განმუხურში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და მერის მოადგილე გიორგი ხვიჩია, განმუხურში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 1700-მეტრიანი საავტომობილო გზა რეაბილიტირდება.
სამუშაოების ღირებულება 629 968 ლარია.
ჯამში 4 კილომეტრამდე გზა მოეწყობა უჩაშონაში. პროექტის საერთო ღირებულება 1 333 564 ლარია.
გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში მისასვლელები.
უჩაშონაში მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა და მერის მოადგილე გიორგი ხვიჩია გაეცნენ.
აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.










