stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებივიდეო ამბები

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

11.06.2026 / 11 ივნისი 2026

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

დღეის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სახელმწიფო რწმუნებული და მინისტრის მოადგილე, ზუგდიდის მერ დავით კოდუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაფანძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ, პროექტი დასრულების ეტაპზეა და ახალი გზა 1,6 კილომეტრზე ეწყობა. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჩხოუშიაზე, სადაც საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. ხიდის სიგრძე 51 მეტრს შეადგენს და მისი ჯამური ღირებულება 1,3 მილიონ ლარზე მეტია. ადრე არსებული ხიდი ავარიული იყო და უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე კეთილმოწყობილი გზა აქამდე არ არსებობდა და მოქალაქეები გრუნტის გზით სარგებლობდნენ.

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი, მარტვილის მერ გიორგი ნაჭყებიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან ერთად, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მეორე გურძემის გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. გზის სიგრძე 3065 მეტრია და მისი ღირებულება 1,3 მილიონ ლარამდეა. სოფელში აქამდე არსებული გზა ავარიული იყო და ასფალტირებული საფარი არასდროს ყოფილა.

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ - image 2
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ - image 3
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ - image 4
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ - image 5
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ - image 6
Banner 1
წინა პოსტი

ფოთის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს: ,,ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს"

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუში 161 მეტრიანი ხიდის მშენებლობა დასრულდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე და დავით ვერავა აბაშაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ

რევაზ სოხაძე და დავით ვერავა აბაშაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ

დავით ვერავა ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

დავით ვერავა ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

დავით ვერავა ხობში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

დავით ვერავა ხობში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს