულად და მიზანმიმართულად ამახინჯებს სინამდვილეს! ასეთი შეფასება ჩვენთვის არამხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებნით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს მებრძოლთა კოლექტიური დადანაშაულება მტკიცებულებების გარეშე ვერანაირად ვერ აღიქმება ისტორიულ ფაქტად! მოვუწოდებთ ბარამიძეს, დაასახელოს მისი განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, რაც უკვე შესაბამისი სტრუქტურების მოკვლევის საგნად უნდა იქცეს!
განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში რუსეთის სამხედრო ძალების დისციპლინისა და ტყვეებისადმი „ჰუმანური“ დამოკიდებულების დადებით მაგალითად წარმოჩენა.
ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც განვითარდა აფხაზეთის კონფლიქტი და რომლის უმძიმესი შედეგებიც საქართველოსთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.
ისტორიული სიმართლის დადგენა ვერ მოხდება საქართველოს დამცველების კოლექტიური დადანაშაულებით და რუსეთის სამხდრო როლის მორალურად გამართლების გზით.
აფხაზეთის ომის ისტორია არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული!
აფხაზეთის მეომართა
კავშირის თავმჯდომარე
ანზორ მარგიანი
აფხაზეთის მეომართა კავშირის
მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე
ლევან ქეცბაია“ - წერია გავრცელბულ განცხადებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი პატივია და მეორე მხრივ დიდი გამოწვევაა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია. ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია. გამოწვევაა იმიტომ, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა და ამ გამოწვევის გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ ასე გამომივა, ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ.
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, დღე და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს და ახალ თანამებრძოლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ დაუღალავად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება.
„სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
„ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსნკულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა, ის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. შესაბამის განცხადებას მინისტრი, სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
,,პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.
მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.
ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!” - წერს თინათინ რუხაძე.

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.
საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატური კვლევებს.
კერძოდ, სავალუტო ფონდის ანგარიშის ნაწილში, კვლევა ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებს 5 წლიანი გაანგარიშებით. რაც შეეხება ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ანგარიშს, ის ინვესტიციების თავისუფლების კვლევას უკავშირდება და აფასებს სხვადასხვა მარეგულირებელ შეზღუდვისგან ქვეყნების თავისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, ინვესტიციებზეა დაწესებული.
ეს შეზღუდვებია:
• უცხოური ინვესტიციების ეროვნული მოპყრობა
• უცხოური ინვესტიციების კოდექსი
• მიწის საკუთრების შეზღუდვები
• სექტორული ინვესტიციების შეზღუდვები
• ინვესტიციების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციის გარეშე
• ვალუტის კონტროლი
• კაპიტალის კონტროლი
ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით საქართველოს წარმატება კარგად შეესატყვისება სხვა გლობალური ანგარიშგებებსაც.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლესი პროგნოზები.
სავალუტო ფონდის შეფასებით 2026 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ეკონომიკის 23,5%-ს გაუტოლდება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში პირველად გადააჭარბებს 10 მილიარდ დოლარს. მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა 2026 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 10 მილიარდ 23 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2028 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 12 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2031 წელს კი 16 მილიარდი დოლარი გახდება.

ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც ბოლოს გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდა პოლიტიკას ტოვებს. ინფორმაციას ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„დღეს მსურს გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება –
მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტო პოლიტიკური აქტივობა და ისევ კერძო სექტორში მოვსინჯო ჩემი ძალები.
პოლიტიკაში გატარებული წლები ჩემთვის იყო დიდი პასუხისმგებლობის, გამოცდილების, ადამიანებთან ურთიერთობისა და ქვეყნის სამსახურის შესაძლებლობა. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვისთანაც ამ გზაზე თანამშრომლობა და იდეების გაზიარება მომიწია“ - წერს გიორგი შენგელია.
გიორგი შენგელია ზუგდიდის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე 2019 წელს წარადგინა, მმართველი გუნდის კანდიდატმა არჩევნებში 2019 წლის 19 მაისს გაიმარჯვა. გიორგი შენგელიამ თანამდებობა 2021 წლის 17 მაისს დატოვა და გადამდგარი, ყოფილი პრემეირ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. მოგვიანებით გიორგი შენგელიამ, ამჯერად გახარიას პარტიიდან იყარა კენჭი ზუგდიდის მერობისთვის, თუმცა არჩევნებში დამარცხდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელს და ,,ნაციონალური მოძრაობის” ხობის რაიონული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს ია ჯიშკარიანს უპირისპირდება. ია ჯიშკარიანი ამჯერად გვარამია-მელიას პარტია ,,ახალს” წარმოადგენს.
