აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი დადგენილებით ითხოვს რუსეთის ფედერაციამ ნავთობპროდუქტების მონოპოლურ შეთანხმებას გადახედოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვის შესახებ. დადგენილება ეხება აფხაზეთისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების რეგულირების საკითხს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
მიმართვის ტექსტში ნათქვამია: „2023 წლის 16 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ნავთობპროდუქტების ერთადერთ ექსპორტიორად დასახელდა. ეს აქტი დროებითია და ვადა მიმდინარე წლის მაისში იწურება. ამასთან, დადგენილების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს მომდევნო ექვსი თვით გაგრძელების შესაძლებლობას. „რესპუბლიკის“ საწვავის ბაზრის მონაწილეთა თვალსაზრისით, ერთი მიმწოდებლისგან საწვავის და საპოხი მასალების შეძენის პრაქტიკა ქმნის არათანაბარ პირობებს და ნავთობპროდუქტების დეფიციტის მაღალ რისკს. ეს შეშფოთება განპირობებულია გასული წლების გამოცდილებითაც, როდესაც საწვავის დეფიციტი იყო ტურისტული სეზონის დროს.
იყო ფაქტები, როდესაც ნავთობპროდუქტების მატარებლები ჩამოვიდნენ 2-3 თვის დაგვიენებით, რამაც სირთულეები შექმნა ნავთობპროდუქტების ბაზარზე. გამოცდილება აჩვენებს, რომ ერთი ექსპორტიორი კომპანიის იდენტიფიცირება უარყოფითად აისახება ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე. ტურისტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელია ზაფხულში საწვავის კრიზისი მოხდეს, რის შედეგადაც ჩვენი „ქვეყნის“ მოსახლეობაც და უამრავი სტუმარი უკმაყოფილება იქნება.
თანამშრომლობის მაღალი დონის გათვალისწინებით, მოვითხოვთ შეისწავლოთ შექმნილი ვითარება და მიაწოდოთ მთავრობის ხელმძღვანელობას. ჩვენი სურვილია მოხდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2023 წლის 16 დეკემბრის დადგენილების გადასინჯვა, რომელიც ნაწილობრივ მოაგვარებს ნავთობპროდუქტების ერთადერთი ექსპორტიორის პრობლემას და უზრუნველყოფს ბაზრის თავისუფლებას პრინციპები“ – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დადგენილებაში.




