ანქვაბი რუსეთის კულტურის მინისტრს მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა წერილი გაუგზავნა რუსეთის კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას, სადაც მადლიერება გამოხატა ხანძრის შედეგად სამხატვრო გალერეის ფონდის დაკარგვასთან დაკავშირებით აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია: „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მთავრობის სახელით და ჩემი სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით იმ ყოვლისმომცველი დახმარებისთვის, რომელსაც კულტურის სამინისტრო თქვენი დავალებით უწევს „აფხაზ კოლეგებს“. ინციდენტის შედეგად განადგურდა აფხაზი მოსახლეობისთვის ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი – გამოჩენილი აფხაზი და რუსი მხატვრების ნამუშევრები. და ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ თქვენი მყისიერი რეაგირებისთვის. ჩამოვიდნენ რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები, ხელოვნების კვლევისა და აღდგენის ცენტრიდან.ტრეტიაკოვის გალერეა და რუსეთის მუზეუმი ყველაფერს აკეთებენ არსებულ ვითარებაში. ჩვენ გვეიმედება მათ მდიდარი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება და ჩვენის მხრივ, ვუზრუნველვყოფთ ყველა რეკომენდაციის შესრულებას“, – ნათქვამია ე.წ. პრემიერის წერილში.




