ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდი-სამტრედიის 75 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება იგეგმება.
,,იგეგმება ასევე სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთის დეტალური პროექტირების მომზადება, რომელზეც მუშაობელია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაცია. აღნიშნული მაგისტრალის – სამტრედია-ცაცხვის მონაკვეთი 4-ზოლიანი იქნება და ასევე 4-ზოლიანი იქნება ცაცხვი-რუხის მონაკვეთის სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ,“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდი-ანაკლიის გზის 3,4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს


