ანი წითლიძე გიგი უგულავას: ის ცხრა წელი თუ რამე იყო შეცდომა წინა ხელისუფლების მათ შორის “შენი საოჯახო ქმედებები”

- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძე “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად, სოციალურ ქსელში უპირისპირდება. ანი წითლიძის რისხვა უგულავას ფრაზამ გამოიწვია, რომელიც მედიამ გამოიყენა: “პოლიტიკა არ არის საოჯახო ბიზნესი, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი”
“გიგი ძვირფასო, მერე იტყვი თავს მესხმიანო, არადა მაინც არ ისვენებ. ის ცხრა წელი თუ რამე იყო შეცდომა წინა ხელისუფლების მათ შორის “შენი საოჯახო ქმედებები” მთელს თბილისს რომ ყელში ამოუყვანე მაგრამ – არავის უკადრებია წამოყვედრება.
შენ “დიად პოლიტიკოსს” მესამე ადგილისთვის მოგიწევს ბრძოლა და შენი პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება – ვიცი რომ კარგად გესმის და ღელავ მაგრამ ისარი გაასწორე, სამიზნე გეშლება. პოლიტიკურად თორემ ადამიანურად ჯართი რომ იძახე მაშინ დამთავრდი”-წერს სოციალურ ქსელში ანი წითლიძე.







