stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ეკონომიკა
რწმუნებულის ადმინისტრაცია I რეგ. პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს

რწმუნებულის ადმინისტრაცია I რეგ. პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით:

„დღეის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ - წერია რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ თემაზე ვრცლად:

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ


11 ივნისი 2026
სრულად
ეკონომიკის სამინისტრო: სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო

ეკონომიკის სამინისტრო: სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია გაეცნენ.

ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება-მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.

ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

6 მაისი 2026
სრულად
პრემეირის კომენტარი ჰესებთან დაკავშირებით

პრემეირის კომენტარი ჰესებთან დაკავშირებით

კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება.

ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები. რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

23 აპრილი 2026
სრულად
პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით

პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით

მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე.

„პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

8 აპრილი 2026
სრულად
პრემიერის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად ანაკლიის პორტის პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა

პრემიერის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად ანაკლიის პორტის პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„შევეხები ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის თემას, როგორც მოგეხსენებათ, როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების  სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპტიმიზაციის შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა:

„ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც შედეგადაც პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა.  პროექტის ღირებულება შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით და შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, სახელმწიფო ბიუჯეტს სასარგებლოდ 52,5 მილიონი დოლარის დაზოგვისთვის.

8 აპრილი 2026
სრულად
დავით კოდუა: სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ეკოტურიზმისა და ზღვისპირა ზონების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს  ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას

დავით კოდუა: სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ეკოტურიზმისა და ზღვისპირა ზონების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ წარუდგინა.  განხილვაზე  მერმა  დეტალურად წარადგინა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების განვითარების ხედვა, ძირითადი მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.

ზუგდიდის მერიის მიერ მომზადებულ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას. დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების, ერთიანი სანიაღვრე სისტემების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების იერსახის განახლება. აღნიშნულ პერიოდში სრულად მოწყობილი მუნიციპალური გზების სიგრძე 479 კილომეტრიდან 850 კილომეტრამდე გაიზრდება.

,,ტურიზმის განვითარება და სექტორში დასაქმებულთა ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ეკოტურიზმისა და ზღვისპირა ზონების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს  ტურიზმის და შესაბამისად ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. ამასთან, დაგეგმილია მწვანე რეკრეაციული სივრცეების განვითარება, მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაცია და საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ქალაქში ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ასევე, დაგეგმილია ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჭურიის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება.

დოკუმენტი მოიცავს სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ბენდელიანის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მოწყობას, სტადიონის მშენებლობას, სარაგბო ბაზის დასრულებას, 37 სკოლისა და 47 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ასევე კულტურული ობიექტების განახლებას.

აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი თვითმმართველობის მთავარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს და ორიენტირებულია დეცენტრალიზაციის გაძლიერებაზე, მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის ეტაპობრივ უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის ეფექტიან რეალიზაციაზე, რაც საბოლოოდ მიმართულია მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენ” - აღნიშნავს დავით კოდუა.

მუნიციპალიტეტებში სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებითა და რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

7 აპრილი 2026
სრულად
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.

მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.

საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

 

26 მარტი 2026
სრულად
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.

მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.

დევიდ ო`სალივანი აგრეთვე განმარტავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.

წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - დასძინა მან.

10 მარტი 2026
სრულად
გასულ წელთან შედარებით ექსპორტირებული თხილის ოდენობა 33%-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით ექსპორტირებული თხილის ოდენობა 33%-ით გაიზარდა

თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია. თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილი - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებისვე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 33%-ით (407.4 ტონა), ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ (10.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

,,ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9. 9 ათასი ტონა თხილი.

944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა სომხეთში და 473 ტონა რუსეთში” - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულნსტატისტიკურ მონაცემებში.

7 მარტი 2026
სრულად
ქართული დაფნის ექსპორტი 137%-ით გაიზარდა

ქართული დაფნის ექსპორტი 137%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის იანვარში ქართული დაფნის ექსპორტი წლიურად 137%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ექსპორტზე გავიდა 1.831 მლნ დოლარის ღირებულების 432 ტონა დაფნა, ხოლო 2026 წლის იანვარში 4.335 მლნ დოლარის 1 034 ტონა ქართული დაფნის ექსპორტი განხორციელდა.

როგორც წელს, ასევე გასული წლის იანვარში 1 კგ. ქართული დაფნის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 4.2 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული დაფნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი კვლავაც ჩინეთია. მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარში ჩინეთის წილმა დაფნის ექსპორტში 85% შეადგინა.

5 ძირითადი ქვეყანა, სადაც ქართული დაფნის რეალიზაცია განხორციელდა, ასე გამოყურება:

🔵 ჩინეთი - 3.701 მლნ დოლარის ღირებულების 912 ტონა;

🔵 რუსეთი - 450 ათასი დოლარის ღირებულების 79 ტონა;

🔵 უკრაინა - 98 ათასი დოლარის ღირებულების 17 ტონა;

🔵 სენეგალი - 38 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა;

🔵 აშშ - 22 ათასი დოლარის ღირებულების 3.7 ტონა.

წყარო: BPN.ge

2 მარტი 2026
სრულად
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

,,შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული

ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის” - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 თებერვალი 2026
სრულად
მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება პროცესი, რომელიც ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს

მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება პროცესი, რომელიც ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს

„ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია და ეს არის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი საწყისი, რამაც, მათ შორის, უზრუნველყო საქართველოში ინვესტიციების ზრდა და უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ იმ მიმართულებას და იმ საკითხს, რომელიც დიდი ზრუნვის საგანია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რადგან, ერთი მხრივ, სექტორის განვითარებასთან ერთად, რომლის უდიდესი ინტერესიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ასევე გვმართებს სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, პროცესში, რომელიც არის საკმაოდ გამჭვირვალე, უპირველესად მოხდა გარკვეული პრობლემის ლუსტრაცია და ყველა მხარე ადასტურებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას.

„სახელმწიფომ თქვა, რომ ამ საკითხზე ვიწყებთ ზრუნვას და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ რთული, კომპლექსური პროცესი, ჩვენ ამის არ შეგვეშინდა. პირველი, რაც პრემიერ-მინისტრის დავალებით გავაკეთეთ, იყო სიღრმისეული კვლევა - ფაქტობრივად გაანალიზდა თითოეული რგოლი მიწოდების ჯაჭვში და ამის შედეგად დაიდენტიფიცირდა გარემო ფაქტორები, რომელიც იწვევს ფასების ზრდას“ - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კვლევამ გაასაჯაროვა ის ძირითადი მიგნებები, რომელიც გულისხმობს საზღვრიდან დახლამდე 86%-იან ფასნამატს. მინისტრის თქმით, აქ არის არაერთი რგოლი და კონკრეტული პუნქტები, რომლებიც შეხვედრებზეც და საჯაროდაც იყო ნახსენები - 9 გადასახადი, რომელსაც, მათ შორის, ქსელური მარკეტები აწესებენ მიმწოდებლებისთვის, ისევე როგორც დისტრიბუტორებისთვის და ეს, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება საფასო პოლიტიკაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველ რიგში, ნებისმიერმა ბიზნესმა ქვეყანაში უნდა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მოტივაციაა, ბიზნესი იყოს მომგებიანი იმისთვის რომ განაგრძოს ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ იდენტურ პროდუქციაზე შევხედავთ ევროპის ფასებს, საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, 30-40%-იანი და შეიძლება, 60%-იანი ფასთა შორის სხვაობაც იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ბიზნესის ფაქტორები, ისევე როგორც სხვა პროცედურული და ტექნიკური საკითხები იმისთვის, რომ გზა, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აირჩევს, იყოს მდგრადი პროცესი და არა მოკლევადიანად მიღებული შედეგი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტის მომცემი არ იქნება.

16 თებერვალი 2026
სრულად
პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 88 ხმით მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას უზრუნველყოფს.

კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.

კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრება.

„როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება და რომელიც ასევე მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის ფორმატში. საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დროებითი კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

3 თებერვალი 2026
სრულად
2025 წლის 12 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს 6.16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის 12 თვეში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს 6.16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. დეკემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 6.16 მლრდ დოლარს აჭარბებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

  • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი

  • სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი

  • ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 167.4 მილიონი აშშ დოლარი

  • ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 308.2 მილიონი აშშ დოლარი

  • დეკემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 361.0 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნებს.

26 იანვარი 2026
სრულად
სამეგრელოში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა

სამეგრელოში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა. საკონსულტაციო ორგანიზაცია BDO-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინეს.

გადამამუშავებელი საწარმოს საჭიროება „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრების ბაზაზე ჩამოყალიბებული რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დასახელდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელობას ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი რეგიონული საწარმოს შექმნის მიზნით აქტიური მუშაობისთვის. ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით. სოფლად მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დროულ რეალიზებას მოწეული პროდუქტის, ასევე პრობლემაა დაბალი კლასიფიკაციის ხილისა და ბოსტნეული რეალიზება - ამ საჭიროებებს საწარმო გადაჭრის და პროცესში არაერთ ფერმერსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს ჩართავს“, განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

შეხვედრაზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები განიხილა და რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

2024-2025 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უპროცენტო სესხის 280 ბენეფიციარზე გაიცა. გაწეული სესხების რაოდენობამ კი 12,5 მილიონი ლარი შეადგინა.

ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ინტერმუნიციპალური საწარმოს მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეებს სხვადასხვა კულტურების გაშენებაში და მიმართულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. ზუგდიდის მერმა „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობას პროექტზე სიღრმისეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების და დამსწრე აუდიტორიის ჩართულობით, მოხდა მსჯელობა სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მომავალში საწარმოს ტერიტორიის განსაზღვრის თემაზე.

21 იანვარი 2026
სრულად
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს, - გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

20 იანვარი 2026
სრულად
ზუგდიდის, ანაკლიის და ფოთის მიმართულებით ავტობანის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის, ანაკლიის და ფოთის მიმართულებით ავტობანის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. 

პროექტი დაყოფილია სამ მონაკვეთად: სამტრედია-ფოთის კვანძი, ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი და ანაკლიის კვანძი-ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი.

სამტრედია–ფოთის კვანძის მონაკვეთი იწყება ქალაქ სამტრედიაში, თითქმის პარალელურად მიუყვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ თეკლათთან, ფოთის კვანძთან, სადაც უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას. მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 34.4 კილომეტრია

ფოთის კვანძი–ანაკლიის კვანძის მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 23 კილომეტრია. ის წარმოადგენს წინა მონაკვეთის გაგრძელებას, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თითქმის პარალელურად მიუყვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და ანაკლიის კვანძთან სრულდება

დაახლოებით 19.3 კილომეტრიანი ანაკლიის კვანძი–ზუგდიდი–რუხის მონაკვეთი ფოთის კვანძი–ანაკლიის მონაკვეთის გაგრძელებაა, მიუყვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას დასავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ რუხში, სადაც კვლავ უერთდება აღნიშნულ საერთაშორისო მაგისტრალს

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სამტრედია–ფოთის კვანძი–ანაკლიის კვანძი–ზუგდიდი–რუხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევას

პროექტის მომზადების ვადა 24 თვეს შეადგენს

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 24 თებერვლის 18:00 საათისა

20 იანვარი 2026
სრულად
თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 71%-ით გაიზარდა

თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 71%-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).

1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია (3.7 ათასი ტონა), მას მოსდევს ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა). ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.

საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 10.0 ათასი ტონა ვაშლი

2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 10.0 ათასი ტონა ვაშლი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში.

16 იანვარი 2026
სრულად
GCCA: თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები

GCCA: თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

GCCA-ის შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021-2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ექსპორტის ზრდა ფიქსირდება - 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი.

დამატებით, მცირე კლება ფიქსირდება HHI ინდექსსა და წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში.

„ამასთან, სახეზეა პროდუქტზე საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია: 2020-2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 2022 წელს - კგ-ზე 13 ლარამდე დაფიქსირდა. ექსპორტის ღირებულება 2024 წლისათვის 17 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1 კგ-ის ფასმა 23.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა.

სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - ბაზრის ექსპორტის დონე ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი ხარისხით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ადგილი არ აქვს დომინანტურ მდგომარეობას.

კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი 2023 წელს დაიწყო“ - ნათვამია GCCA-ის ანგარიშში.

საქართველოდან თხილის ექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით იტალიაში ხორციელდება, შემდეგ მოდის - გერმანია, ესპანეთი, სომხეთი და სხვა.

GCCA-ი თხილის, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს განაგრძობს.

15 იანვარი 2026
სრულად
ანაკლია-განმუხურის არქიტექტურული კონცეფციის კონკურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისია უახლოეს დღეებში მიიღებს

ანაკლია-განმუხურის არქიტექტურული კონცეფციის კონკურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისია უახლოეს დღეებში მიიღებს

განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილული იყო კონკურსში მონაწილე სამი არქიტექტურული ბიუროს მიერ წარმოდგენილი კონცეფციები.

კონკურსის მიზანია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია-განვითარების საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. წარმოდგენილი წინადადებები ითვალისწინებდა არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარებას, ასევე ახალი ფუნქციური და რეკრეაციული ობიექტების დამატებას.

სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია და საკონკურსო კომისიის წევრები, მათ შორის არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

საკონკურსო კომისია  კონკურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

8 იანვარი 2026
სრულად

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი

პოლიტიკა

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

4 ივნისი