stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანდღის ამბებიფოტორეპორტაჟი

როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [

16.02.2026 / 16 თებერვალი 2026
როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული.

პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი.

ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.

ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილის პროექტირება მოიცავს არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის და დეკორატიული ტბის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას.

გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაციისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.

ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას.

როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [ - image 2
როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [ - image 3
როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [ - image 4
როგორი იქნება განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო სანაპირო ზოლი [ - image 5
Banner 1
წინა პოსტი

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

შემდეგი პოსტი

პროკურატურა: ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დასრულდა

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დასრულდა

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

როგორი იქნება სასკოლო ფორმა სექტემბრიდან

როგორი იქნება სასკოლო ფორმა სექტემბრიდან

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს