ანაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ანაკლიაში, სასტუმრო ,,ოქროს საწმისისის” მიმდებარედ, 27 წლის მამამკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი იახტ კლუბთან წყალში გადახტავდა და დაიხრჩო.
გარდაცვლილი მამაკაცი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, ის ანაკლიაში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია.
STV მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახსა და ახლობლებს.




