stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიამბები სამეგრელოდანდღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

8 საათის წინ / 19 ივნისი 2026
ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროს დავით გახარიასთან ერთად, სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის პლანტაციები დაათვალიერა.

სოფელ ზუმში გოგი თოლორდავას მოცვის პლანტაცია 6 ჰექტარზეა გაშენებული. აქ ყოველდღიურად დაახლოებით ტონანახევარი მოსავალი იკრიფება. როგორც პლანტაციის მესაკუთრე აღნიშნავს, ბაღი მეოთხე წელია ფუნქციონირებს და მიმდინარე სეზონზე 10 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. პროექტი სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 90 000 ლარამდე თანხით დაფინანსდა.

სოფელ ლესიჭინეში ლუკა ჯაჯანიძის „იბერიის მოცვის ბაღები“ 2022 წლიდან ვითარდება და დღეს უკვე 45 ჰექტარს მოიცავს. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა – „დანერგე მომავალის” ფარგლებში 675 000 ლარით დაფინანსდა. ასევე ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტით.“ აქ დღეში 15 ტონამდე მოსავალს იღებენ.

პლანტაციების დათვალიერების შემდეგ მერი აქ დასაქმებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. პლანტაციები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეწყობა, ამ ეტაპზე სამუშაოზე სოფელ ზუმში 80, ხოლო ლესიჭინეში დასაქმებულია 200 -მდე ადგილობრივი.მათი რიცხვი მასიური კრეფის დროს მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ადგილზე გავეცანით მოცვის მოსავლის აღების პროცესს და ვიხილეთ წარმატებული აგროპროექტები, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინიციატივები ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს და ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ჩხოროწყუს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი თანამედროვე და კონკურენტუნარიანი აგრობიზნესის განვითარებისათვის. ჩვენ მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ფერმერებსა და მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდეს და ჩვენი მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს.“ - აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ.

ამ ეტაპზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლურჯი მოცვის პლანტაციები ჯამში 108 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.

Banner 1
წინა პოსტი

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მინისტრი და გუბერნატორი მოცვის მოსავლის აღების პროცესს ზუგდიდის სოფელ ნარაზენში გაეცნენ

მინისტრი და გუბერნატორი მოცვის მოსავლის აღების პროცესს ზუგდიდის სოფელ ნარაზენში გაეცნენ

ჩხოროწყუს მერი ლესიჭინეში მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ლესიჭინეში მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

ზუგდიდის სოფელ კოკსა და განმუხურში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობას პროცესს სახელმწიფო რწმუნებული და მერი გაეცნენ

ზუგდიდის სოფელ კოკსა და განმუხურში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობას პროცესს სახელმწიფო რწმუნებული და მერი გაეცნენ

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს