ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
138
ამბები სამეგრელოდან
1652
ამბები სვანეთიდან
101
არჩევნები
355
ახალი ამბები
4328
დღის ამბები
2648
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
132
ვიდეო ამბები
92
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
325
მთელი კვირა
1
მსოფლიო
134
პოლიტიკა
921
რეკლამა
697
საზოგადოება
221
სამართალი
184
სპორტი
240
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
35
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

ნაურუს რესპუბლიკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ,,აღიარების“ გაუქმებას, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. მათი განცხადებით, ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა" განხორციელდა:
„აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. მას შემდეგ რაც ინიციატივებმა პრაქტიკულ სივრცეში დაიწყეს გადასვლა ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია გაჩაღდა. ამოქმედებულ იქნა დახრჩობისა და იძულების დაუშვებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც მიმართული იყო ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული გადაწყვეტილების გადახედვისკენ”, - ნათქვამია საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „საგარეო უწყების” განცხადებაში.

ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„როდესაც ნაურუმ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იყო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო და უკან ყოფილიყო წაღებული.
მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავე თემაზე: ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნაურუს რეპუბლიკამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას! - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ განას რესპუბლიკის დელეგაცის უმასპინძლა. სტუმრები „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ოლეგ ბარციცმა მიიღო. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განას რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის პატივია და გვიხარია ჩვენი განელი მეგობრების მასპინძლობა“, - აღნიშნა ოლეგ ბარციცმა.
ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული სოხუმი განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს დაუძმობილდა.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნი პრესი“ წერს, რომ „სოხუმი და მისი სახელობის მუნიციპალიტეტი განაში დაძმობილებული ქალაქები გახდნენ“.
შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების, კუკტურის, ტურიზმისა და მეცნიერების საკითხებს უნდა შეეხოს.

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში ექიმების საერთაშორისო კონფერენცია „ექიმები ექიმებისთვის“ გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
კონფერენცია ზუგდიდის დიაგნოსტიკური ცენტრის „ჯან-მედისა“ და ა(ა)იპ ონკოჰემატოლოგიური ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწე და ასევე ზუგდიდში მცხოვრები დევნილი ექიმები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერის მოადგილე გიორგი ხვიჩია და საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ედიტა კოდუა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის გაცნობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის აღინიშნა ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო.
კონფერენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, თბილისის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში აგრძელებს.
აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლად ირაკლი ბაღათურია წარადგინა .
ახლად დანიშნული წარმომადგენელი მთავრობის თავმჯდომარემ თანამშრომლებს წარუდგინა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განსახორიცელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021-2025 წლებში იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.
![ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2Fimg_8923-1772660789100.jpeg&w=3840&q=75)
დროებით ოკუპირებული აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას აფხაზუტი ტელეგრამ არხები ავრცელებენ. დრონის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონში იპოვეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც უპილოტო საფრენი აპარატის მოძრაობაა დაფიქსირებული.
ოჩამჩირეში დრონმა ელექტრო გადამცემი ხაზიც დააზიანა.
ვრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში - თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ჩამოთვლილ რაიონებში დრონის ფრაგმენტების პოვნა ვერ შეძლეს, შესაბამისად - ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
„დრონების საფრთხის“ გამო ფსოუს ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა.

თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სოჭის საბაჟომ ქალთა საერთაშორისო დღისთვის განკუთვნილი 300 ტონაზე მეტი აფხაზური მიმოზა გააფორმა. ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ რუსეთის საბაჟოს უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთიდან ყვავილები რუსეთის ყველა რეგიონში შედის. მიმოზას ტვირთს განსაკუთრებული პირობები სჭირდება: სპეციალისტები დახურულ სატრანსპორტო საშუალებებში დაბალ ტემპერატურაზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, რომ მყიფე ტვირთი ახლად შენარჩუნდეს.
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის მიმოზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ყვავილი, ძირითადად, რუსეთის ცენტრალურ რეგიონს მიეწოდება.
გასულ 2025 წელს აფხაზეთიდან რუსეთში კრასნოდარის მხარის გავლით სულ 400 ტონაზე მეტი მიმოზა შეიტანეს.
![სოხუმნში კაფე „პინგვინთან“ უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2Fphoto_5_2026_03_03_17_31_48-1772605617688.jpg&w=3840&q=75)
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სანაპიროზე, ცნობილი „პინგვინის“ კაფის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხესიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ I-IV საუკუნეებით თარიღდება.ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გათხრების დროს ასევე აღმოაჩინეს რომალული მონეტა და ლითონის ლურსმნის თავები. არქეოლოგიური სამუშაოები ოკუპირებული სოხუმის სანაპირო ზოლზე ერთი კვირაა მიმდინარეობს - საერთო ჯამში აღმოჩენილია უძველესი ამფორების ფრაგმენტები, ორნამენტებით მორთული წითლად მოჭიქული კერამიკა, უძველესი კერამიკული ხელსაბანი.
არქეოლოგიურ სამუშაოებს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის დეკანი ალიკ გაბელია ხელმძღვანელობს.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს „საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის“ გაუმჯობესებაში დაეხმარება, ამის შესაბამის ე.წ. შეთანხმებას აფხაზეთის დე-ფაქტო გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრმა, ედგარ ბენიამ და რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსმა, დანილ ეგოროვმა მოაწერეს ხელი.
ე.წ. შეთანხმების თანახმად, რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებულ აფხაზეთში სალარო აპარატების აღჭურვას, დაეხმარება დღგ-ს ავტომატიზებული კონტროლის სისტემისა და ონლაინ სალარო აპარატების დანერგვაში - ნათქვამია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში გუდაუთის რაიონში, მთავარ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
![აფხაზეთიდან დევნილებისთვის ელეტრონულუ პორტალი ამუშავდა [სერვისებზე დეტალურად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F01%2Fimg_7072-1769259026888.jpeg&w=3840&q=75)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილებისთვის განკუთვნილი ერთიანი ელექტრონული პორტალი წარადგინა, რომელიც აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს.
ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. პორტალის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამასა და სერვისზე.
პრეზენტაციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის საცელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
პორტალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ შეიქმნა.

აფრო-აფხაზების ან შავკანიანი აფხაზების შესახებ გსმენიათ? სოფელი აძიუბჟა ოკუპირებული აფხაზეთში ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარცხენა სანაპიროზეა გაშენებული. ეს სოფელი სხვა რამდენიმე აფხაზურ სოფელთან ერთად გამორჩეულია თავისი წარსულით. აძიუბჟა შავკანიან აფხაზთა დასახლების ძირითადი ადგილი იყო. შავკანიანი აფხაზების ისტორია ერთობ საინტერესო და ამავდროულად იდუმალებითაა მოცული.
აფრიკელების აფხაზეთში მოხვედრის რამდენიმე ვერსია არსებობს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე პლანტაციებში სამუშაოდ.
1927 წელს საკითხით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ მწერალ, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შავკანიანებს შეხვდა. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა შავკანიანი აფხაზების წარმოშობის ადგილად ეთიოპია მიიჩნია.
ასევე არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აფრო-აფხაზები შავ ზღვაში ჩაძირული ოსმალური გემის მგზავრები იყვნენ, რომელსაც მონები გაგაჰყავდა.

მანდარინის ფესტივალის ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში 54 მეტრის სიგრძის მანადრინის ნამცხვარი წარმოადგინეს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „აფსნიპრესი“ იუწყება რეკორდული ტორტის შექმნაზე 32 კაფეს, რესტორნისა და საკონდიტრო მაღაზიის 45 კონდიტერი მუშაობდა.
„კლასიკური რეცეპტების ნაცვლად, კონდიტერებმა სხვადასხვა ციტრუსის შიგთავსი გამოიყენეს - ლიმონი, ფორთოხალი და მანდარინი - რათა სტუმრებს ათობით სხვადასხვა არომატის დაგემოვნება შეძლებოდათ“, წერს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი გამოცემა.
მანდარინის ფესტივალი სოხუმში 6-დან 10 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ზუსტად 115 წლის, 1911 წლის 3-4 იანვარს სოხუმში დიდი თოვლი მოვიდა. ზღვიპირა ქალაქისთვის უჩვეულო თოვლის რაოდენობამ პრობლემები შექმნა. თოვლის საფარის სიმაღლე სანაპიროზე 2 მეტრს აღწევდა. გადაადგილებისთვის ადამიანებმა თოვლში გვირაბებიც კი გათხარეს. დიდითობლობა ქალაქში 38 დღე გაგრძელდა.
სტიქიამ დააზიანა სახლები, ტელეგრაფის ბოძები, პრობლემები შეიქმნა არაერთი მიმართულებით.

