ზუგდიდში პროფესორმა ნუგზარ უბერმა მერიის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დიაგნოსტიკურ ცენტრ „ჯან-მედში“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
პატარებს პედიატრი ნუგზარ უბერი უწევდა კონსულტაციას.
ნუგზარ უბერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი, ასევე თბილისის და ზუგდიდის საპატიო მოქალაქეა.
აქციის მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მერის განცხადებით, მსგავსი უფასო სამედიცინო აქციები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მოსახლეობისთვის.
„მადლობა ნუგზარ უბერს, დიდი გამოცდილების მქონე ექიმს და ჩვენი ქალაქის ღირსეულ შვილს — აღნიშნულ საქმეში მონაწილეობისთვის“, — აღნიშნა მერმა.
აქციის ფარგლებში პაციენტებს „ავერსისგან" უფასო მედიკამენტები გადაეცათ.












