საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ ცხადდება

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ე.წ. დროშები ყველა ე.წ. სამთავრობო დაწესებულებაში დაშვებული იქნება, გადაიდება გასართობი ღონისძიებები და ჩაიხსნება გასართობი გადაცემები ტელევიზიებსა და რადიოში – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.




