დონალდ ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილში, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე

ყაველაშვილი ტრამპს: მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის


