ზუგდიდში დიდ ეკრანებზე ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის

საქართველოს პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, ზუგდიდში დიდ ეკრანებზე, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის. ვიდეოკოლაჟები ასევე გადის ქალაქში არსებული ავტობუსების გაჩერების მონიტორებზე.
პატრიარქის ბილბორდი განთავსდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.






