ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
135
ამბები სამეგრელოდან
1625
ამბები სვანეთიდან
98
არჩევნები
355
ახალი ამბები
4319
დღის ამბები
2619
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
127
ვიდეო ამბები
91
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
322
მთელი კვირა
1
მსოფლიო
132
პოლიტიკა
917
რეკლამა
697
საზოგადოება
216
სამართალი
182
სპორტი
239
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
34
ყვითელი ამბები
11
წარმატების ისტორია
9
ჯანდაცვა
2
![როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2F742667931_1434846352011220_370366819671152335_n-1783636219959.jpg&w=3840&q=75)
მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.
პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.
ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის, ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში, ასევე, განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან, მესტიის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.
მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.
პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.
ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.
პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფიფია და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე შეეხო სამართალდამცველების მიერ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგადაც, ჯამში, ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა გამოვლინდნენ დანაშაულში მონაწილე სხვა პირები და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.
ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.
„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია შს სამინისტროს მოერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას.
გამოცხადებული ტენდერების პირობების თანახმად, პროექტების ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლები განახლების გეგმები, რაც ითვალისწინებს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საინტერესო რიტუალი ჰქონდათ ჩვენ წინაპრებს სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ლაგვანის (მეგრული ქვევრი) თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ და ყველისა და კვერცხის პურის კვერებს აცხობდნენ. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე აწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე აწყობდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.
სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავარ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა “უფლიშით” – კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (კმ170-კმ185) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მოქალაქეებს, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული, დაახლოებით, 7კუბურ მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) გადაჰქონდათ. ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სპეციალური სამალავი ჰქონდათ მოწყობილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
„გამკაცრებული კონტროლის გამო, ბრაკონიერები სამართალდარღვევის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ და ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბენზინმზიდის, სამარშრუტო მიკროავტობუსის საშუალებით, შენიღბულად განახორციელონ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. მიუხედავად ამისა, დეპარტამენტის მიერ არაერთი ფაქტია გამოვლენილი და აღკვეთილი. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, 2025 წელს დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 300-მდე ფაქტი გამოავლინა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაიამ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
![გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F639163203_1577471267163556_4104808887173093360_n-1771832337648.jpg&w=3840&q=75)
მესტიამ გემო ფესტს უმასპინძლა.
ფოტოები მესტიიდან

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტების ფარგლებში უნდა მოეწყოს საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების საერთო ვადა 12 თვით განისაზღვრება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეებს შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და თეზო ჯაფარიძის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის გამარჯვებულები დღის ბოლოს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
შეჯიბრება მე-12 წელია ტარდება. ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძე 2014 წელს მესტიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მის სახელს უკავშირდება სვანეთში ბევრი პროექტის განხორციელება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება იწყება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ იზორიას ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების დათვალიერებას და ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნობა.
ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან, მერის პირველ მოადგილე ლაშა ჟვანიასთან, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებთან ერთად, გარახას უბანში ისტორიული მნიშვნელობის ნაჯაგუს ჯიხა დაათვალიერეს. ნაჯაგუს ჯიხები, როგორც თავდაცვითი საგუშაგო კოშკები მტრის შემოსევის დროს ერთ-ერთ თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა. ჯიხები XVI-XVII საუკუნეებითაა დათარიღებული.
მერმა კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა ასევე გარახაში, IV საუკუნის არქეოლოგიური ობიექტი ,,ხომაკირდე“.
მერმა კომისიის წევრებს დაავალა აღნიშნული ობიექტების მდგომარეობის შეფასება, მათი განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.
პირველ ეტაპზე იგეგმება ნაჯაგუს ჯიხებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნულ ობიექტებთან მისასვლელ პირობებს და გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ამავე თემაზე:
ბარჯაშთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრზე, სოფელ ბარჯაშთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

21 და 22 თებერვალს მესტიაში „გემო ფესტი“ გაიმართება. ტრადიციული და ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციები, სწრაფი კვება, მეგობრული გარემო, ცხელი სასმელები და მუსიკა - ეს ისაა რასაც „გემო ფესტი“ მესტიელებსა და მის სტუმრებს შესთავაზებს
„გემო ფესტი“ გემოების ზეიმის კიდევ ერთ წელს მესტიიდან იწყება. გემო ფესტთან ერთად მესტიაში 21 თებერვალს გაიხსნება მსოფლიო ფრირაიდის ტური.

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი, უმეტეს მუნიციპალიტეტში უკვე თოვს. ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +4, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს წალენჯიხაშიც, სადაც დღეს -3 გრადუსამდე აცივდება. -3 გრადუსამდე აცივდება ჩხოროწყუშიც, სადაც ასევე თოვლია ნავარაუდევი. ხობსა და სენაკში თოვლჭყაპია ნავარაუდევი აქ +2 - 0 გრადუსი იქნება. ასევე თოვლს და წვიმას ელოდებიან აბაშაში სადაც +2 -1 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმის სახით ნალექს ელოდებიან მარტვილშიც, აქ ნავარაუდევი +2 -2 გრადუსი.

მთის ტრასების სააგენტოს მაშველებმა სვანეთში თეთნულდის მთაზე ზვავში მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ჯგუფის სხვა წევრები უსაფრთხოდ იმყოფებიან. ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც 15 ადამიანი მონაწილეობდა

ახალი წლის ღამეს სვანები მეკვლეს უმზადებდნენ სხვადასხვა სანოვაგით სავსე გიდელს და მას სახლის კარზე კიდებდნენ.
გარკვეულ სოფლებში არსებული ტრადიციით, მეკვლეს, ამინდის მიუხედავად, ახალი წლის წინა ღამე გარეთ უნდა გაეთენებინა, რათა მომდევნო დღეს ოჯახში 1განწმენდილი" შესულიყო და "კარგი ფეხი" შეეტანა. სვანეთში მეკვლე სახლის კარზე კაკუნისას ამბობდა სიტყვებს: "კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!" შემდეგ კი სახლში შესვლის დროს სამჯერ შემოუვლიდა კერას, შეჰქონდა ტკბილეული და ვერცხლის ფული.
სვანეთში საახალწლო სუფრა სახასიათო კერძებით გამოირჩეოდა. აქ დღესაც საგულდაგულოდ ამზადებენ ხორცეულს: კუბდარს, კუპატებსა და ზისხორას. აცხობენ ტკბილ კვერებს, ხაჭაპურს, ფეტვრასა და ფხლოვანს.
ძველად სვანეთში არსებობდა ასეთი საახალწლო რიტუალიც, როცა ოჯახის რამდენიმე წევრი გამთენიისას დგებოდა და სხვებისგან უჩუმრად, სანოვაგით სავსე გიდელთან ერთად, რჩეული ხარიც მიჰყავდათ სახლიდან. ხარს წყალს დაალევინებდნენ და უკან დაბრუნებისას თოვლის ზვინს დგამდნენ კალოზე, რომლის შუაგულშიც ნაძვის ხეს ჩასვამდნენ. ასეთ მორთულობას გარს შემოუვლიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ შინ. მიიჩნეოდა, რომ ეს რიტუალი ბედნიერი და მოსავლიანი წლის მომტანი იყო.