საქართველოს ნაკრების გამარჯვება ოკუპირებულ აფხაზეთშიც აღნიშნეს

საქართველოს ნაკრების გამარჯვება წუხელ ოკუპირებულ აფხაზეთშიც აღნიშნეს. საქართველოს ნაკრების გაამრჯვების შემდეგ გალის ქუჩებში მოქალქეები მანქანებით გამოვიდნენ და გუნდის მერვედფინალში გადასვლა იზეიმეს. ჩვენი წყარო ოკუპირებული გალიდან გვიყვება, რომ:
,,მიუხედავად აქ არსებული ვითარებისა გუშინ მთელი გალი ქუჩაში ზეიმობდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას. მანქანები საყვირებით დადიოდნენ ქუჩებში, ყველა ბედნიერი იყო. საოცარი სიხარულია, ყევლა ერთმანეთს ვულოცავდით. ჩვენ ოჩამჩირეშიც გვყავს ნათესავები, მათაც ველაპარაკეთ იქააც ყველა საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდა” – გვიყვება ჩვენი წყარო, რომელიც გალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობს.
შეგახსენებთ რომ გუშინ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალშო გადავიდა.
მსგავსი სიახლეები

რა კომენტარები კეთდება ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე

ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება


