ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს.
15 ივლისიდან ენგურჰესის ტურისტულ ზონას ოფიციალურად ახალი ატრაქცია- ზიპლაინი შეემატება, რომელიც შემეცნებით ტურებს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ექსტრემალურს გახდის.
ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, შემეცნებითი ტურის ფარგლებში დღეს,წალენჯიხის,ჩხოროწყუს,ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები იღებდნენ მონაწილეობას.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კაშხლის სანახაობები და გაეცნენ ობიექტის საინჟინრო ისტორიას.
ტურის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ზიპლაინს,რომელიც ვიზიტორებმა პირადად გამოსცადეს და ენგურის ხეობის ხედები სხვა რაკურსიდან შეაფასეს.
სათავგადასავლო ატრაქციონი თავისი პარამეტრებით გამორჩეულია: მისი სიმაღლე 320 მეტრს შეადგენს, ხოლო საერთო სიგრძე 600 მეტრია.
პროექტი მიზნად ისახავს ენგურის ხეობის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვასა და რეგიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.
„ენგური-ატრაქცია“ სტუმრებს უკვე ელოდება და მზად არის უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ექსტრემის მოყვარულებს უმასპინძლოს.








