stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ფოტორეპორტაჟი ვლაქერნობის დღესასწაულიდან

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. საზოგადოება
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას ზუგდიდში პატრიარქი აღავლენს

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას ზუგდიდში პატრიარქი აღავლენს

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდიში საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან დილის 08:30 საათზე გამოაბრძანებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსან სამოსელს. სიწმინდე საზეიმო ლიტანიობით გადაბრძანდება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, სადაც 10:00 საათზე დაიწყება სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად! - წერია ზუგდიდისა და ცაიში ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვთისმშობლის სამოსელი მთელი დღის განმავლობაში დაბრძანებული იქნება ტაძარში.

14 ივლისი 2026
სრულად
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა - "დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა

სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა - "დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა

სამეცნიერო ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში“ (Globalization and Business⁠) "ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორისა და ვიცე-რექტორის რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო სტატია - "დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ (Disinformation and Its Impact on Society: The Case of the Russia-Ukraine War) გამოქვეყნდა.

სამეცნიერო სტატია ინგლისურ ენაზე ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესის“ 2026 წლის მე-11 ტომის 21-ე ნომერში გამოქვეყნდა და 156-170 გვერდებს მოიცავს.

ნაშრომში ავტორი დეზინფორმაციას თანამედროვე გეოპოლიტიკაში ძალაუფლების, საზოგადოებრივი აზრის კონტროლისა და სტრატეგიული გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილავს. კვლევის ძირითად მაგალითს რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც გაანალიზებულია დეზინფორმაციის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო შედეგები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაცია მხოლოდ პროპაგანდის დამხმარე საშუალება აღარ არის. იგი სახელმწიფო მართვის, ნარატივების კონტროლისა და ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელსაც საზოგადოებრივი აღქმის შეცვლა, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირება და სამხედრო აგრესიის გასამართლებელი საინფორმაციო გარემოს შექმნა შეუძლია.

რაულ ქირია კვლევაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის შიდა და გარე საინფორმაციო სტრატეგიებს. ავტორის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებისთვის დეზინფორმაცია არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოებზე ზემოქმედების, არამედ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონტროლისა და საზოგადოებრივი რეალობის ხელოვნურად კონსტრუირების ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.

ნაშრომში განხილულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტება და საერთაშორისო ინსტიტუტების შეზღუდული შესაძლებლობები იმ პირობებში, როდესაც აგრესორი სახელმწიფო დეზინფორმაციის საშუალებით ომის შესახებ საერთო და ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის განადგურებას ცდილობს.

კვლევის თანახმად, ფაქტებსა და გამოგონილ ინფორმაციას შორის ზღვრის მიზანმიმართული წაშლა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ინსტიტუციური ნდობის საფუძვლებს. დეზინფორმაციის შედეგად რთულდება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება.

სტატიაში ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი უკრაინული საზოგადოების მდგრადობა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს მედიის წიგნიერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებისა და სანდო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნის მიხედვით, დეზინფორმაციას მშვიდობიან პერიოდში საზოგადოების დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური პროცესების მართვის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ომის დროს მისი ეფექტიანობა მცირდება, როდესაც ადამიანები უშუალოდ აწყდებიან რეალურ მოვლენებსა და მათ შედეგებს.

რაულ ქირიას სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოპოლიტიკას, რუსეთ-უკრაინის ომს, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციას.

10 ივლისი 2026
სრულად
საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზუგდიდი-ანაკლია-ზუგდიდის სატრანსპორტო მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება საზღვაო სეზონთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო მიიღეს.

ტრანსპორტი ბოლო რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

• ზუგდიდი - ანაკლია: 21:10 საათი;

• ანაკლია - ზუგდიდი: 22:00 საათი.

9 ივლისი 2026
სრულად
მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება I პროექტი ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება I პროექტი ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან, მესტიის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.

ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.

პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

9 ივლისი 2026
სრულად
პატრიარქი სენაკში | ბევრი რამ ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით

პატრიარქი სენაკში | ბევრი რამ ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III, საზეიმო საღვთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურებას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ესწრებოდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობისა და ტაძრის დღესასწაული მიულოცა. ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერებით გაიხსენა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მღვდელმთავრობის წლები და აღნიშნა:

„ბევრი რამ ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით, იმ დიდი წმინდანების მოხსენიებითა და შესწავლით, რომლებიც იღვწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში, მაგრამ მთავარი - ეს არის სამეგრელოს ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია შეიცნო ქართული სული და ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა.

8 ივლისი 2026
სრულად
ჯაბა ხუბუა ,,ლელოს” | როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა

ჯაბა ხუბუა ,,ლელოს” | როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა “ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

ხუბუას თქმით, პარტია “ლელო” საერთოდ არ უნდა საუბრობდეს ანაკლიის პორტის შესახებ, რადგან მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა, ხოლო შემდეგ ქართულ სახელმწიფოსთან წააგო ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რაც კი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა.

“როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო და როგორც ქუჩის მეძავმა ქალწულებრივ უბიწობაზე ლექცია არ უნდა წაიკითხოს, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა, ხოლო შემდეგ ქართულ სახელმწიფოსთან წააგო ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რაც კი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა. მოკლედ, ხაზარაძის გეგელია ხელიდან წასული ყეყეჩი და უტიფარი რომ არ იყოს, ანაკლიის პორტზე ხმას არ და ვერ ამოიღებდა.”- წერს ჯაბა ხუბუა.   

8 ივლისი 2026
სრულად
რუხის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

რუხის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა დაესწრნენ.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტებისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით. პარალელურად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ზრდასრულ პაციენტებს კარდიოლოგის, ნეიროქირურგისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ჯანმრთელობას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სერგო ფიფია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

20 ივნისი 2026
სრულად
100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მიხეილ მებონიას 100 წლის იუბილე მიულოცეს.

მიხეილ მებონია 1926 წელს დაიბადა, მას 3 შვილი, 6 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„ბატონი მიხეილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად, სიყვარულითა და შრომით. ვამაყობთ, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც მთელი საუკუნის ისტორია გამოიარეს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ წელს საკუთარი ოჯახის გარემოცვაში ბედნიერად ყოფნას“ - აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში იუბილარს 3 000 ლარს გადაურიცხავს.

19 ივნისი 2026
სრულად
ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი განიხილეს.

გივი მიქანაძის თქმით, ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სისტემის განვითარებას.

აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

18 ივნისი 2026
სრულად
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

15 ივნისი 2026
სრულად
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყებ ადა 22 ივლისს დასრულდება I განრიგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყებ ადა 22 ივლისს დასრულდება I განრიგი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

„2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი: ქართული ენა და ლიტერატურა – 2 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ოსური ენა 2 ივლისი (პირველი სესია); უცხოური ენა 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენა. მათემატიკა – 10 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია – 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 14 ივლისი (პირველი სესია); ქიმია – 14 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება – 15 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია – 16 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 17 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე); 17 ივლისი (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -17 ივლისი (პირველი სესია); გეოგრაფია – 20 ივლისი (მეორე სესია); ლიტერატურა – 21 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა – 22 ივლისი (პირველი სესია)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

15 ივნისი 2026
სრულად
სოც ქსელში გაავრცელეს ფიცრული რეალურად კი ოჯახი ჩვენ მიერ აშენებულ კაპიტალურ სახლში ცხოვრობს I ზუგდიდის სოციალური დაცვის განყოფილება

სოც ქსელში გაავრცელეს ფიცრული რეალურად კი ოჯახი ჩვენ მიერ აშენებულ კაპიტალურ სახლში ცხოვრობს I ზუგდიდის სოციალური დაცვის განყოფილება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებულ იმ ვიდეოს ეხმიანება, რომელიც ჭითაწყარში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოზარდს და მის ოჯახს ეხება.

მერიის განმარტებით, გავრცელებული კადრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

დღეს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ნაზი როგავას ოჯახში პირადად იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც stv-თან განაცხადეს, რომ ვიდეოში ნაჩვენებია არა საცხოვრებელი სახლი, არამედ ფარდული და რეალურად მოზარდი მშობლებთან და ბებიასთან ერთად იმავე ეზოში არსებულ კაპიტალურ სახლში ცხოვრობს, რომელიც ოჯახს ზუგდიდის მერიამ აუშენა:


„ვიდეოში ნაჩვენებია ფიცრული ნაგებობა და არაფერია ნათქვამი იქვე მდგომ კეთილმოწყობილ სახლზე, რომელიც როგავების ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აუშენა“ -ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა მუნიციპალურ სოციალურ პროგრამაში, სახლის მშენებლობამდე კი ოჯახი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობდა.

როგავების ოჯახი უფასო სასადილოს მომსახურებითაც ისარგებლებს.


12 ივნისი 2026
სრულად
15 წლის ზუგდიდელ ლიზი ჩაკაბერიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

15 წლის ზუგდიდელ ლიზი ჩაკაბერიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

15 წლის ლიზი ჩაკაბერია, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძვის, სასწრაფოდ საჭიროებს ხერხემლის მორიგ ქირურგიულ ოპერაციას. ორი წლის წინ მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა დაავადების პროგრესირების გამო, ექიმები დამატებითი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, ოპერაცია სტამბოლის „აჯიბადენის“ კლინიკაში უნდა ჩატარდეს და მოიცავს ხერხემლის რეკონსტრუქციას, ნავიგაციით უკანა ფიქსაციასა და ორმაგ ოსტეოტომიას. სპეციალისტების შეფასებით, ოპერაციის დროულად ჩატარების გარეშე არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების საფრთხე, მათ შორის სუნთქვის ფუნქციის დარღვევისა და ნერვული სისტემის დაზიანების რისკი.

ოპერაციისთვის საჭირო თანხა 40 000 აშშ დოლარს შეადგენს. ოჯახის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დააფინანსა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა ოპერაციის სრულად დასაფინანსებლად დამატებითი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

ლიზი ჩაკაბერიას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000609994053
მიმღები: შორენა შარია (დედა)

10 ივნისი 2026
სრულად
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეჯერება კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება.

„კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია.

მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

4 ივნისი 2026
სრულად
რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. საიუბილეო ღონისძიებები, 26 მაისიდან დაიწყება და პირველი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

„შევთანხმდით ძალიან დიდ პროგრამაზე. ძალიან გასახარია, რომ მათ შორის დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ადგილობრივი, საერთაშორისო, კულტურული, სამეცნიერო - ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები უკვე ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს”, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

20 მაისი 2026
სრულად
ზუგდიდში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხნა

ზუგდიდში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხნა

დღეს ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სამხედრო მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი ჯინჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას ზურაბ იარაჯულის გმირობა გაიხსენა, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შეწირა.

"ზურაბ იარაჯული იყო პიროვნება, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის გმირობის, ღირსებისა და პატრიოტიზმის შეუფასებელ მაგალითად იქცა.

ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ბიუსტის გახსნას ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავი 1993 წლის 13 ივლისს, სოფელ შრომასთან სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჩამოაგდეს. მან მტრისთვის დანებებაზე უარი განაცხადა და შეტაკებისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები.

19 მაისი 2026
სრულად
დევნილთა სააგენტო 500-ზე მეტ ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო 500-ზე მეტ ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.

16 მაისი 2026
სრულად
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება. როგორც ზუგდიდისა და ცაიში ეპარქია იტყობინება მსვლელობა დადიანების კარის ეკლესიიდან 11:30 საათზე დაიწყება.

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქ.ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა 11:30-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან დალოცოს, ქრისტიანული ოჯახის ღირებულებების დამცველები და ყოველნი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“ - წერია ეპარქიის განცხადებაში.

16 მაისი 2026
სრულად
დავით კოდუა შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს

დავით კოდუა შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა შეიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად არცევას ულოცავს:

„დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა სრულიად საქართველოსთვის. მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და იმ სულიერი გზის გაგრძელება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიყვარულით, სიბრძნითა და ეროვნული ერთგულებით შექმნა.

მრავალი წელია, მეუფე შიოს სულიერი გზა, თავმდაბლობა, განათლება და ეკლესიისადმი ერთგულება საზოგადოების განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს და გვჯერა, რომ მისი უწმინდესობა ღირსეულად გააგრძელებს ილია II-ის გზას მშვიდობის, სიყვარულის, ტრადიციების დაცვისა და ეროვნული ერთობის განმტკიცებისთვის.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ მართლმადიდებელს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და ჩვენი ქვეყანა“- წერს დავით კოდუა.

11 მაისი 2026
სრულად
პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით

პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.

„მოგმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს - თანახმა ბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთის სადიდებლად, ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ?“, - მიმართა მეუფე ანანიამ მეუფე შიოს.

„ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით!“, - აღნიშნა არჩეულმა პატრიარქმა, რის შემდეგაც მეუფე ანანიამ ახლად არჩეული პატრიარქის საეკლესიო ტიტული წარმოთქვა:

„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე! აქსიოს!“.

11 მაისი 2026
სრულად

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი

პოლიტიკა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

9 ივლისი