ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სახელმწიფო რმწუნებულთნ დავით ვერავასთან, ერთად, ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიმინჯებისა და ბურჯების მოწყობის სამუშაოები.
მდინარე რიონზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი. მისი სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. მშენებლობის ღირებულება 60.8 მილიონი ლარია და ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტში ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატი, ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს.






