აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწიათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების 232 დევნილ დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაღუპული მეომრების დედებისთვის მატერიალური მხარდაჭერა ტრადიციულად ყოველ წელს ხორციელდება.
ფოტო გამოყენებულია საილუსტრაციოდ, მისი ავტორია ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი, გადაღებულია 1993 წლის 28 სექტემბერს, ოჩამჩირეში


![აფხაზეთში დაღუპული ბავშვების მერხები დღეს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/01/dac3440d-a170-443b-96cd-644887329ce5-960x540.jpeg)

