stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. კულტურა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეტში [პროგრამა]

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეტში [პროგრამა]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდში, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.

პროგრამა:

11:00-17:00 - თავდაცვის ძალების შეიარაღების გამოფენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია - საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი; ეროვნული არქივის ინსტალაცია - საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ; საინფორმაციო ინსტალაცია  სამინისტროს შესახებ;  გიგანტური პასპორტი; 360 GIFFER; ფოტო სივრცე - გაზეთი; ფოტო სივრცე - ID ბარათი; ტრადიციული ფოტო სივრცე; მობილური იუსტიციის სახლი - გაიცემა სიმბოლური დაბადების მოწმობა; რე-მარკეტი; მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა; ძველი სანოტარო აქტების გამოფენა; სსიპების სტენდები; პენიტენციური სამსახურის კვადროციკლების გამოფენა; პენიტენციური სამსახურის შეიარაღება და სპეცსაშუალებები; „მართე პროცესი მარტივად“ -  მოცულობითი სტენდი; კვების ზონა; ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცე; სამართლებრივი კონსულტაციები ნოტარიუსებისგან; ამზომველების კონსულტაცია; სიმბოლური პასპორტების ბეჭდვა;

12:00 – 15:00 - ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების კონცერტი

17:10 - ჰიმნს შეასრულებს ადგილობრივი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი;

18:00 - გალა კონცერტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

ფოთის ცენტრალურ მოედანზე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.

პროგრამა

11:00-18:00 - საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში  „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;

11:00 – 18:00 -  სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

13:00 – 18:00 - კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;

13:30 – 14:30 - კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში - "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" - მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში.

13:30 -13: 50 - კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი;

14:30 – 16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;

17:10 – 17:15 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

17:20 –  გალა კონცერტი.

მესტიის მუნიციპალიტეტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

პროგრამა:

11:00 - ფოტოზონები, საინფორმაციო სტენდები;

12:00 - საზეიმო მსვლელობა - კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მონაწილეობით

12:00-17:30 - ბავშვთა გასართობი სივრცე: სახის მოხატვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები;

12:00-19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი;

14:30-16:30 - ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი

16:30 -კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი -  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;

17:30-19:30 - გალა კონცერტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

26 მაისს, აბაშაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

09:00 -18:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა

14:30 საათი - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.

15:00 საათი - საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობა (თავისუფლების ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია).

15:30 საათი - „ქართული მუსიკის კონცერტი“

16:00 საათი - ხელოვნების სკოლის სამხატვრო ჯგუფის მოსწავლეების ნახატების გამოფენა (ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი)

17:00 საათი - საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.

17:10 - სახელმწიფო ჰიმნი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

26 მაისის აღსანიშნავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

09:00 საათი - ქალაქ წალენჯიხის, გოგი კალანდიას სახელობის  ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

11:30 საათი -  ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვირგვინით შემკობა;

12:00 საათი - წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა -  თვალთვაძეების (პედაგოგ ფეოდოს თვალთვაძის) საგვარეულო ბიბლიოთეკის გადაცემა წალენჯიხის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის.

12:20 საათი - წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა - სემინარი თემაზე - 26 მაისი;

14:30 - 16:00 საათი - გუგე ცანავას სახელობის პარკი - მუსიკალური და სპორტული აქტივობები. პარკში მოეწყობა ნახატებისა და სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენები, მეწარმე-ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე  ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა;

17:10 საათი -  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

17:20 საათი - ფლეშმობი

17:30 საათი - კონცერტი - ადგილობრივი შემსრულებლებისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით:

20:30 საათი - ფოიერვერკი;

ხობის მუნიციპალიტეტი

26 მაისს, ხობის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

12:00-14:00 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება (ცენტრალური სტადიონი)

15:00-16:00 საათი - საბავშვო გასართობი სივრცე - ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა

ახალგაზრდული აქტივობები; სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნარდსა და შაშში

16:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით - კულტურის სასახლის დიდი დარბაზი;

17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

17:20 საათი - კონცერტი

20:00 - ფოიერვერკი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

26 მაისს, ქალაქ ჩხოროწყუში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

09:00 -18:00 საათი - ქალაქ ჩხოროწყუში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

11:30 საათი - სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მის  მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. ჩატარდება ღონისძიება ჩოხოსნების მონაწილეობით

11:00 -15:00 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გარბენი და ტურნირი კარატეში. საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

11:30 საათი - დამოუკიდებლობის  დღისადმი  მიძღვნილი კონფერენცია ისტორიულ  მუზეუმში.

მერიის  ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით; ქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი დღის მანძილზე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები.  ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა. სპორტული თამაშები:  მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მკლავჭიდში;

14:00 საათი - ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარედ, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით.

14:20 საათი - მერის სტიპენდიანტების დაჯილდოება.

 

სენაკის მუნიციპალიტეტი

08:00 -17:00 საათი -  სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

10:00 საათი - სპორტული აქტივობები: ჭადრაკი, ტაეკვონდო, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, კალათბურთი;

12:00 - 14:00 საათი - სკოლების კუთხეები; გამოფენები. სხვადასხვა თემატური და მუსიკალური აქტივობები;

12:00 -14:00 საათი - საბავშვო სივრცე; გამოფენა; სახეზე ხატვა; გობელენის მასტერკლასები.

12:00 -13:00 საათი - ხალხური და საესტრადო მუსიკის კონცერტი

13:00 საათი - მინი ფეხბურთის ფესტივალი 2014-2016 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელებს შორის;

13:30 -14:30 საათი - კონცერტი სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელების მონაწილეობით;

14:00 საათი - მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.

14:00 საათი - ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა;

14:45 საათი - ფლეშმობი - საჯარო სკოლების მონაწილეობით;

15:00 საათი - მინიფეხბურთის ფინალი (თავისუფლების თამაშები);

16:00 საათი - აქტივობები მერის  ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობით;

16:00 საათი - ქორეოგრაფიული კონცერტი

17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;

20:00 საათი - კონცერტი და ფოიერვერკი;

 

მარტვილის მუნიციპალიტეტი

26 მაისს,  მარტვილში ცენტრალურ ქუჩაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

 

09:00 – 18:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

09:30 საათი - ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა;

09:45 საათი - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა. ლიტერატურული კომპოზიცია;

10:00 საათი - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში

11:00-12:00 საათი - მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლასთან არსებული სპორტულ წრეებში გაერთიანებული აღსაზრდელების მიერ მოეწყობა სპორტული აქტივობები(სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია);

11:00 საათი - მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ცნობილი მხატვრების ნახატების გამოფენა - დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია, ანტიკვარული სანადირო და საბრძოლო იარაღების გამოფენა;

12:00 საათი -„ხატვა ასფალტზე“(მუზეუმის მიმდებარედ); თეატრალიზებული მსვლელობა - ბერიკები -  კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;

13:00 საათი - რიტმების სამყარო, ჰანგებით ნათქვამი საქართველო (მერიის მიმდებარე ტერიტორია);

13:00  საათი  - ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა; ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა; მარინა ლაგვილავას ხელთნაკეთი თოჯინებისა და ნაქარგების  პერსონალური გამოფენა (კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია);

13:00 საათი - მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ლიტერატურული კომპოზიცია;

13:30 საათი - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების ფოტო - გამოფენა, ნახატების გამოფენა, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა;

14:30 საათი - კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი (მარტვილის ცენტრალურ ქუჩაზე);

15:30 საათი - მარტვილის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე მოეწყობა საფეხბურთო ფესტივალი - დაჯილდოება;

17:00  საათი - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავჯდომარის მილოცვა (მთავარ სცენაზე);

17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;

17: 15 საათი - ცენტრალური მოედნის 4 ლოკაციაზე ქართული ცეკვა; ჰელიუმის ბუშტების გაშვება;

18:30 საათი - მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული  ბენდის კონცერტი;

 

25 მაისი 2026
სრულად
რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. საიუბილეო ღონისძიებები, 26 მაისიდან დაიწყება და პირველი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

„შევთანხმდით ძალიან დიდ პროგრამაზე. ძალიან გასახარია, რომ მათ შორის დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ადგილობრივი, საერთაშორისო, კულტურული, სამეცნიერო - ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები უკვე ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს”, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

20 მაისი 2026
სრულად
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად, ფერწერის მასტერკლასები გაიმართა და მოეწყო ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.

დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონული პორტალის მუშაობის პრინციპს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილები“ დაეტოვებინათ.

ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.

დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონურმა ვოკალურმა გუნდმა ვოკალ-ვირკანმა.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

19 მაისი 2026
სრულად
ზუგდიდელი ანდრია შარია კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალის გამარჯვებულია

ზუგდიდელი ანდრია შარია კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალის გამარჯვებულია

ზუგდიდელი ანდრია შარია ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის  რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ გამარჯვებულია. სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანოს მიმართულების მოსწავლემ, აღნიშნულ

კონკურსში I საპრიზო ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

ანდრია ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის XIX ეროვნულ კონკურს-ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები 2026“, სადაც  II ადგილი დაიკავა და მიენიჭა ლაურეატის წოდება.

ანდრია შარიას პედაგოგი ნინელი აფხაზავაა.

5 მაისი 2026
სრულად
ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა" საზეიმო ღონისძიებით დაიხურა

ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა" საზეიმო ღონისძიებით დაიხურა

ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.

კონკურს-ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

კონკურს-ფესტივალის საღონისძიებო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯავახიშვილმა ხალხური სიმღერის მასტერკლასი ჩაატარა, ხოლო დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა გუნდის კონცერტი გაიმართა.

საგუნდო კოლექტივების, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს - ფესტივალი „ჰარიდა“ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების აკადემიის და მუსიკის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.

30 აპრილი 2026
სრულად
84 წლის ასაკში ცნობილი ზუგდიდელი მხატვარი ზაირა ბეჭვაია გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ცნობილი ზუგდიდელი მხატვარი ზაირა ბეჭვაია გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ცნობილი ზუგდიდელი მხატვარი ზაირა ბეჭვაია გარდაიცვალა.

იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. საგაზაფხულო -  საშემოდგომო საშობაო გამოფენები თბილისში, პერსონალური გამოფენა მხატვრის სახლში 1993 წელს (მოსკოვი), ჯგუფური გამოფენა 1994 წელს (მოსკოვი), პერსონალური გამოფენა ავსტრიაში, 1998 წელს (ვენა), პერსონალური გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში 1999 წელს, პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2003 წელს (თბილისი), პერსონალური გამოფენა კულტურის ცენტრში - მუზაში 2014 წელს (თბილისი), ჯგუფური გამოფენა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში 2017 წელს, საერთაშორისო გამოფენა არტგალერეაში 2017 წელს (მოსკოვი), საერთაშორისო გამოფენა ლუვრში 2018 წელს (პარიზი) და 2019 წელს საერთაშორისო გამოფენა ნიუ-იორკში.

მხატვრის ნამუშევრები ინახება საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ნორვეგიის, რუსეთის, თურქეთის, ბულგარეთის, სამხრეთ აფრიკისა დ ა აშშ-ს კერძო კოლექციებში.

ზაირა ბეჭვაიას ზუგდიდში 14 აპრილს, 15:00 საათზე დაკრძალავენ. გამოსვენება მაცხოვრიკარის ეკლესიიდან.

13 აპრილი 2026
სრულად
,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოს პატრონაჟით, 31 მარტს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაიმართა.

შემოქმედებით საღამოზე ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა დემეტრე გამსახურდიამ დაუკრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: თინათინ მღვდლიაშვილი, დემეტრე გამსახურდია, თემურ თათარაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ზურაბ ცინცქილაძე, თამარ ურუშაძე, გურანდა დოლიძე, მერაბ დოლიძე.

ღონისძიება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგარზდობის სასახლის დარბაზში გაიმართა.

2 აპრილი 2026
სრულად
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. საპრეზიდენტო ცენტრი ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებსა და საფონდო სივრცეებს, სარესტავრაციო ლაბორატორიებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა - „თანამედროვე ქართული ხელოვნება”. გამოფენაზე წარმოდგენილია XX საუკუნის ქართული ფერწერის კოლექცია. ექსპონატებს შორისაა ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.

ასევე, გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია - „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.

საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საპრეზიდენტო ცენტრი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. ცენტრი მიმდინარე წლიდან კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სსიპ-ის - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.

31 მარტი 2026
სრულად
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი 31 მარტს გამოფენას და საჯარო ლექციას უმასპინძლებს

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი 31 მარტს გამოფენას და საჯარო ლექციას უმასპინძლებს

31 მარტს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში გამოფენას „თანამედროვე ქართული ხელოვნება დადიანების სასახლეების კოლექციებიდან” და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექციას „ზვიად გამსახურდია, მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე” უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი კალანდია ავრცელებს.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია. კოლექცია ასახავს ქართული მხატვრობის განვითარებას სხვადასხვა თაობისა და მიმდინარეობების მიხედვით. აქ თავმოყრილია როგორც კლასიკური, ისე მოდერნისტული მხატვრობის წარმომადგენელთა ნამუშევრები — ელენე ახვლედიანის ლირიკული ქალაქური პეიზაჟებიდან და გივი თოიძის ისტორიულ-დოკუმენტური ხედვებიდან დაწყებული, თანამედროვე ავტორთა ინტერპრეტაციებით დასრულებული. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია ელენე ახვლედიანს, რომლის შემოქმედება ქართულ ქალაქს პოეტურ სახეს სძენს და ევროპული მოდერნიზმის გავლენებს ადგილობრივ ტრადიციებთან აერთიანებს. კოლექციაში ასევე წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილი, ედმონდ კალანდაძე, გივი თოიძე და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრები, რომელთა ნამუშევრები ერთობლივად ქმნიან მრავალფეროვან სურათს XX საუკუნის ქართული ფერწერის ევოლუციაზე“ - წერს გიორგი კალანდია.

გამოფენა გაიხსნება 14:00 საათზე, საჯარო ლექცია კი დაიწყება 15:00 საათზე. დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი, ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას 1

  • ამავე თემაზე:

ზვიად გამსახურდია 87 I ღონისძიებაზე ზუგდიდში მისი შვილიშვილი დაუკრავს


26 მარტი 2026
სრულად
ზვიად გამსახურდია 87 I ღონისძიებაზე ზუგდიდში მისი შვილიშვილი დაუკრავს

ზვიად გამსახურდია 87 I ღონისძიებაზე ზუგდიდში მისი შვილიშვილი დაუკრავს

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოს პატრონაჟით, 31 მარტს, 18:00 საათზე, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

შემოქმედებით საღამოზე ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი დემეტრე გამსახურდია დაუკრავს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ: თინათინ მღვდლიაშვილი, დემეტრე გამსახურდია, თემურ თათარაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ზურაბ ცინცქილაძე, თამარ ურუშაძე, გურანდა დოლიძე, მერაბ დოლიძე.

26 მარტი 2026
სრულად
პატარა მოცეკვავეები ზუგდიდან პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ

პატარა მოცეკვავეები ზუგდიდან პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ

ზუგდდიში მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლ იმედის პატრაა მოცეკვავეების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმუნდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ.


21 მარტი 2026
სრულად
დადიანების სასახელე, გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი | საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გიორგი კალანდია უხელმძრვანელებს

დადიანების სასახელე, გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი | საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გიორგი კალანდია უხელმძრვანელებს

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს.

გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.

ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, კულტურის მინისტრმა გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს გიორგი კალანდია წარუდგინა. თინათინ რუხაძემ და გიორგი კალანდიამ მათ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.

"ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანების შექმნა სასახლე-მუზეუმებს, მენეჯმენტის კუთხით, მნიშვნელოვნად დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებაში ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც შევა, სადაც, სხვადასხვა პროექტით, ახალგაზრდებს მოვიზიდავთ.

სასახლე-მუზეუმების მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

8 მარტი 2026
სრულად
დადიანების მარანი - მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა

დადიანების მარანი - მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა

დადიანების სამუზეუმო კომპლექსის ნიკოსეული სასახლის სარდაფში მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენა - დადიანების მარანი გაიხსნა. ახალი საგამოფენო სივრცე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია ადგილობროვებისთვის, შიდა მოგზაურებისა და ტურისტებისთვის.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მეგრული მარანი და სამეგრელოში არსებული ვაზის ჯიშების გავრცელების არეალის შესახებ ინფორმაცია.

გამოფენაზე ზუგდიდელები და ქალაქის სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ღვინის დაყენების კულტურასა და ტრადიციებს, მოისმენენ ლექციას ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ლეგენდებისა და ადათ-წესების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დადიანების ოჯახის ღვინის წარმოების ინდუსტრია. დამთავლიერებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე დააგემოვნოს ოჯალეშის ღვინო.

გამოფენის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1 მარტი 2026
სრულად
21 და 22 თებერვალს მესტიაში „გემო ფესტი“ გაიმართება

21 და 22 თებერვალს მესტიაში „გემო ფესტი“ გაიმართება

21 და 22 თებერვალს მესტიაში „გემო ფესტი“ გაიმართება. ტრადიციული და ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციები, სწრაფი კვება, მეგობრული გარემო, ცხელი სასმელები და მუსიკა - ეს ისაა რასაც „გემო ფესტი“ მესტიელებსა და მის სტუმრებს შესთავაზებს

„გემო ფესტი“ გემოების ზეიმის კიდევ ერთ წელს მესტიიდან იწყება. გემო ფესტთან ერთად მესტიაში 21 თებერვალს გაიხსნება მსოფლიო ფრირაიდის ტური.

28 იანვარი 2026
სრულად
ჰააგის სასამართლოში ანსამბლ „ფაზისის“ შესრულებით ქართული სიმღერები გაჟღერდა

ჰააგის სასამართლოში ანსამბლ „ფაზისის“ შესრულებით ქართული სიმღერები გაჟღერდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2026 იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე პირველად აჟღერდა ქართული სიმღერა ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისის” შესრულებით.

27 იანვარს, 2026 იურიდიული წლის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოს სახელით, სპეციალური მიწვევით წარსდგა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისი’’. შესრულდა 2 ხალხური სიმღერა : ოდოია და ცედური მრავალჟამიერი.

ფოთის მერია მადლობას უხდის ქართული ანსამბლის სასამართლოში მიწვევის იდეის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ტომოკო აკანეს და ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს.

28 იანვარი 2026
სრულად
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ,,ბზიკები“ საქართველოს ევროვიზია 2026-ზე წარადგენენ

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ,,ბზიკები“ საქართველოს ევროვიზია 2026-ზე წარადგენენ

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ამავე კონკურსის საბავშო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი ბზიკები წარადგენს. ბზიკებმა საბავშო ევროვიზია 18 წლის წინ, 2008 წელს მოიგეს. ეს ამ კონკურსზე საქართველოს პირველი გამარჯვება იყო. საბავშო ევროვიზია საქართველომ სულ ოთხჯერ მოიგო. ბზიკები იმედოვნებენ, რომ მაისში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც გაიმეორებენ 18 წლის წინანდელ გამარჯვების ფორმულას.

გიორგი შიოლაშვილის, მარიამ ტატულაშვილისა და მარიამ კიკუაშვილისგან შემდგარი ჯგუფი კვლავ ყურადღების ცენტრში, საქართველოში გამართული 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოექცა. მათმა ახალმა სიმღერამ, We Don't Sleep ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა.

სიმღერა, რომლითაც ისინი ევროვიზია 2026-ში, მაისში მიიღებენ მონაწილეობას, ჯერ უცნპობია. 

