სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შემოსავალი.
უწყებისვე ცნობით, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების მიზნით, უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. შედეგად, გადამუშავებულია 12 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი.




