წალენჯიხაში უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდა

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მოძრავი მამომობილის მიერ, უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩატარდა.
კვლევები მოიცავდა: ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;
B და C ჰეპატიტების აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
კვლევების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან და წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან თამარ კვარაცხელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღინიშნა,რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსგავსი სახის აქცია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ივნისის თვიდან გაიმართება.






