ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა.
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის ომს 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა: ოთარ კიკალეიშვილი, ლევან ტურავა, გოჩა კაცაძე, ზვიად ბარბაქაძე, შალვა გაბუნია, ზვიად ჩიჩუა, ზვიად დათუაშვილი, თემურ ფიჩხაია, ზურაბ ნანავა, გიორგი ღვინჯილია, გელა ჯიქია, თეიმურაზ ჭიტაძე











