stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გრძელვანდიანი გეგემები მინისტრთან განიხილეს

07.04.2026 / 7 აპრილი 2026
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გრძელვანდიანი გეგემები მინისტრთან განიხილეს

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა რეგიონის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვას დაესწრნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა 2026–2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარადგინეს და დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე და პრიორიტეტულ ღონისძიებებზე.

თითოეული მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და მუნიციპალიტეტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ სამუშაო დოკუმენტებში პრიორიტეტებად განსაზღვრულია ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება. სტრატეგიული პრიორიტეტები ასევე მოიცავს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებს.



გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებაზე, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების დახვეწაზე.

სტრატეგიული დოკუმენტი ემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომპლექსური გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას, არსებული საჭიროებებისა და მოქალაქეთა მოთხოვნების გათვალისწინებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გრძელვანდიანი გეგემები მინისტრთან განიხილეს - image 2
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გრძელვანდიანი გეგემები მინისტრთან განიხილეს - image 3
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გრძელვანდიანი გეგემები მინისტრთან განიხილეს - image 4
Banner 1
წინა პოსტი

დაგეგმილია დამატებით სამი თავშესაფრის მშენებლობა

შემდეგი პოსტი

მარტვილში ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის და გიორგი ჭყონდიდელის ხატები განთავსდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს

ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების მონაწილეობით ტექნოლოგიური ბანაკი მოეწყო

ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების მონაწილეობით ტექნოლოგიური ბანაკი მოეწყო

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს