დავით ვერავა და ბექა ვაჭარაძე მოქალაქეებს ფოთში, ცენტრის უბანში შეხვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან და მოქმედ მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა.
1დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა, „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან და მოქმედ მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად გავმართეთ. ადგილობრივებს ცენტრის უბანში შევხვდით, სადაც საკრებულოს მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეობის კანდიდატი ალექსანდრე ტყებუჩავა, საკრებულოს გუნდთან ერთად იმყოფებოდა.
წარმატებები მინდა ვუსურვო ბექას და მის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელთაც ფოთი ძალიან უყვართ და ბევრს შრომობენ ამ ქალაქის უკეთესი მომავლისთვის!
ფოთში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს ქალაქი საქართველოს სააზღვაო კარიბჭეა, დიდი ისტორიითა და ტრადიციებით – ფოთი ნამდვილად იმსახურებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას. დარწმუნებული ვარ ჩვენ, ბექა ვაჭარაძესთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ ქალაქ ფოთისა და მისი მოსახლეობისთვის“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა.

მსგავსი სიახლეები

დავით ვერავა აბაშასა და მარტვილში მერობის კანდიდატებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა

დავით ვერავა და ვახტანგ გადელია მოქალქეებს ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდნენ


