ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა ზუგდიდის ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრად ედიშერ თოლორაიას დასახელების შესახებ დღეს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.
ედიშერ თოლორაიას კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 226-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარადგინა. ედიშერ თოლორაია ამავდროულად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ედიშერ თოლორაიამდე ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა იყო, კოდუას პარლამენტის წევრის და შესაბამისად ზუგდიდის დელეგატის უფლებამოსილება მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუწყდა.




