მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სენაკელი ჯარისკაცის ნეშთი 80 წლის შემდეგ ჩამოასვენეს

დღეს, სენაკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ლევან ხაჯალიას ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ლევან ხაჯალია, 1907 წელს, სენაკში დაიბადა და გაიზარდა. 1941 წელს, ომში გაიწვიეს, 1945 წლიდან კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შედგა, სადაც სენაკის მერი, მოადგილეებთან და ლევან ხაჯალიას ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ტაძრის წინამძღვარმა, მამა ავგუსტინემ, გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
80 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო პირების ნეშტების იდენტიფიცირების და მედალიონის პოვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათგან ერთ-ერთი, ლევან ხაჯალიას ეკუთვნოდა.
ნეშტის გადმოსვენება განახორციელეს ოჯახის წევრებმა და ა(ა)იპ ,,ფონდმა დაბრუნებამ’’.





