stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

დათო კოდუამ შეხვედრები კორცხელში, ჭკადუაშშა და რუხში გამართა

25.09.2025 / 25 სექტემბერი 2025
დათო კოდუამ შეხვედრები კორცხელში, ჭკადუაშშა და რუხში გამართა

მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, მოქალაქეებს კორცხელის, ჭკადუაშისა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სამივე სოფელში „ქართულ ოცნებას“ ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. ჭკადუაშში – მარლენ ჯინჯოლავა, კორცხელში – ცოტნე ბულია და რუხში – გიორგი ჯანაშია.

„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები კორცხელში, ჭკადუაშსა და რუხში გავმართეთ. მიხარია, რომ სამივე სოფელში „ქართულ ოცნებას“ ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატებად.  ჭკადუაშში – მარლენ ჯინჯოლავა, კორცხელში – ცოტნე ბულია და რუხში – გიორგი ჯანაშია.

სამივე სოფელში საკმაოდ ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი უფრო გაიზრდება.”

დათო კოდუას თქმით, რუხი არის მნიშვნელოვანი სოფელი, რომელიც არის ხიდი აფხაზ თანამოქალაქეებთან და  ამ სოფელს  განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა:

„ქართული ოცნების“ მმართველობისას რუხში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 გზას, მოეწყო გარე განათება, ხიდები, ნაპირსამაგრები, აშენდა 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი. აშენდა იუსტიციის სახლი, 3 ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლები, მოხდა უფასო გაზიფიცირება.

„რუხი არის მნიშვნელოვანი სოფელი, რომელიც ფაქტობრივად არის ხიდი ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთაან, ამ სოფელს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. რუხში ჩვენი ხელისუფლების პირობებში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. განვახორციელეთ 11 გზის რეაბილიტაციის პროექტი. რამდენიმე ქუჩაზე მოვაწყვეთ გარე განათება, ხიდები, ნაპირსამაგრები. ავაშენეთ 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

რუხში ავშენეთ იუსტიციის სახლი, რომელიც როგორ ადგილობრივებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტოროებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ემსახურება.

მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 3 ოჯახს ავუშენეთ ახალი სახლები, განვახორციელეთ თბილი ოთახის პროგრამა. მოხდა უფასო გაზიფიცირება.“

მერობის კანდიდატმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი სრულიად რეგიონისთვის.

„უმნიშვნელოვანესია რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია სრულიად რეგიონისთვის.

რუხში ავაშენეთ საფეხბურთო აკადემია, ასევე, მოეწყო ხანდაზმულთა ცენტრი. ამ სოფლის თითოეული მოსწავლის უმაღლეს სასწავლებელში სწავლას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

მიმდინარეობს 9 აპრილის, იგივე საჭკადუოს უბანში გზის რეაბილიტაცია, ვიწყებთ დუტუ მეგრელის ქუჩაზე გზის  სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვგეგმავთ გარე განათების მოწყობას. დაგეგმილი გვაქვს  ერთობლივად გადავჭრათ რუხის ისტორიული ციხის რეაბილიტაციის საკითხი“-აღნიშნა დათო კოდუამ.

ასევე, სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა კორცხელსა და ჭკადუაშში.

„კორცხელში მოვაწყვეთ საავტომობილო გზა, გარე განათება, მოსაცდელები, ავაშენეთ სოციალური სახლი და პროექტ „თბილი ოთახის“ ფარგლებში, განვახორციელეთ პროექტი. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ მეწყერსაშიშ ზონაში გამაგრებითი სამუშაოების მხრივ, მეწყერი საფრთხეს უქმნიდა კორცხელის ისტორიულ ეკლესიას.  ქობალიების უბანში  მიმდინარეობს მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები.

ჭკადუაშში განვახორციელეთ ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოვაწყვეთ გარე განათება, ხიდები და ხიდ-ბოგირები, ავაშენეთ 6 სოციალური სახლი და ვგეგმავთ 1 სახლის მშენებლობას, დავასრულეთ ქვედა სანაჭყებიოს უბანში  წყალმომარაგების სისტემის  სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს სამანიო, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, განვახორციელეთ კრიტიკული აღმართების რეაბილიტაციის პროექტი, დავასრულეთ აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაციის პროექტირება, ვგეგმავთ რუსთაველის ქუჩაზე გარე-განათების მოწყობას.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ შევძელით. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და საჭიროებაა – ჩვენ ერთობით ზუგდიდის მეტ განვითარებას შევძლებთ“-აღნიშნავს დათო კოდუა.

წინა პოსტი

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთის საზღვაო აკადემიის ფილიალში ღია კარის დღეს დაესწრო

შემდეგი პოსტი

დათო კოდუა: ჩვენი მიზანია, ის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის ჩირაღდანი, რაც ზვიად გამსახურდიამ დაანთო არასოდეს ჩაქრეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დათო კოდუამ შეხვედრები ახალსოფელში, ჯიხაშკარსა და ალერტკარში გამართა

დათო კოდუამ შეხვედრები ახალსოფელში, ჯიხაშკარსა და ალერტკარში გამართა

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

დავით ვერავამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხობისა და სენაკის სოფლებში გამართა

დავით ვერავამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხობისა და სენაკის სოფლებში გამართა