,,აი ეს ქალბატონი ოდესღაც ჩვენი ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, მერე გილაურის ფულს გაჰყვა და მას შემდეგ აქტიურად გვგმობს. ახლა რასაც გულისხმობს არის ის, რომ ღირსეული არ ვარ და ციხეში უნდა დავრჩე. მოვუწოდებ "ახლების" ხობის ყველა ნორმალურ წარმომადგენელს, ამას გაემიჯნონ.
სინამდვილეში სულ მინდოდა მისი მოხსნა, ავტორიტეტის არ ქონის გამო, მიუხედავად იმისა რომ მუდამ მემლიქვნელებოდა და ხან ვინ დამატოვებინა ხან ვინ” - წერს მიხეილ სააკაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელზე.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, სწამთ რომ მისი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა.
„თქვენო უწმინდესობავ,
გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.
თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.
გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია წერილში.

დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს.
„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.
დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან.
მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა.
ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წალენჯიხელებისთვის მიმართავს და იმ ინფრასტრუქტურულ პრპექტებს ასახელებს რომელოც მუნიციპალიტეტეში უკვე მიმდონარეობს ან უახლოეს პერიოდში დაიწყება.
,,ძვირფასო წალენჯიხელებო, მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს ჩვენს მუნიციპალიტეტში ან უახლოეს პერიოდში დაიწყება. ჩემი მიზანია, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს რა კეთდება დღეს და რა იგეგმება ხვალ წალენჯიხის განვითარებისთვის.
გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ნაწილის შესახებ:
1. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა – 600 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე შენობა. პროექტირების არქიტექტურული ნაწილი მაისი-ივლისში სრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და ზაფხულში დაიწყება მშენებლობა.
2. იუსტიციის სახლი (ქალაქის ცენტრში) – პროექტირება დასრულებულია. მიმდინარეობს მიწის დაზუსტება და რეგისტრაცია. ტენდერი სავარაუდოდ ივნისში გამოცხადდება, და მშენებლობაც შესაბამისად ზაფხულში დაიწყება.
3. ობუჯის 12 კმ გზა – გზის პირველი ფენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მაისში დასრულდება. პრობლემური მონაკვეთის გამო შეიცვალა მილები და მოეწყო სადრენაჟო სისტემა, რათა გზა იყოს მდგრადი და ხარისხიანი.
4. სოფელი ნაკიფუ (ულურიას ქუჩა) – გზის დაგება აქტიურად მიმდინარეობს.
5. სოფელი საჩინო – მიმდინარეობს ახალი ამბულატორიის მშენებლობა.
6. ქალაქი ჯვარი – მიმდინარეობს ახალი ამბულატორიის მშენებლობა.
7. წალენჯიხის ბულვარი – სრული რეაბილიტაცია.
8. გრანელის პარკი – სრული განახლება.
👉 ორივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება და სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დაიწყება.
9. ქალაქ წალენჯიხის წყალმომარაგება – მიმდინარე პროექტია და სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს სრულად დასრულდება.
10. სოფელი ჯგალი – წყალმომარაგების პროექტი დასრულების ფაზაშია და სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.
11. მულტიფუნქციური ცენტრი (სტადიონის მიმდებარედ) – პროექტირების ეტაპზე.
12. სტადიონის რეაბილიტაცია და ახალი მოედნის მოწყობა – ასევე პროექტირების ეტაპზე.
13. სქურის გზა – ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეები გვაქვს, რომელსაც ზაფხულში ოფიციალურად გაგიზიარებთ.
ძვირფასო მოქალაქეებო,
ამ ჩამონათვალს შეგნებულად გიზიარებთ კონკრეტული ვადებით, რადგან სამწუხაროდ კვლავ აქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მინდა მკაფიოდ განვაცხადო — თითოეული ეს პროექტი რეალურია და ეტაპობრივად ხორციელდება.
