მერიებმა და გუბერნატორის ადმინისტრაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ მემორანდუმი გააფორმა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტების მერიებსა და მოხალისეობრივ ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს:
„სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორს ედუარდ ჯიშკარიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობას, განიხილეს ორგანიზაციის გეგმა მოხალისეთა ტერიტორიული დანაყოფების შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და ასევე, მუნიციპალიტეტების მერიებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვის მოთხოვნები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

პრემიერი: 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია


