მალთაყვაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება

2 და 3 აგვისტოს, 17:00 საათიდან, მალთაყვის სანაპიროზე დოღისა და კონკურის შეჯიბრი (ბარიერების გადალახვა) გაიმართება, რომელშიც საქართველოს ათამდე ქალაქის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.




