stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. სპორტი
ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ილია თოფურია, ამერიკის შეერთებული შტატებში, თეთრი სახლის ეზოში გამართული ორთაბრძოლის შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს:

,,ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი… და ასეც მოხდა.

პირველ რაუნდში მარჯვენა თვალის მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს — მარცხენათიც.

არანაირი გამართლება.

ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლაში მაქსიმალურად მომზადებული ვიყავი, ფორმაში და მზადყოფნაში.

ასეთია ეს თამაში. გამარჯვება და მარცხი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან.

გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში.

და მერწმუნე… ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ ძალიან შორს არის დასასრულისგან.

ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა” - წერს ილია თოფურია.

15 ივნისი 2026
სრულად
ფოთმა, ევროპის თასის გათამაშებას „დრაგონ ბოათში“ უმასპინძლა

ფოთმა, ევროპის თასის გათამაშებას „დრაგონ ბოათში“ უმასპინძლა

ფოთმა, ევროპის თასის გათამაშებას „დრაგონ ბოათში“ უმასპინძლა.

საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ფოთის გუნდსაც, რომელმაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, მსოფლიოს დრაგონ ბოათის ფედერაციისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტებმა დააჯილდოვეს.

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

1 ივნისი 2026
სრულად
ფოთში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ფოთში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ფოთის მერიის მხარდაჭერით, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მეორედ მასშტაბური სპორტული ღონისძიება „ფოთიმარათონი“ ჩაატარა.

მარათონში მონაწილეობა მიიღო 600-მა მორბენალმა 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 241-მა უცხოელმა მონაწილემ.

წელს ღონისძიებას 100 პატარა მორბენალიც შეუერთდა, რადგან მარათონის ფარგლებში ბავშვთა გარბენიც გაიმართა.

„ფოთიმარათონში“ მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ფოთი მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს - მონაწილეები ფარავენ 5-კილომეტრიან, 10-კილომეტრიან და 21, 097 -კილომეტრიან მონაკვეთებს.

„ფოთიმარათონი“ საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

მადლობა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს - ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს" აღნიშნული ინიციატივისა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის.

1 ივნისი 2026
სრულად
ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა

ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა.

ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად 224 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

დღეს, ბარამიას ახალ სტადიონზე, ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ის ორგანიზებით, ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თაბუკაშვილისა და ბარამიას დევნილთა ჩასახლების საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

,,ბარამიას ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობა მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას - ადამიანს რომელმაც უამრავ ბავშვს მისცა მოტივაცია და სპორტის სიყვარული გაუჩინა” - აღნიშნა მერმა.

ტურნირს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მერის მოადგილეები დაესწრნენ.

19 მაისი 2026
სრულად
ზუგდიდელი სპორტსმენები ​Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ზუგდიდელი სპორტსმენები ​Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ზუგდიდელი სპორტსმენები ზურიკო დარასელია და გურიკა ტორუა ​Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონატს წყალტუბომ უმასპინძლა 19 წლის ზურიკო დარასელია 90 კგ. კატეგორიაში, ხოლო 16 წლის გურიკა ტორუა 105 კგ კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ.

ზუგდიდელი ​Strongman-ების მწვრთნელი სპორტსმენი ამირ სურმავაა​. ამირი Georgian Strongman & Highland Games National Federation-ის წევრია, ის ამავე ფედერაციის ზუგდიდის კაპიტანი და საქართველოს მრავალგზის პრიზორია.

ამირ სურმავამ STV.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ზუგდიდის გუნდი სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატბში მონაწილეობას აქტიურად გეგმავს.


ამავე თემაზე:

ჩემიონატიდან ხუთივე სპორტსმენი ზუგდიდში საპრიზო კატეგორიით დაბრუნდა | STRONGMAN-ების ჩემპიონატის შედეგები


13 მაისი 2026
სრულად
ზუგდიდელი გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ზუგდიდელი გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ნაკრების წევრი, ზუგდიდელი გოგა ჯაჯვანი ძალოსნობის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ეგვიპტეში მიმდინარე ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ძალოსანმა ატაცში 167 კილოგრამი დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა, აკვრაში დაფიქსირებული 200 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 367 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

7 მაისი 2026
სრულად
ილია თოფურია ტრამთან მიღებაზე I ქართველი სპორტსმენი თეთრი სახლის წინ დიდ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს

ილია თოფურია ტრამთან მიღებაზე I ქართველი სპორტსმენი თეთრი სახლის წინ დიდ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ტრამპის განცხადებით:  ჩვენ დიდ ბრძოლას ვმართავთ. ეს აღარასდროს განმეორდება და არც აქამდე მომხდარა. ეს თეთრი სახლის წინ მოხდება.

ილია თოფურიას აშშ-ის პრეზიდენტა მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის მიიღოს მონაწილეობა მასშტაბურ ღონისძიებაში:

„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.

6 მაისი 2026
სრულად
ბექა ვაჭარაძემ წყალსათხილამურო სპორში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატის ფოთში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ბექა ვაჭარაძემ წყალსათხილამურო სპორში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატის ფოთში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ფოთი მიმდინარე წლის 24-26 ივლისს უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას, წყალსათხილამურო სპორტში ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან. 

ვეროპის ჩემპიონატი 1991 წელს პირველად, სწორედ ქალაქ ფოთში ჩატარდა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. როგორ ემზადება ფოთი აღნიშნული ჩემპიონატის ჩასატარებლად, ამ და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვან თემებზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ისაუბრა.

29 აპრილი 2026
სრულად
ვეტერანი სენაკელი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია ევროპის თასის ჩემპიონია

ვეტერანი სენაკელი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია ევროპის თასის ჩემპიონია

სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელი, ვეტერანი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია, ევროპის თასის ჩემპიონი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ვეტერან სპორტსმენს შეხვდა, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სენაკელ ფალავანს, ძიუდოში, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.

26 მარტი 2026
სრულად
ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა: ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე

ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა: ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.

ხვიჩამ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატანილი გოლი აშრაფ ჰაკიმთან ერთად ტრადიციული ჟესტით არ აღნიშნა, რამაც პსჟ-ს მაროკოელი მცველი გაოცებული დატოვა.

„არც მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი თამაშში და თავს იმდენად ემოციურად ვგრძნობდი. ქართველ ხალხს ამის გამო ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე. ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე. მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ - ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.

18 მარტი 2026
სრულად
ზუგდიდის ,,ოდიშმა” ფოთის ,,კოლხეთი” 2:0 დაამარცხა

ზუგდიდის ,,ოდიშმა” ფოთის ,,კოლხეთი” 2:0 დაამარცხა

ეროვნული ლიგა ორის შეხვედაზე დღეს ზუგდიდის „ოდიში 1919“ – „ფოთის კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლიგა ორში ზუგდიდის (ოდიში 1919), ფოთისა (კოლხეთი 1913) და მარტვილის (მერანი) საფეხბურთო გუნდები მონაწილეობენ.

საფეხბურთო მატჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან და ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან ერთად დაესწრო.

ოდიშმა წარმატებას გასული წლის სეზონზე მიაღწია, ის მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში გადავიდა. 

გუნდი ახალი გეგმებითა და ფეხბურთელებით შეხვდება ახალ საფეხბურთო სეზონს. ,,ოდიში 1919”გეგმავს, რომ 2026 წელს პირველ ლიგაში გადავიდეს. 

ამავე თემაზე: ,,ოდიში 1919”-ს ახალი ფეხბურთელები ჰყავს - საიდან განხორციელდა ტრანსფერები

8 მარტი 2026
სრულად
,,ოდიში 1919”-მა ახალი სეზონის სათამაშო მაისურები წარადგინა

,,ოდიში 1919”-მა ახალი სეზონის სათამაშო მაისურები წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა ,,ოდიში 1919” 2026 წლის ოფიციალური სათამაშო მაისურები წარადგინა.

,,ეს არ არის მხოლოდ ეკიპირება — ეს ჩვენი ქალაქის, ისტორიისა და იმ პრინციპების ერთობლიობაა, რომელსაც ერთგულად ვემსახურებით. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ჩვენი მაისურით ვატარებთ” წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, წელს კლუბის მაისურზე კომერციული ლოგოს ნაცვლად საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთუს (CHCA) სიმბოლიკა განთავსდება. 

,,ჩვენ ვირჩევთ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოლიდარობას უკეთესი მომავლისთვის” - წერია გუნდის განცხადებაში.

ოდიშმა წარმატებას გასული წლის სეზონზე მიაღწია, ის მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში გადავიდა. 

გუნდი ახალი გეგმებითა და ფეხბურთელებით შეხვდება ახალ საფეხბურთო სეზონს. ,,ოდიში 1919”გეგმავს, რომ 2026 წელს პირველ ლიგაში გადავიდეს. 

ამავე თემაზე: ,,ოდიში 1919”-ს ახალი ფეხბურთელები ჰყავს - საიდან განხორციელდა ტრანსფერები

5 მარტი 2026
სრულად
ფოთის საფეხბურთო სკოლას ახალი ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა

ფოთის საფეხბურთო სკოლას ახალი ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა

ფოთის საფეხბურთო სკოლას ახალი ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფოთის მერიისვე ინფორმაციით, სპორტული წარმატებების ხელშეწყობისა და სხვადასხვა ტურნირებში ღირსეული მონაწილეობის მიზნით, საფეხბურთო სკოლაში ინვენტარის განახლება ყოველწლიურად მიმდინარეობს. პრიორიტეტულია, ახალგაზრდებისთვის, სრულყოფილი და თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნა.

„დღეის მდგომარეობით, წინა წლებთან შედარებით, ფოთის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა. ამ ეტაპზე 500-მდე ახალგაზრდა აქტიურად ვარჯიშობს.

ფოთის საფეხბურთო სკოლას ახალი ინვენტარი საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა“ - ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 თებერვალი 2026
სრულად
ხობის საფეხბურთო კლუბს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცა

ხობის საფეხბურთო კლუბს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცა

„ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთს“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ შეძენილი სპორტული ინვენტარი გადაეცა.

სპორტული ინვენტარი საქართველოში მოქმედ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებს გადაეცემათ.

სპორტული ინვენტარის გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიღებული ინვენტარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო-საწვრთნელ პროცესს და ხელს შეუწყობს ნორჩ ფეხბურთელთა განვითარებას.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის განვითარების ფონდს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

24 თებერვალი 2026
სრულად
მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში

მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში

მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეებს შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და თეზო ჯაფარიძის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის გამარჯვებულები დღის ბოლოს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

შეჯიბრება მე-12 წელია ტარდება. ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძე 2014 წელს მესტიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მის სახელს უკავშირდება სვანეთში ბევრი პროექტის განხორციელება.


14 თებერვალი 2026
სრულად
ევროპის 2026 წლის წყალსათხილამურო ჩემპიონატი ფოთში ჩატარდება

ევროპის 2026 წლის წყალსათხილამურო ჩემპიონატი ფოთში ჩატარდება

ლონდონში ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამური კონფედერციის კონგრესი გაიმართა, რომელსაც საქართველოდან, წყალსათხილამური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან კუბლაშვილი, ფოთის ტბის კლუბის დამფუძნებელი კონსტანტინე ოსიპოვი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი არჩემაშვილი ესწრებოდნე.

კონგრესზე, რომელიც მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოს ანტონიო პერეზმა გახსნა, სპორტის ამ სახეობაში  2026 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დასახელდა. მათ შორის, მთავარი ღონისძიება, 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი, რომლის ჩატარების თარიღია 24-26 ივლისი,  ჩატარების ადგილი კი საქართველო, კერძოდ ქალაქი ფოთი, მალთაყვის ოქროს ტბა. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის ოცი ქვეყნებიდან.

