stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება

სენაკის მერი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ჯანდაცვა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა. ახლად გახსნილ განყოფილებაში ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები. პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა უზრუნველყოფილი ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ტომოგრაფია. აღნიშნული აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო განაგრძობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებას, რათა მოსახლეობამ მაღალი ხარისხის მომსახურება ადგილზევე მიიღოს. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ვითარდება და რეგიონს ისეთ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, რომელთა მისაღებადაც პაციენტებს წლების განმავლობაში დედაქალაქში გამგზავრება უწევდათ. ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე სრულად ფუნქციონირებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი და მიმღები განყოფილება, რომელიც უწყვეტი – 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული მიმართულების განვითარება კვლავაც გაგრძელდება. სამომავლო გეგმების ფარგლებში უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება.

ახალი ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.

1 ივნისი 2026
სრულად
ანონსი l ხობში 7 მაისს უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება

ანონსი l ხობში 7 მაისს უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება

7 მაისს, ქალაქ ხობში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო კვლევები ჩატარდება. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს:

•ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის.

•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის.

•მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის.

•პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.

•B და C ჰეპატიტების აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.

•არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.

კვლევები ქალაქ ხობში, 10:00 – 17:00 საათებში ჩატარდება. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მისამართი: ქალაქი ხობი, მერაბ კოსტავას ქუჩა N1.

30 აპრილი 2026
სრულად
ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო  სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]

ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო  სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]

ზუგდიდის დიაგნოსტიკური ცენტრის ჯან-მედის ორგანიზებით მესამე საერთაშორისო  სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში თურქი პროფესორი — მედიცინის დოქტორი, შინაგანი დაავადებებისა და კლინიკური ონკოლოგი ნურულაჰ ზენგინი ადგილობრივ ექიმებს შეხვდა.

შეხვედრას 60-მდე ექიმი ესწრებოდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. თურქმა პროფესორმა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, თანამედროვე ტენდენციებსა და მიდგომებზე ისაუბრა.

1 ნოემბერს თურქი ექიმი მიღებას ჯან-მედში გამართავს. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ  ნომერზე  551 90 14 74 ან მიბრძანდეთ მისამართზე ქალაქი ზუგდიდი, გამარჯვების №32

31 ოქტომბერი 2025
სრულად
ჯანდაცვის სამინისტრო: 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 14 ადამიანი გადაიყვანეს – კლინიკებში მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს

ჯანდაცვის სამინისტრო: 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 14 ადამიანი გადაიყვანეს – კლინიკებში მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს

7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია.

„ამასთან, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. 

მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე – ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

8 დეკემბერი 2024
სრულად
ჯანდაცვის მინისტრი რუხში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი რუხში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვედრა გამართა კლინიკის თანამშრომლებთან და მათთან ერთად, საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელა. მიხეილ სარჯველაძემ, თანამშრომლებს, კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამედიცინო ობიექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, რეგიონებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარებაა, რათა ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ჯანდაცვის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდნენ.

19 ივნისი 2024
სრულად
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ სამინისტროსთან შეუთანხმებლად შეწყვიტა სერვისის მიწოდება. შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა ბომონდმა, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცზლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში ბენეფიციარები კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი პაციენტები უახლოეს მუნიციპალიტეში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.

14 ივნისი 2024
სრულად
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

1 მარტი 2024
სრულად
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილედ გიგა ფარფალია დაინიშნა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილედ გიგა ფარფალია დაინიშნა

სამედიცინო მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გიგა ფაფალია დაინიშნა.

გიგა ფარფალია, 2023 წლის სექტემბრიდან არის რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი და თორაკალური ქირურგი. ასევე – კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელი. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის პარალელურად, განაგრძობს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ქირურგიისა და თორაკალური ქირურგიის მიმართულებით საექიმო პრაქტიკას.

გიგა ფარფალიამ, 2004-2010 წლებში, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა, 2015–2017 წლებში კი, ზოგადი ქირურგიის მიმართულებით, ორდინატურის საგანმანათლებლო პროგრამა, ბელორუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა.

სამუშაო გამოცდილება:

• 2006-2008 – „თბილისის ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, ქირურგიული დეპარტამენტი, ქირურგის ასისტენტი;

• 2009-2010 – სასწრაფო სამედიცინო დახმარება „კარდიოსერვისი“, ექიმის ასისტენტი;

• 2010-2012 – რეფერალური ჰოსპიტალი, ქირურგიული დეპარტამენტი, უმცროსი ქირურგი;

• 2012-2013 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი;

• 2013-2014 – „კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, უმცროსი ქირურგი;

• 2015-2017 – ბელორუსის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, თორაკალური განყოფილება, ორდინატორი;

• 2018 -2018 – „კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი;

• 2018 -2023 – „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ქირურგი, თორაკალური ქირურგი;

• 2020 – 2023 წლის აგვისტო – ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, მიწვეული თორაკალური ქირურგი;

• 2023 წლის სექტემბერი – 2024 წლის თებერვალი – რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი. ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელი;

• 2024 წლის თებერვლიდან – რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, სამედიცინო მიმართულებით. ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი;

აღსანიშნავია, რომ გიგა ფარფალია, 2021 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას „კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტში“.

23 თებერვალი 2024
სრულად
კლინიკა სენამედის მთავარ მენეჯერად დალილა ხურცილავა დაინიშნა

კლინიკა სენამედის მთავარ მენეჯერად დალილა ხურცილავა დაინიშნა

სენაკის კლინიკა „სენამედის“ მთავარი მენეჯერის პოზიციაზე დალილა ხურცია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკა სენამედი ავრცელებს:

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს კლინიკას მთავარი მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი – დალილა ხურცია.

დალილა უხელმძღვანელებს ჩვენი კლინიკის ახალ მიმართულებას, რათა კიდევ უფრო ორგანიზებულად გავაგრძელოთ უმაღლესი ხარისხისა და დროული სერვისების მიწოდება ჩვენი ძვირფასი პაციენტებისთვის.“ – წერია სენამედის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

დალილა ხურცილავა სხვადასხვა დროს რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებეში მარკეტინგისა და პიარის მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.


16 თებერვალი 2024
სრულად
წალენჯიხასა და სენაკში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

წალენჯიხასა და სენაკში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

წალენჯიხასა და სენაკში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. მანამდე სერვისი ხელმისაწვდომი გახდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ორ მუნიციპალიტეტში მარტვილსა და მესტიაში. მანამდე კი დიალიზის ცენტრი გაიხნა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები, ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება, ამავე წელს, ეტაპობრივად, ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში.

უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება.

ამავე თემაზე:

მარტვილში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

14 თებერვალი 2024
სრულად

ყველა სიახლე ნაჩვენებია

დღის ამბები

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

27 ივნისი

პოლიტიკა

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

18 ივნისი