საბავშვო ევროვიზიის 23-წლიანი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე დასამახსოვრებელმა გამარჯვებულებმა „ბზიკებმა“ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს ფუტკრის თემატიკის მქონე სიმღერით Bzz.., რომელიც მათ სცენაზე მბზინავი შავ-ყვითელი სამოსით გამოწყობილმა, გამოგონილი ენითა და მუსიკით შეასრულეს.
კვიპროსში გამართული საბავშო ევროვიზიის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Zabuzei, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებში ჰიტი გახდა.

eurovision.com - იდან თარგმა stv.ge-მ

18 იანვარი 2026
სრულად
ჯვარში გუბანის ეკლესიას და დაკიდულ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჯვარში გუბანის ეკლესიას და დაკიდულ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ორ ობიექტს დაკიდულ (ვანტურ) ხიდს მდინარე მაგანაზე და ჯვარის გუბანის გუმბათოვან ეკლესიას კულტურული მეკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მაგანის ხიდი 1932 წელსაა აშენებული და მაშინდელ საბჭოთა კავშირში ასეთი ტიპის პირველ სამანქანე გადასასვლელს წარმოადგენდა, ხოლო გუბანის გუმბათოვანი ეკლესია წარმოადგენს გუბანის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ნაგებობას, რომელიც თავისი მასშტაბებით, სამშენებლო ტექნიკითა და არქიტექტურული გადაწყვეტით უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

17 იანვარი 2026
სრულად
ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]

ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]

ახალი წლის ღამეს ზუგდიდელების წინაშე მომღერალი ნუცა ბუზალაძე წარსდგა. ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან გამართული გალა კონცერტი კონცერტი კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა. 

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა,  ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან და პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან ერთად დაესწრო.

1 იანვარი 2026
სრულად
ახალი წლის ღამეს ზუგდიდში ნუცა ბუზალაძე იმღერებს

ახალი წლის ღამეს ზუგდიდში ნუცა ბუზალაძე იმღერებს

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ზუგდიდში ნუცა ბუზალაძე იმღერებს.

ნუცა ბუზალაძემ 2024 წლეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წარადგინა. ის სხვადასხვა საერთშოროსო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეა, მათ შოროს ამერიკული ვოისის მონაწილეა.

20 დეკემბერი 2025
სრულად
სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა.

დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული, ახალგაზრდული, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური პერფორმანსი – ლეგენდა „არგონავტებზე“, დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ეგრისობა 2025 კი ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტით დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ 2025 წლის საპატიო სენაკელები. ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქისა და სენაკზე მზრუნველის წოდება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 9 ადამიანს მიენიჭა:

  • დეკანოზ ალექსი რეკვავას – ზანის ფერისცვალების სახელობის, ლესიჭინეს მიძინებისა და ოჩხომურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრების წინამძღვარს;
  • ელვინა ყიფიანს – საგანმანათლებლო სფეროს ღვაწლმოსილ და დამსახურებულ მუშაკს;
  • გიორგი გაგუას – ისტორიკოსს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ბიზნესმენს;
  • ლენა გოგინავას – საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, 54 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით;
  • მამუკა ადამიას – ძირძველ სენაკელს, ბიზნესმენს, ქველმოქმედს;
  • ნუგზარ ძაძამიას – ქალაქის კოლორიტს, პოლიციის მაიორს, უმწიკვლო და სანიმუშო სამსახურისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს I, II და III ხარისხის მედლების მფლობელს;
  • მურმან ბოჯგუას – დამსახურებულ ექიმ-პედიატრს, შპს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორს;
  • თენგიზ თოფურიძეს – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის წამყვან მსახიობს, ღირსების მედლისა და თეატრის ამაგდარის საპატიო წოდებების მფლობელს, 100-მდე საკულტო სპექტაკლის მსახიობს;
  • სენაკზე მზრუნველის წოდება მიენიჭა ქალაქის კოლორიტს, ავთანდილ ჯოჯუას.

საპატიო სენაკელებს მედლები და სიგელები გადასცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ; სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ.

„ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო რეპორტაჟი

14 ნოემბერი 2025
სრულად

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი

პოლიტიკა

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

4 ივნისი