stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ფოტორეპორტაჟი
პრემიერი ფოთში დამოუკიდებლობის დღის ღონისიძიებებს დაესწრო

პრემიერი ფოთში დამოუკიდებლობის დღის ღონისიძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა.

მთავრობის მეთაური 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, პატლამენტის წევრ, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად დაესწრო.

ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ფოთში გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შემეცნებით აქტივობებში.

საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა.

26 მაისი 2026
სრულად
ფოტორეპორტაჟი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან

ფოტორეპორტაჟი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან

გაზაფხული ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განსაკუთრებულად ლამაზია.

რობერტ ჭურღულიას ფოტოები

29 აპრილი 2026
სრულად
ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა

ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ნიკო ნიკოლაძის კოშკზე, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა.

21 მარტი 2026
სრულად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა [ვიდეო]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა.


21 მარტი 2026
სრულად
თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო [ფოტო]

თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო [ფოტო]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად პანაშვიდს დაესწრო.

ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.

20 მარტი 2026
სრულად
სოხუმნში კაფე „პინგვინთან“ უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტორეპორტაჟი]

სოხუმნში კაფე „პინგვინთან“ უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტორეპორტაჟი]

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სანაპიროზე, ცნობილი „პინგვინის“ კაფის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხესიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ I-IV საუკუნეებით თარიღდება.ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გათხრების დროს ასევე აღმოაჩინეს რომალული მონეტა და ლითონის ლურსმნის თავები. არქეოლოგიური სამუშაოები ოკუპირებული სოხუმის სანაპირო ზოლზე ერთი კვირაა მიმდინარეობს - საერთო ჯამში აღმოჩენილია უძველესი ამფორების ფრაგმენტები, ორნამენტებით მორთული წითლად მოჭიქული კერამიკა, უძველესი კერამიკული ხელსაბანი.

არქეოლოგიურ სამუშაოებს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის დეკანი ალიკ გაბელია ხელმძღვანელობს.

4 მარტი 2026
სრულად
დადიანების მარანი - მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა

დადიანების მარანი - მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა

დადიანების სამუზეუმო კომპლექსის ნიკოსეული სასახლის სარდაფში მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენა - დადიანების მარანი გაიხსნა. ახალი საგამოფენო სივრცე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია ადგილობროვებისთვის, შიდა მოგზაურებისა და ტურისტებისთვის.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მეგრული მარანი და სამეგრელოში არსებული ვაზის ჯიშების გავრცელების არეალის შესახებ ინფორმაცია.

გამოფენაზე ზუგდიდელები და ქალაქის სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ღვინის დაყენების კულტურასა და ტრადიციებს, მოისმენენ ლექციას ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ლეგენდებისა და ადათ-წესების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დადიანების ოჯახის ღვინის წარმოების ინდუსტრია. დამთავლიერებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე დააგემოვნოს ოჯალეშის ღვინო.

გამოფენის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1 მარტი 2026
სრულად
გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]

გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]

მესტიამ გემო ფესტს უმასპინძლა.

ფოტოები მესტიიდან

23 თებერვალი 2026
სრულად
როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [

როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული.

პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი.

ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.

ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილის პროექტირება მოიცავს არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის და დეკორატიული ტბის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას.

გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაციისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.

ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას.

16 თებერვალი 2026
სრულად
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთში

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთში

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

14 იანვარი 2026
სრულად
ნაძვის ხეები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ნაძვის ხეები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ნაძვის ხეები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

30 დეკემბერი 2025
სრულად
საახალწლოდ მორთული ზუგდიდი [ფოტორეპორტაჟი]

საახალწლოდ მორთული ზუგდიდი [ფოტორეპორტაჟი]

ფოტორეპოტაჟი საახალწლოდ მორთული ზუგდიდიდან

26 დეკემბერი 2025
სრულად
ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]

ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]

ზუგდიდის კლასიკური მუსიკის IV ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ნადარაია, დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლები – ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, იანო ალიბეგაშვილი, არმაზ დარაშვილი და მამუკა ლომიძე წარსდგნენ. საღამო მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა.

ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა, პირველი კონცერტი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით ჩატარდა.

ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.

2 სექტემბერი 2025
სრულად
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი გახსნა [ფოტო]

პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი გახსნა [ფოტო]

სპორტი უნივერსალური ენაა, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან; ჩვენი ვალია, ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პირობები შევუქმნათ და ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სამეგრელოს სპორტულ ტრადიციებსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა სპორტის განვითარების ხელშესაწყობად მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

„სამეგრელომ საქართველოსა და მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი აჩუქა – ნონა გაფრინდაშვილიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე. ამ კუთხის შვილებმა ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. ამ თანამედროვე, ევროპული დონის სივრცეში ნებისმიერი ასაკის ადამიანს – პროფესიონალ სპორტსმენს თუ მოყვარულს – შეეძლება ივარჯიშოს, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. დიდი და მცირე საცურაო აუზები, რომლებიც წყალბურთის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ფიტნესისა და ძალოსნობის დარბაზები – ეს ყველაფერი ჩვენს ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს, აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სპორტკომპლექსი იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. სპორტკომპლექსის გვერდით ასევე აშენდება კალათბურთის დარბაზი, პადელის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება. მასობრივი თუ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ჩვენი საამაყო სპორტსმენების სათანადოდ დაფასება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მუდმივად მზარდია სპორტის ბიუჯეტი, ასევე შექმნილია ცალკე სამინისტრო, რომელიც ქვეყანაში სპორტის განვითარებას უზრუნველყოფს.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა პროგრამაზე, რომლის საფუძველზეც ყველა მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს როგორც მაღალი მიღწევების სპორტის, ისე მასობრივი სპორტის განვითარებას.