33-ე ახალ წელს ვხვდებით საკუთარი სახლებიდან შორს, თუმცა გვაერთიანებს მტკიცე რწმენა იმისა, რომ აღვადგენთ ყველა ჩატეხილ ხიდს და დავბრუნდებით აფხაზეთში, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის საახალწლო ვიდეო მიმართვაშია აღნიშნული.
გიორგი ჯინჭარაძე ახალ წელს ულოცავს ყველას, განსაკუთრებით კი დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ ახალ 2026 წელს! დამდეგი წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის იმედის, რწმენის, ერთიანობის და კეთილდღეობის მომტანი.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენ მოსახლეობას - ადამიანებს, რომელთა მოთმინება და ერთგულება საქართველოს ძლიერი მომავლის საფუძველია. 33-ე ახალ წელს ვხვდებით საკუთარი სახლებიდან შორს, თუმცა გვაერთიანებს მტკიცე რწმენა იმისა, რომ აღვადგენთ ყველა ჩატეხილ ხიდს და დავბრუნდებით აფხაზეთში.
გასულმა წლებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად რთული, თუმცა უალტერნატივოა მშვიდობისა და ნდობის გზაზე თანმიმდევრული სვლა. ამ პროცესში კი საჭიროა ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი თითოეული თანამემამულის ინტერესების დაცვა, მათ საჭიროებებზე ზრუნვა და ისტორიული ერთობის აღდგენის ხელშეწყობა.
სწორედ ამიტომ, 2026 წელს კვლავაც პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებების გაძლიერება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება და შერიგებაზე დაფუძნებული დიალოგის განვითარება.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დევნილთა დახმარების მიზნით განხორციელებული პროექტების უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.
ვაცნობიერებთ არსებულ სირთულეებს. პოლარიზაცია და დაპირისპირება აფერხებს ნდობის აღდგენას და აშორებს ერთმანეთს ადამიანებს, რომლებსაც საერთო წარსული და ღირებულებები აერთიანებს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ პირდაპირ დიალოგს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ეფუძნება პატივისცემას, ეროვნულ ღირსებასა და მშვიდობის რწმენას - ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს ერთმანეთთან!
რომ მშვიდობისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი გაგვაერთიანებს და სულ მალე, ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვრებთ - ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად.
ამ რწმენით და უფრო ნათელი მომავლის იმედით, კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, კეთილდღეობას და მალე ჩვენს მიწაზე, ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებას!" - აღნიშნულია გიორგი ჯინჭარაძის მილოცვაში.

საქართველოში პირველი საახალწლო ნაძვის ხე 1900 წელს აფხაზეთში, სოხუმში დაიდგა.
საქართველოში პირველი მორთული ნაძვის ხის ფოტო, რომელიც სოხუმშია გადაღებული, ქართველმა მკვლევრებმა ბრიტანეთის მუზეუმში მიაკვლიეს. უნიკალურ ფოტოზე, რომელიც 1900 წელით თარიღდება საახალწლო წვეულების ფრაგმენტია ასახული.

აფხაზეთში ახალ წელს ხეჩხუამას ან აჯირნიხუას ეძახიან და განსაკუთრებული ზარზეიმით, 31 დეკემბრის ნაცვლად, 13 იანვარს აღინიშნება. აქ ძველით ახალი წელი განახლებისა და სამყაროს შექმნის სიმბოლოა.
აფხაზურ საგვარეულო სახლში დიდი სამზადისი და ჟრიამული იყო საახალწლოდ, სადაც მთელი ოჯახი და სანათესაო იკრიბებოდა. საახალწლოდ საგანგებოდ გახსნილი ქვევრიდან სვამდნენ ღვინოსს და სპეციალურად ამ დღისთვის გამოცხობილ თაფლიან და ნიგზვიან ქადებსა თუ აფხაზურა პურებს აცხობდნენ.
ადრე ამ მხარეში წარმართული ტრადიციაც არსებობდა, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი პირუტყვს კლავდა და მისი ღვიძლით, ფილტვითა და თირკმლით ხელში მიდიოდა სოფლის სალოცავში. იქ კი, როცა ლოცვას დაასრულებდა, ღვინოს ასხურებდა ხატებს და მხოლოდ ამ რიტუალის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, სადაც ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა.

ოკუპირებულ გალში ნაძვის ხე აანთეს, კადრებს „გალ ტვ“ ავრცელებს.
#ამბებისაფხაზეთიდან