კონგრესს ესწრებოდნენ წყალსათხილამურო სპორტის ევროპული კომისიისა და ევროპის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი პატრის მარტინი, ევროპის კონფედერაციის გენერალური მდივანი მარიან პერსონსი და სხვა.

10 თებერვალი 2026
სრულად
ჩემიონატიდან ხუთივე სპორტსმენი ზუგდიდში საპრიზო კატეგორიით დაბრუნდა | STRONGMAN-ების ჩემპიონატის შედეგები

ჩემიონატიდან ხუთივე სპორტსმენი ზუგდიდში საპრიზო კატეგორიით დაბრუნდა | STRONGMAN-ების ჩემპიონატის შედეგები

საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის წყალტუბოში გაიმართა. 

ჩემპიონატში მონაწილეობა ზუგდიდან 5 სპორტსმენმა მიიღო. ხუთივე მათგანი მშობლიურ ქალაქში საპრიზო კატეგორიებით დაბრუნდნენ:

120+ კილოგრამ კატეგორიაში მეორე ადგილი ზუგდიდელმა დათუნა სხულუხიამ მოიპოვა, 105 კილოგრამ კატეგორიაში დიდებს შორის მეორე ადგილი გურიკა ტორუამ მოიპოვა, ასევე მეორე ადგილზე გავიდა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურიკო დარასელია. მესამე ადგილზე გამვოდნენ 120 კგ კატეგორიაში იაგო შენგელია და 105 კგ კატეგორიაში მასტერებს შორის ამირ სურმავა.

სწორედ ამირ სურმავა იყო ზუგდიდის გუნდის ლიდერი და ზუგდიდელი Strongman-ების მწვრთნელი. ამირ სიურმავა Georgian Strongman & Highland Games National Federation-ის წევრია, ის ამავე ფედერაციის ზუგდიდის კაპიტანი და საქართველოს მრავალგზის პრიზორია.

ამირ სურმავამ STV.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ზუგდიდის გუნდი მიმდინარე წლის მაისში ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

9 თებერვალი 2026
სრულად
სავარჯიშო დარბაზები, ღია მინი ფეხბურთის მოედანი, საჭადრაკო სივრცე, ჩოგბურთის და პადელის კორტები ზუგდიში ახალი სპორტკომპლექსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

სავარჯიშო დარბაზები, ღია მინი ფეხბურთის მოედანი, საჭადრაკო სივრცე, ჩოგბურთის და პადელის კორტები ზუგდიში ახალი სპორტკომპლექსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსები გამოცხადდა.  

ზუგდიდის მრავალფუნქციური კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.

კომპლექსში უნდა განთავსდეს სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და კომერციული სივრცეები. ასევე, მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომები, უსაფრთხოებისა და განათების სისტემები.

9 თებერვალი 2026
სრულად
ხვიჩა კვარაცხელიამ „მარსელს“ გოლი გაუტანა [ვიდეო]

ხვიჩა კვარაცხელიამ „მარსელს“ გოლი გაუტანა [ვიდეო]

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ „მარსელს“ უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ქართველი ვინგერი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც დეზირე დუე შეცვალა, უკვე 66-ე წუთზე კი მეტოქის კარი შთამბეჭდავი დარტყმით აიღო.

სატურნირო ცხრილში, 21 ტურის შემდეგ „პსჟ“ 51 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

9 თებერვალი 2026
სრულად
აბაშელი თემურ დადიანი ზამთრის პარაოლიმპიადაზე იასპარეზებს

აბაშელი თემურ დადიანი ზამთრის პარაოლიმპიადაზე იასპარეზებს

აბაშის საპატიო მოქალაქე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი პირველი ქართველი პარა ათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა ლიცენზიით მოიპოვა და პარალიმპიადაზე პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს.

ზამთრის პარალიმპიური თამაშები იტალიის ქალაქებში — მილანსა და კორტინაში, 6-15 მარტს გაიმართება.

ინფორმაციას აბაშის მერი გიგა გაბელაია ავრცელებს და აბაშელ სპორტსმენს წარმატებებს უსურვებს.

7 თებერვალი 2026
სრულად

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი

პოლიტიკა

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

4 ივნისი