„სპორტის განვითარება ნიშნავს არამარტო სპორტულ მიღწევებს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, უფრო ჯანმრთელ მომავალ თაობებს და მომავალშიც ეს ყველაფერი იქნება ჩვენი პრიორიტეტი. საქართველო დღეს არის პატარა ქვეყანა დიდი სპორტული მიღწევებით და საქართველო უნდა იქცეს პატარა ქვეყნად უმაღლესი სპორტული მიღწევებით, მათ შორის, სპორტის გუნდურ სახეობებშიც და ამას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა, ინვესტიციები. ინვესტიცია სპორტში – ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში. ამავე დროს სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ზუგდიდის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს – ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრ რევაზ სოხაძეს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და საქართველოს მრავალწლიან საიმედო პარტნიორს – აზიის განვითარების ბანკს – მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 27 მილიონ ლარამდე შეადგინა.

19 აგვისტო 2025
სრულად
ზაფხულის პირველი კოცერტი მალთაყვაში და განახლებული სანაპირო [ფოტორეპორტაჟი]

ზაფხულის პირველი კოცერტი მალთაყვაში და განახლებული სანაპირო [ფოტორეპორტაჟი]

ფოთის მერიის ორგანიზებით, მალთაყვის განახლებულ სანაპირო ზოლზე ზაფხულის პირველი კონცერტი ჩატარდა. კონცერტი ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდმა „PJ Band“ გახსნა.

გალა კონცერტზე კი თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი, ბენდი ,,კაი ტიპები”, ბენდი 1/4 და ლინდა ადამია წარსდგნენ.

22 ივლისი 2025
სრულად
დამოუკიდებლობის დღე ფოთში [ფოტო]

დამოუკიდებლობის დღე ფოთში [ფოტო]

ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს.

მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი, საზღვაო აკადემიის სივრცე.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ფოთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

18:00 საათიდან გაიმართება საზეიმო კონცერტი,სადაც მონაწილეობენ: ცისანა სეფიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, გია ნიკოლაძე, კახა კუხიანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, „ქუჩის ბიჭები“.

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზღვაო აკადემიის ორგანიზებითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ცენტრალურ მოედანზე აღინიშნება.

26 მაისი 2025
სრულად
დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები ზუგდიდში [ფოტო]

დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები ზუგდიდში [ფოტო]

ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქართველო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

საზეიმო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის დელეგატი, მუნიციპალიტეტის მერი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.

ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, იმართება მასტერკლასები.

წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.

ზუგდიდში კონცერტი ორ ეტაპად გაიმართება, დღის განმავლობაში მუსიკალურ ნომრებს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები შეასრულებენ. საღამოს გალა კონცერტი კი 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17:10 საათზე კი ზუგდიდის მთავარ მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

26 მაისი 2025
სრულად
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ორი თეთრი გედი შეემატა [ფოტორეპორტაჟი]

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ორი თეთრი გედი შეემატა [ფოტორეპორტაჟი]

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ორი თეთრი გედი შეემატა. ინფორმაციას ზუგდდიის ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

„დღეიდან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ბაღის ხელოვნურ ტბაზე მოცურავე გედები იხილონ. ერთად მოვუფრთხილდეთ და ვისიამოვნოთ მათი სილამაზით ყოველ ვიზიტზე“ წერია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 აპრილი 2025
სრულად
ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების დღე [ფოტორეპორტაჟი]

ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების დღე [ფოტორეპორტაჟი]

ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების დღე აღინიშნა.

საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

27 აპრილი 2025
სრულად
გიორგი ჭანტურიას სპექტაკლი ,,უკანასკნელი თოლია,“ რომელიც ჟიული შარტავას სიცოცხლის ბოლო დღეს ეხება დასმა სენაკის თეატრში წარადგინა [ფოტორეპორტაჟი]

გიორგი ჭანტურიას სპექტაკლი ,,უკანასკნელი თოლია,“ რომელიც ჟიული შარტავას სიცოცხლის ბოლო დღეს ეხება დასმა სენაკის თეატრში წარადგინა [ფოტორეპორტაჟი]

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს” დასმა წარადგინა მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახეს” დირექტორის, გიორგი ჭანტურიას სადებიუტო სპექტაკლი – ,,უკანასკნელი თოლია”.

მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მოქმედება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვითარდება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების გმირულ თავგანწირვაზე მოგვითხრობს.

სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას, გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის.

გიორგი, სახალხო თეატრში “მოდი ნახე”, 17 წლიდან მოღვაწეობს იგი არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ნომინაციაში – ,,მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი”, არაერთხელ გამარჯვებული.

გიორგი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი, ამავე ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის მაგისტრანტი.

გიორგი ჭანტურია გახლდათ რეჟისორის ასისტენტი, სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. მიმდინარე წლიდან კი, ის, თეატრის დირექტორის პოსტს იკავებს.

პრემიერას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, თეატრალური სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

10 მარტი 2025
სრულად

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი

პოლიტიკა

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

4 ივნისი