ყოველდღიურად ვარ კომუნიკაციაში შესაბამის სამინისტროებთან და წალენჯიხის მერიასთან, რათა თითოეული საკითხი სწრაფად და ეფექტურად გადაწყდეს. გვყავს ძლიერი და ერთიანი გუნდი როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში, და მინდა მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო აქტიურობისა და ჩართულობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო:
იუსტიციის მინისტრს — ბატონ პაატა სალიას და მის პროფესიონალ გუნდს;
ინფრასტრუქტურის მინისტრს — ბატონ რევაზ სოხაძეს ;
ჯანდაცვის მინისტრს — ბატონ მიშა სარჯველაძეს ;
რეგიონული განვითარების მინისტრს — ბატონ კახა გულედანს;
და განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს — ბატონ ირაკლი კობახიძეს,
რომელიც არის თითოეული ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარი.
მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს პარლამემტის წევრი ირაკლი ზარქუა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მას მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის სტაჟიანი წარმომადგენელი ამ სისტემის. მინდა მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა.
აქამდე გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
მთავრობის მეთაურმა გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს გაუსვა ხაზი და მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე კი მამუკა მდინარაძე გეკა გელაძემ შეცვალა.

ფოთის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
დღეს ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა თემაზე - „თავისუფალი არჩევნები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“.
„მაქვს პატივი, როგორც მერმა, წარმოვადგინო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი - ფოთი, ქალაქი, რომელიც ისტორიულად და ღირებულებით ევროპული სივრცის ორგანული ნაწილია.
ჩვენთვის ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი - ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სუვერენიტეტის პატივისცემას. სწორედ ამ პრინციპებზე ვაშენებთ ჩვენ ჩვენს სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ მმართველობას.
გვსურს, მკაფიოდ და პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ საქართველოში ჩატარებული როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სრულფასოვან გამოხატულებას.
ფოთში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა და საარჩევნო პროცესში უშუალოდ ჩართულმა პირმა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ამომრჩეველთან პირდაპირი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, საარჩევნო პერიოდში ჩვენ ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებსა და ინიციატივებზე იყო დაფუძნებული.
ამავე დროს, სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ჩაერთო მსგავსი ტიპის დიალოგში ადგილობრივ საზოგადოებასთან და საკუთარი პოლიტიკური კამპანია ძირითადად ააგო გარე შეფასებებსა და რეზოლუციებზე.
არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნები ჩატარდა თანამედროვე, ელექტრონული სისტემების გამოყენებით - იმ სტანდარტებით, რომლებიც სრულად გამორიცხავს მანიპულაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, შედეგების მიუღებლობა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ვერ იქნება საფუძველი დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ელექტრონული სისტემის სანდოობა ოპოზიციის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა - პირიქით, ისინი მას მიესალმებოდნენ. თუმცა, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა.
რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს - ფოთში რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა უარი განაცხადა კონკურენციის გაგრძელებაზე, რაც თავისთავად მიუთითებს არა სისტემურ პრობლემებზე, არამედ ქართველი ხალხის მხრიდან მათ მიმართ ნდობის ნაკლებობაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის, ადგილობრივი არჩევებზე ოპოზიციური კანდიდატის მოხსნის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. რაც კიდევ უფრო ამყარებს არჩევნებისადმი ჩვენი მოსახლეობის ნდობას.
ამავდროულად, მაღალი საარჩევნო აქტივობა ადასტურებს მოქალაქეთა ნდობას იმ რეფორმებისა და პროექტების მიმართ, რომლებიც განხორციელდა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება, ობიექტურობა და
პასუხისმგებლობიანი დიალოგი არის ის პრინციპები, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი საერთო თანამშრომლობა.
ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, რომელიც დგას ევროპული ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებზე: ადამიანის ღირსებაზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფოთის მერმა.
პლენარული სესია სტრასბურგში 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე; ზუგდიდის, ქუთაისის და გარდაბნის საკრებულოს წევრები მონაწილეობენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართავს.
აუდიენცია უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განხილვის ძირითადი საკითხები იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკანონმდებლო საქმიანობა. შეხვედრები გაიმართა ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.
თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტზე გუშინ მოკლედ ილაპარაკა და თქვა, რომ 2 დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა ყველა მთავარ პოლიტიკურ აქტორთან და ლიდერთან, რის შემდეგაც ვიზიტს შეაჯამებენ.
პერე ჟოან პონსის ხელმძღვანელობით ჩამოსული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის 2-დღიანი ვიზიტი დღეს დასრულდება.