stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიამბები სამეგრელოდანდღის ამბები

განათლების მინისტრი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

27.02.2026 / 27 თებერვალი 2026
განათლების მინისტრი  ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მინისტრმა მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში რეგიონულ უნივერსიტეტებს პროფილური დატვირთვა ექნებათ. შემდეგი სასწავლო წლიდან ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ძირითადად აგრარულ, პედაგოგიურ და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდება. სხვა მიმართულებების პროგრამები კი, მილევად რეჟიმში გადავა.

მსურს აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

Banner 1
წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება - ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

შემდეგი პოსტი

აიათოლა ალი ხამეინის ლიკვიდაციას ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოც ადასტურებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

განათლების მინისტრი მესხიას უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდა

განათლების მინისტრი მესხიას უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდა

განათლების მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

განათლების მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულს და ზუგდიდის მერს შეხვდა

ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულს და ზუგდიდის მერს შეხვდა

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს