ქალაქ ფოთში გამართული საერთაშორისო ტურნირი კრივში, ფოთელი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა

ფოთში, ზურაბ სარსანიას სახელობის ყოველწლიური, საერთაშორისო ტურნირი კრივში ფოთელი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა, – ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„ოქროს მედალი აკაკი ბასარიამ მოიპოვა, რომელიც საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
წელს ტურნირში საქართველოს, ისრაელის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის მოკრივეთა ნაკრების 100-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
ტურნირი 2007-2008 წლებში დაბადებულ მოკრივეებს შორის ჩატარდა და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა. შეჯიბრებას საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აფასებდნენ.
ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის სპორტულ დარბაზში გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




