ბჟანია კვლავ აპირებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ასლან ბჟანია, კვლავ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში” მონაწილეობის მიღებას, ამის შესახებ მან რუსულ “ტასს” განუცხადა. ბჟანიას თქმით, ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ და თავის კანდიდატურას დააყენებს.
ოკუპირებული აფხაზეთის უკვე გადამდგარმა „პრეზიდენტმა“ აღნიშნა, რომ „აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია განიმუხტა.
ბჟანიამ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მომხრეა „არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებისა“, რითაც გამოეხმაურ აფხაზი ოპოზიციონერების ინიციატივას „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და გააკრიტიკა “ოპოზიციის” წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ „აფხაზეთის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია რუსეთთან სამართლიან, კეთილმეზობლურ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე“.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 19 ნოემბერს დატოვა ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გადადგომის შემდეგ ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.
#Abkhaziainfo




